x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ცნობილი მელოდრამა იუბილარია – როგორ იღებდნენ ფილმს
image


მელოდრამებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს. ითვლება, რომ ასეთი ფილმების თაყვანისმცემლები, ძირითადად, ქალები არიან. მაგრამ, ისინიც კი, ვინც ამ ჟანრის ფილმებს საერთოდ არ უყურებენ, აღიარებენ, რომ ფილმი – «ქალწაღებულნი», ნამდვილი შედევრია. სიმართლე რომ ვთქვათ, მისი დაწუნების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. კინომატოგრაფიული შტამპებით თუ შევაფასებთ, ფილმში «შესანიშნავი მსახიობთა ანსამბლი» და «უნაკლო საოპერატორო ნამუშევარია» და ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ მის შემქმნელ ჯგუფს «ვერაფერში შემოედავები». ეს ეპოქის საუკეთესო ფილმი კი არა, – სწორედაც რომ ეპოქალური ფილმია, რომელსაც მაისის ბოლოს, 80 წელი შეუსრულდა.



წიგნიდან – ფილმამდე


image
მარგარეტ მიტჩელი თავის რომანს 3 წლის მანძილზე — 1926–1929 წწ. წერდა. თავდაპირველად, მთავარ გმირს პენსი ო’ჰარა ერქვა და რომანის სახელწოდება – «ქარწაღებულნი», არაერთხელ შეიცვალა. იყო: «ჰორნები სიმართლეს მღერიან», «დამქანცველი ჯვრის ტარება», «ბედისწერის მიღმა» და «ხვალე სხვა დღე იქნება» და მიტჩელი რომანის გამოქვეყნებას საერთოდაც არ გეგმავდა. მაგრამ, 1935 წელს, მეგობარმა, რომელიც გამომცემლობაში მუშაობდა, ის საწინააღმდეგოში დაარწმუნა და 1936 წელს წიგნის მაღაზიებში, საკმაოდ სქელტანიანი რომანი გამოჩნდა. ხოლო, 1 თვის შემდეგ, კინოპროდიუსერმა დევიდ სელზნიკმა ავტორისგან რომანის ეკრანიზაციის უფლება იყიდა. რაშიც, იმ დროისთვის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა – 50 ათასი დოლარი გადაიხადა. იმავე წლის ზაფხულში, «ქარწაღებულნის» გადაღების, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. 1938 წლის გაზაფხულისთვის, ფილმზე უკვე 400 ათასი დოლარი იყო დახარჯული, მაგრამ სცენარი ჯერ მზად არ იყო, ისევე, როგორც ცნობილნი არ იყო, მთავარი როლის შემსრულებლები მსახიობების სახელები. ფილმის გადაღება მხოლოდ 1938 წლის დეკემბერში დაიწყო. მომდევნო წლის მარტში, პროდიუსერმა აღნიშნა, რომ სრულმეტრაჟიან ფილმში ვერ «ჩაეტეოდნენ» და სერიალი უნდა გადაეღოთ. image

ადეკვატური სიდიდის სცენარის მოსამზადებლად 16 სცენარისტის მოწვევა გახდა საჭირო.

პირველი სცენარისტი, რომელიც წიგნის სულის ეკრანზე გადატანას შეეცადა, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე, სიდნი ჰოვარდი იყო. თუმცა, მისი ვერსიით ფილმის გადაღების შემთხვევაში, ის, დაახლოებით, 6 საათს გაგრძელდებოდა. 2 წლის მანძლილზ, სცენარისტთა მთელი რაზმი მუშაობდა რომანზე, რომელთა შორის იყო ფრენსის სკოტ ფიცჯერალდიც. შედეგად, სცენარიდან პერსონაჟების ნახევარზე მეტი ამოიღეს, მათ შორის, სკარლეტის პირველი ორი შვილი — უედი ჰემპოტონი და ელი ლორენი. პროდიუსერმა შეძლო და წიგნი ფილმში «შეტენა», რომელიც ხანგრძლივობით, თითქმის, 4 სთ-იანი ქრონომეტრაჟის გამოვიდა. იმავე წლის აპრილში MGM კინოსტუდიამ, რომელიც პროექტს აფინანსებდა, აღიარა, რომ ფილმმა ბიუჯეტს გადააჭარბა და მის შემდგომ დაფინანსებაზე უარი თქვა. გადაღების პროცესი დახურვის პირას იყო, მაგრამ გადამღებ ჯგუფს, დამხმარედ, ამერიკის ბანკი მოევლინა, რომელმაც «შემოწირულობის» სახით, ფილმის ბიუჯეტში 1 მლნ. დოლარი ჩარიცხა.



