x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ოფლის გამოყოფის საწინააღმდეგო საშუალებებმა 24 საათით რომ დაგიცვათ... ეს და სხვა სასარგებლო რჩევები

ამ ელემენტარული წესაბის დამახსოვრებისთვის მხოლოდ 1 წუთი არის საჭირო. სამაგიეროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უხერხულ მომენტებს აგაცილებთ თავიდან და შეიძლება, დროის ეკონომიაშიც დაგეხმაროთ.


როგორ გავხადოთ ანტიპერსპირანტი უფრო ეფექტური


image8, 12 და 24 საათი – გვპირდებიან ოფლის გამოყოფის საწინააღმდეგო საშუალებების მწარმოებლები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რეკლამაში მოცემული ციფრები, ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა რეალურ ცხოვრებაში ანტიპერსპირანტის გამოყენების შედეგის მაჩვენებლებს.

თუ დავუჯერებთ ბრიტანელ მკვლევარ-დერმატოლოლოგებს, რომლებმაც ექსპერიმენტები 18-დან 65 წლამდე ასაკის 60 კაცზე ჩაატარეს, ანტიპერსპირანტის ეფექტურობის გაზრდა ძალიან მარტივია. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ტერმინებში უნდა გავერკვეთ: აქ საუბარია არა დეზოდორანტებზე, არამედ ანტიპერსპირანტებზე. დეზოდორანტი არ აჩერებს ოფლის გამოყოფას, ის მხოლოდ ოფლის სუნს ნიღბავს, ხოლო ანტიპერსპირანტი – მექანიკურად ხურავს ოფლის ჯირკვლებიდან მომავალი სადენებს და არ აძლევს ოფლს კანზე გამოსვლის საშუალებას.

ადამიანების უმრავლესობა, ოფლის საწინააღმდეგო ორივე საშუალებას, დილის შხაპის შემდეგ მოიხმარს. ეს დეზოდორანტთან დაკავშირებით, სავსებით ლოგიკურია. ხოლო ანტიპერსპირანტის შემთხვევაში, არა. საქმე იმაშია, რომ იღლიებში მოთავსებულია ოფლის გამოყოფის შერეული ჯირკვლები, რომლებიც გვიან საღამოს და ღამის საათებში არ ფუნქციონირებენ, სწორედ ამ დროს არის საჭირო ანტიპერსპირანტის კანზე დატანა თხელ ფენად და მთელი დღის მანძილზე, ოფლისგან დაცვა გარანტირებული გექნებათ.

როდესაც ჩვენ ანტიპერსპირანტს დილით, სახლიდან გასვლის წინ ან შხაპის მიღების შემდეგ ვიყენებთ, ის ტენიან იღლიებზე ხვდება და პრაქტიკულად მაშინვე ირეცხება. და კიდევ, სწორედ ამ მიზეზით ჭუჭყიანდება ტანსაცმელი ანტიპერსპირანტებით.

image

image

imageმეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ანტიპერსპირანტის ეფექტურობა ღამის საათებში გამოყენება შემთხვევაში იზრდება, რადგან ძილის დროს, კანის ფორები მის უკეთესად «ათვისებას» ასწრებენ.

image

და ბოლოს, 3 მითი ანტიპერსპირანტის შესახებ:

1. ალუმინის ქლორიდის შემცველი და სხვა ანტიპერსპირანტები იწვევს ალცჰეიმერის დაავადებას და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეს. ეს ძველი ლეგენდა, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ, უარყვეს მეცნიერებმა, სერიოზული კვლევების ჩატარების შედეგად.
2. ანტიპერსპირანტი მავნებელია, რადგან აფერხებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას ოფლთან ერთად. ოფლის ჯირკვლებიდან არ ხდება ტოქსინების გამოყოფა – ეს თირკმელების ფუნქცია არის.
3. ალუმინის ქლორიდის შემცველი ანტიპერსპირანტები გამოყენება ფეხმძიობის პერიოდში არ შეიძლებ. ეს სიმართლეა, მაგრამ სხვა სახის ოფლისაგან თავდაცვის საშუალებები, ფეხმძიმეებითთვის სავსებით დასაშვებია.

image

როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი დაცემინება


თუ დაცემინების სიტუაცია არ არის და საჭიროა თავის შეკავება, ამის გაკეთება 3 მეთოდით არის შესაძლებელი:

I. ზედა ტუჩი, საჩვენებელი და დიდი თითით, ოდნავ წინ უნდა გავწიოთ. ასეთი მოქმედება ამცირებს ღუტუნის შეგრძნებას ცხვირში და აჩერებს დაცემინების პროცესს.


image
II. იგივე მეთოდით, ისევე, როგორც ტუჩის შემთხვევაში, ცხვირის წვერი ოდნავ ზევით უნდა ავწიოთ.


image
III. იმ შემთხვევაში, თუ ხელის სახესთან მიტანის საშუალება არ არის (მაგ., ფოტოს გადაღებისას ან სატელევიზიო კამერების წინ), დაცემინების შეკავება ენის წვერითაც შეიძლება. ამისთვის, კბილები უნდა შევაერთოთ და ენის წვერით, რაც შეიძლება ძლიერ, მივაწვეთ კბილების ცენტრს.


imageimage

როგორ უნდა იპოვოთ დაკარგული სათვალე, ცუდი მხედველობის შემთხვევაში


image


ის ვისაც მიოპია (ახლომხედველობა) აქვს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში: უცდია საწოლთან ახლოს მდებარე ტუმბოზ, სათვალის მოძებნა ხელის ფათურით და ვერ უპოვია. თუ დამხმარე არავინ არის, ძებნის პროცესი, შეიძლება რამდენიმე საათი გაიწელოს. დროის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, სულ მარტივი ხერხი არსებობს – სათვალის მოძებნა ხელის «ჭოგრიტით». ხელით გაკეთებულ ვიწრო ჭუჭრუტანაში, საგნები მკვეთრი ხდება და ყველაფრის დანახვა კარგად შეიძლება.


image
ამის მიზეზი ის არის, რომ თვალთან მიმავალი სხივების ნაკადი ვიწროვდება და თვალზე უშუალოდ, მხოლოდ ობიექტიდან არეკლილი სხივები ხვდება. თუმცა, სხივების რაოდენობის შემცირების გამო, შეიძლება, ნივთები უფრო მუქი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეში არის.

image

როგორ უნდა გავიგოთ ვარგისიანია თუ არა ბატარეა


image
იმისათვის რომ გავიგოთ რამდენად ვარგისიანია ბატარეა და ღირს თუ არა მაღაზიაში წასვლა ახლის საყიდლად, საკმარისია უბრალო ტესტის ჩატარება: დააყენეთ ბატარეა მაგიდაზე და ასწიოთ 2-3 სმ-ზე და ხელი გაუშვათ. თუ შიგნით ენერგია არის, ცოტას იხტუნავებს და ისევ ფეხზე დადგება, ხოლო თუ არ არის – დაეცემა.

image

როგორ მოვიცილოთ ნივრისა და ხახვის სუნი თითებიდან


image
თითებიდან არასასიამოვნო არომატის მოსაცილებლად, საკმარისია ხელების საპნით დაბანა და უჟანგავი ფოლადის ნივთის გასმა. მაგ., ჩვეულებრივი კოვზის. ეს ერთი წუთის საქმეა, სუნი კი უკვალოდ გაქრება.

0
681
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0