x
image
მანჩო 777
როგორ დაამსხვრია ახალგაზრდა გოგონამ სიცილიაში არსებული ათასწლოვანი ტაბუ
1965 წლის დეკემბერი, ალკამო-სიცილიის პატარა ქალაქი: 18 წლის გოგონა ახალგაზრდა ვაჟმა მოიტაცა თავის შვიდ მეგობართან ერთად. გოგონას გაუჩინარებას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რადგან სიცილიაში ეს იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, მიღებულ პრაქტიკა, რომელიც წინ უსწრებდა ქორწილს.

ადგილობრივი წეს-ჩვეულებების და მაშინდელი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თუ ქალი ცოლად გაჰყვებოდა მამაკაცს, რომელმაც ის მოიტაცა და გააუპატიურა, კაცის საქციელი კანონით არ ისჯებოდა, ხოლო ქალიშვილის შელახული პატიოსნება და ღირსება სავსებით იყო რეაბილიტირებული, ანუ საზოგადოების თვალში ეს დანაშაული კი არ იყო, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა ოჯახის შესაქმნელად.


image


ტრადიციული სოციალური კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გოგონა უარს იტყოდა რეაბილიტაციურ ქორწინებაზე, მაშინ ის ხალხის თვალში უღირს ქალად («donna svergognata») გადაიქცეოდა, რადგან მან ქალიშვილობა დაკარგა ქორწინების გარეშე. ასე რომ, კანონი მთლიანად მომტაცებელი მამაკაცის მხარეზე იყო და მაშინაც კი, თუ ქალი გამტაცებელზე დქორწინებას არ მოისურვებდა, მოძალადე დაუსჯელი რჩებოდა, ამიტომ მოტაცებული გოგონების დიდი ნაწილი (თითქმის 100%) იძულებული ხდებოდა თუნდაც მისთვის არასასურველ მამაკაცთან შეექმნა ოჯახი, რათა საზოგადოების თვალში ღირსებაშელახული არ გამოსულიყო (განა მარტო სიცილიაში? - ეს ტრადიცია ლამის მე-20 საუკუნის ბოლომდე ფართოდ იყო ჩვენთანაც გავრცელებული, განსაკუთრებით რეგიონებში).



დავუბრუნდეთ მოტაცებულ გოგონას-მისი სახელი ფრანკა ვიოლა გახლდათ; გატაცების და ძალადობის ცხრა დღის შემდეგ მან მოახერხა გამოპარვა. ფრანკამ გამოწვევა ესროლა საზოგადოებას და არ შეურიგდა თავის ბედს, მან დახმარებისთვის პოლიცის მიმართა, შეიტანა რა საჩივარი გამტაცებლისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ. ეს იყო პირველი შემთხვევა სიცილიის ისტორიაში, როცა ქალმა ხმა აიმაღლა დაწესებული მორალის ნორმების წინაშე და საზოგადოების მხრიდან შეურაცხყოფა, სკანდალი, შანტაჟი და დამცირება არჩია მოძალადეზე დაქორწინებას. ერთი წლის შემდეგ, 1966 წლის ნოემბერში ვაჟი გასამართლებული იქნა მოტაცების და გაუპატიურების ბრალდებით, ხოლო მისი მეგობრები - როგორც დანაშაულის თანამონაწილეები.


ფრანკა ვიოლა დღესაც ცოცხალია. მისმა ისტორიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მაშინდელ საზოგადოებაში და მონენტალურად გახდა ქალთა ემანსიპაციისათვის ბრძოლის დროშა, საბოლოდ შეცვალა იტალიაში სქესთა შორის ურთიერთობაში დაწესებული მორალის ნორმები და დაასრულა ბარბაროსული პრაქტიკა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა შანტაჟისა.

იტალიაში მხოლოდ 1981 წელს გაუქმდა კანონი, რომლის მიხედვითაც გაუპატიურება არ ითვლებოდა დანაშაულად, თუკი მამაკაცი მის მიერ გაუპატიურებულ ქალზე დაქორწინდებოდა, თუნდაც მისი სურვილის წინააღმდეგ.