მთავარი გმირი შერჩეულია, მაგრამ კასტინგი გრძელდება...


ყველაზე მეტი პრობლემა მთავარი როლის შემსრულებელთან დაკავშირებით შეიქმნა: გასაუბრებაზე 1400 გოგონა დაპატიჟეს და მათგან სინჯები 400 გაიარა. ხოლო, ისტორია იმის შესახებ, რომ თითქოს 25 წლის ვივიენ ლი ბოლო მომენტში, გადაღების დაწყების წინ იპოვნეს, მხოლოდ ზღაპარია და მეტი არაფერი. ფილმის პროდიუსერს სკარლეტის როლზე ვივიენი ჯერ კიდევ 1937 წელს ჰყავდა შერჩეული და «დამტკიცებული». მაგრამ, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მათ შორის, არც ვივიანმა. კასტინგები მთავარი როლის შემსრულებელზე, ფილმისთვის სამზადისის დაწყების დღიდან ატარდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ფილმის პროდიუსერმა, პრესაში თამაშიც კი წამოიწყო სახელით: «ვის შეუძლია სკარლეტის როლის შესრულება», – ამას კი იმიტომ აკეთებდა, რომ ფილმზე საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყრო.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრესით ჩატარებულ კონკურსში ვივიენ ლიც მონაწილეობდა, რომელმაც სკარლეტის როლის შესრულებისთვის, «ოსკარის» პრემია მიიღო, ხოლო საგაზეთო გამოკითხვისას მას მხოლოდ 2 ხმა ერგო და ეს მაშინ, როდესაც სხვა პრეტენდებტებმა ათობით ხმა დააგროვეს.

პრობლემა იყო რეტ ბატლერის როლთან დაკავშირებითაც: ამ როლში პროდიუსერი, იმ დროს ყველაზე პოპულარულ მსახიობს, 38 წლის კლარკ გეიბლს ხედავდა, მაგრამ თავად მსახიობი როლის შესრულებაზე უარს ამბობდა, რადგან ამ როლისთვის, თავს შესაფერისად არ თვლიდა... და დევიდ სელზნიკმა ის მოისყიდა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით: მან მსახიობს 71 გადასაღებ დღეზე – 120 ათასი დოლარი გადაუხადა (შედარებისთვის, ვივიენ ლის 125 გადასაღები დღე ჰქონდა და მხოლოდ 25 ათასი დოლარი მიიღო).


image


თუმცა, ამით პრობლემები არ დასრულებულა. გეიბლი თავის ტკივილად ექცა პროდიუსერს, გადაღების დაწყების შემდეგაც. სელზნიკი იძულებული გახდა ფილმის რეჟისორი ჯორჯ კიუკორი, ვიქტორ ფლემანგით შეეცვალა, რადგან კლარკმა მასთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო.



