x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გამოცხადდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყანა!
ბრიტანელ მკვლევარებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი კვლევა, სადა მონაწილეობა

მიიღო 60 ქვეყნის 16 000 მოქალაქემ. კვლევის თანახმად, დადგინდა მსოფლიოს

ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყანა. წარმოგიდგენთ ამ ქვეყნებს...



1. დანია



imageსკანდინავიის ამ ულამაზეს ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი

ჩადის. 2016 წლის მონაცემებით ქვეყანას ივნისის თვის ჩათვლით, 5, 8 მილიონი

ტურისტი ესტუმრა. უსაფრთხოების კოდექსით ქვეყანა ლიდერობს!



2. შვედეთი


image


რეიტინგის მეორე ადგილს, კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანა -შვედეთი იკავებს.

როგორც დანიაში, ასევე შვედეთშიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის.

შვედეთი ასევე ლამაზი ქალების ქვეყანაცაა...



3. კანადა


image


ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამოთხე. კანადა, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების

რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება. ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მშპ საერთო მოცულობით ქვეყანა პირველი ათეულის წევრია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაა, რაც შეეხება ადამიანის განვითარების ინდექსს, ამ მხრივ კანადას კონკურენტი არ ჰყავს. კანადა პოსტინდუსტრიული ქვეყანაა. 2016 წლის

ივნისის თვის მონაცემებით ქვეყანას 5, 5 მილიონი ტურისტი ესტუმრა.



4. ახალი ზელანდია


image


კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი.

ახალი ზელანდია უსაფრთხოების კოდექსით მეოთხე ადგილზე იმყოფება. დედამიწის

სამოთხეს, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჰყავს.



5. ჰოლანდია


image


ევროპის ყველაზე უსაფრთხო მესამე ქვეყანა. დედაქალაქი - ამსტერდამი
მოსახლეობა - 16.150 ათასი, მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები.

ჰოლანდიის ულამაზეს ქალაქებს, როგორიცაა ამსტერდამი, როტერდამი, ეინდჰოვენი

და ბრედა, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.



6. ავსტრია


image


კიდევ ერთი ულამაზესი ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ უსაფრთხო ქვეყნების

რეიტნგში მოხვდა. ავსტრიის დედაქალაქ ვენას ყოველწლიურად მილიონზე

მეტი ტურისტი ჰყავს. ქვეყანა ასევე ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებულია.



7. ავსტრალია


image


თუ არ ჩავთვლით იმ ველურ გარემოს, რომელიც ავსტრალიაში გვხვდება, ყველაფერი

წესრიგშია. ავსტრალიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქვეყანა

გამოირჩევა ქალების ჭარბი რაოდენობით და მამაკაცების ნაკლებობით. თუ

ოდესღაც ესტუმრებით ამ ულამაზეს, უსაფრთხო ქვეყანაში, აუცილებლად უნდა

ნახოთ შემდეგი ქალაქები: სინდეი, მელბურნი და კანბერა.



8. ლუქსემბურგი


image


ჯუჯა სახელმწიფო ევროპის კონტინენტზე, თუმცა ძალიან ბევრ გიგანტურ

ქვეყანას სჯობს თავის სილამაზით, ეკონომიკურ განვითარების ინდექსით და ამ

ყველაფერთან ერთად უსაფრთხოებითაც!



9. გერმანია


image


ყველაზე მოულოდნელი ქვეყანა ამ სიაში. ტოპ- 10 ეულში გერმანია ბოლოს წინა

პოზიციაზეა, ალბათ ბევრსაც არ მოველოდით, რადგან დაახლოებით ნახევარი

საუკუნის წინ, ეს ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე საშინელი ქვეყანა იყო.



10. ირლანდია


image


და ბოლოს.... ირლანდია! ერთადერთი ბრიტანული ქვეყანა, რომელიც ამ სიაში

მოხვდა და უსაფრთხოების ინდექსით, ტოპ-10 -ზე ბოლო, მეათე პოზიციაზეა.

განსხვავებული კულტურის ქვეყანას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე

მეტი ტურისტი სტუმრობს!









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




8
997
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
997
  
2016, 6 აგვისტო, 12:42
დიდი მადლობა
2016, 6 აგვისტო, 12:36
საინტერესო სტატიაა!
2016, 1 აგვისტო, 14:36
ხო ამ შემთხვევაში ხომ შენი აზრი გამოდის :P ისე იკითხე სინგაპური თითქოსდა.... მთავარი მოსამართლე იყო სინგაპურში :D:D:D:D:D:D:D
2016, 1 აგვისტო, 14:33
ჩემი აზრი არაა, ალექს. მეც მქონდა ადრე ამდაგვარი სტატია და იქ სინგაპური იყო პირველ ადგილზე..ერთი სიტყვით, მრავალნაირი რეიტინგი არსებობს და ყველგან სხვადასხვა ქვეყანა ფიგურირებს.
2016, 1 აგვისტო, 14:30
დამავიწყდა მაგათვის მეთქვა შენც გამოეკითხე :D
2016, 1 აგვისტო, 14:12
სინგაპური სადაა? სინგაპური ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული, როგორც ვიცი:)
2016, 1 აგვისტო, 14:05
გერმანიის გარდა ყველა სამართლიანად მიმაჩნია. განსაკუთრებით სამეული
2016, 1 აგვისტო, 13:53
მაგ 16 000 მოქალაქემ, ეტყობა, ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იცოდნენ :). მე მაგალითად, გერმანიაზე უსაფრთხოდ საქართველო მიმაჩნია
0 1 8