იტალიის პრეზიდენტის 2014 წლის 13 თებერვლის ბრძანებულებით ფრანკა ვიოლა დაჯილდოვდა ორდენით" იტალიის ხალხის წინაშე დამსახურებისათვის".

13
1356
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1356
  
2016, 16 აგვისტო, 8:28
მე რა თქმა უნდა მკიდია, ხალხის აზრი მაგრამ, უბრალოდ იმ გოგოს პოზიციიდან შევხედე
2016, 15 აგვისტო, 23:51
ჯანსაღად მოაზროვნე მაგას არ იტყვის და დანარჩენის აზრი რაში გაინტერესებს ან რას ექცევი მათ გავლენის ქვეშ? შეგიძლია მსგავსი აზრის მქონე ადამიანები მიაიგნორო. თანამედროვე ადამიანების ზარი გაითვალისწინე რაა :)
2016, 15 აგვისტო, 22:55
გეთანხმები, ამ ბოლო დროს ბევრმა გამოიფხიკა ყურები და დაიწყო ახლებურად აზროვნება.
2016, 15 აგვისტო, 22:48
ქალიშვილობა თორე განისაზღვრებოდეს მაგით რამე. შვილი მასეთი გზით თუ დაზარალდა ეს იგი თანადგომის მაგიერ ოჯახის წევრებმა განკიცხონ უნდა, ესეთი მიდგომა არის არა ჰუმანური და ცივილიზებული ადამიანებისთვის მიუღებელი, მასეთი ოჯახი არა საერთოდ შვილის ღირსი.
თანდათან აღარა მსგავსი მიდგომა განვითარებასთან და განათლებასთან ერთად ქრება ეს უაზრო მენტალობა.
2016, 14 აგვისტო, 18:08
გეტანხმები, რომ ჩვენტანაც ხშირად ხდება ასე..მინიშნებულიც მაქვს ეს სტატიაში. ამ ბოლო დროს ი სეთი სიხშირით აღარ, მაგრამ მაინც არის შემთხვევები.
2016, 14 აგვისტო, 16:31
საქართველოშიც რა ეგრე არ ხდება? როცა გოგოს არ უყვარს ბიჭი, ბიჭI იტაცებს ნამუსს ახდის ძალით და მერე გოგო იძულებულია მისთხოვდეს, იმიტომ რომ ქალწულობა დაკარგა და რცხვენია სახლში დაბრუნების. თან ქართული ფანატიზმი ხომ იცი როგორიცაა: არაქალიშვილია? ესე იგი ბოზიაო.
2016, 1 აგვისტო, 20:40
გაუპატიურება იმ შემთხვევაში არ ითვლებოდა დანაშაულად, თუ მამაკაცი გოგონას ცოლად მოიყვანდა, რაც ხდებოდა კიდეც თითქმის მოტაცების 100%-ში. უბრალოდ ფრანკამდე არ არსებობდა არცერთი შემთხვევა, როცა მოტაცებულმა გოგონამ უარი თქვა ბიჭის ცოლობაზე და მას სასამართლოში უჩივლა. მე არ ვიცი, ზუსტად როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი და რა სასჯელი მიუსაჯეს ამ ბიჭებს, მაგრამ მტავარი ისაა, რომ ფრანკა იყო პირველი ქალი, ვინც გაილაშქრა ამ ხავსმოდებული კანონების და წესების წინააღმდეგ:)
2016, 1 აგვისტო, 20:32
სტატია როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა. :) ერთი შეკითხვა გამიჩნდა: როგორც მივხვდი, 1981 წელს გაუქმდა კანონი, რომლის მიხედვითაც გაუპატიურება არ ითვლებოდა დანაშაულად, არადა ფრანკა ვიოლას მოტაცება 1966 წელს მოხდა. თუ იმ დროს მოტაცება და გაუპატიიურება კანონით არ ისჯებოდა, გამტაცებლები რატომ წარსდგნენ სასამართლოს წინაშე ან თუ დაეკისრათ მათ რაიმე სასჯელი...საინტერესოა.
2016, 1 აგვისტო, 17:00
მადლობა დადებითი შეფასებისათვის:)
2016, 1 აგვისტო, 16:26
ფრანკა კი მარTლა ულამაზესიa! Bellla, bella, bellissima!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10