სახანძრო განგაში და სხვა ეფექტები


«ქარწაღებულნის» გადაღება 1938 წლის 10 დეკემბერს დაიწყო და პირველი სცენა, რომელიც გადაიღეს, ატლანტაში მომხდარი ხანძარი იყო. ქალაქის დეკორაცია, რომლის საერთო ფართობი 16 ჰექტარს შეადგენდა, MGM კალვერ-სითის (კალიფორნია) კინოსტუდიაში შექმნეს. როდესაც ფსევდო ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს, მისი ალი, თითქმის 150 მ. სიმაღლეზე აიჭრა და ქალაქის მოსახლეობამ, რომლმაც არაფერი იცოდა სპეციალურად მოწყობილი ხანძრის შესახებ, ადგილობრივ სახანძრო განყოფილებაში რეკვა დაიწყო. გადასაღებ მოედანზე, ხანძრის ჩასაქრობად, საერთო ჯამში, ლოს-ანჯელესის სახანძროს მთავარი განყოფილებიდან, 10 ბრიგადა გავიდა. ამას სტუდიის 50 მეხანძრე და 200 დამხმარე დაემატა. გადაღენის შემდეგ, ცეცხლის ჩასაქრობად, 57 ათასი ლ. წყალი დაიხარჯა. ხოლო, თავად სცენა, – 25 ათასი დოლარი დაიხარჯა.


image
არც დაჭრილი მეომრების კადრების გადაღება აღმოჩნდა ადვილი. რადგან იმ დროს კომპიუტერული ეფექტები არ არსებობდა და არც 1600 სტატისტის პოვნა იყო შესაძლებელი, ფილმში გადაღებული მეომრების ნახევარი მანიკენებით შეცვალეს. თითოეულ მათგანს თოკები ჰქონდა მობმული და ნიშნის მიცემის შემდეგ, მათ «ცოცხალი» ჯარისკაცები ამოძრავებდნენ.


image


განსაკუთრებული როლი ფილმის წარმატების საქმეში კოსტუმებს ეკუთვნის. პროდიუსერის მოთხივნით, მთავარ გმირებს თეთრეულიც კი იმ ეპოქის უნდა სცმოდათ: ასე, არც შეცდომა გაიპარებოდა და მსახიობებიც უკეთესად გაითავისებდნენ როლს. საერთო ჯამში, 5 ათას ერთეულზე მეტი გარდერობის ნივთი შეიკერა, ხოლო მსახიობების ჩაცმულობაზე პასუხისმგებელი უოლტერ პლანკეტი იყო. ყველაზე რთულად შესაქმნელი სკარლეტის მწვანე კაბა აღმოჩნდა, რომელის შეკერვაზე 200 საათი დაიხარჯა.


და კიდევ, ფილმში 1100 ცხენი და 375 სხვა ცხოველია გადაღებული.



ჯილდო


«ქალწაღებულნი» ოსკარზე წარდგენილი 13 ნომინაციიდა, 10 მფლობელი გახდა, მათ შორის:



image


«საუკეთესო მსახიობი ქალი» — ვუვიენ ლი;

«საუკეთესო რეჟისორი» — ვიქტორ ფლემინგი;

«საუკეთესო სცენარი» — სიდნი ჰოვარდი;

«საუკეთესო ოპერატორი» — ერნესტ ჰალერი და რეი რენაანი;

«საუკეთესო მსახიობი ქალი II ხარისხოვან როლში» — ჰეტი მაკდანიელი;

«საუკეთესო მონტაჟი»;

«საუკეთესო მხატვარი»;

და რა თქმა უნდა, «ოსკარი» – «საუკეთესო ფილმისთვის»;

პლიუს კიდევ ორი საპატიო პრემია, კინომატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.



უბრალოდ, ციფრები:


3 საათი და 45 წუთი გრძელდება ფილმი

6 კმ და 192 მ. ფირია გადაღებული

153 818 $ დაიხარჯა კოსტუმების დამზადებაზე

10 000 $ — კოსტუმების გაწმენდაზე და წესრიგში მოყვანაზე

197 912 $ — დეკორაცია

69 917 $ — რეკვიზიტის ყიდვა და დაქირავება

10 363 $ — ფილმის საუნდტრეკი

3 957 000 $ — ფილმის საბოლოო ბიუჯეტი

198 676 459 $ — შემოსავალი აშშ-ში

201 500 000 $ — შემოსავალი დანარჩენ მსოფლიოში

imageimageimageimageimageimageimage






0
670
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0