x
image
ციცი
Mediator image
"ყურადღება მიიქცია სიტყვამ "დისკრიმინაცია"-ბაია პატარაია კაფეში შეყვარებული წყვილის კამათს შეესწრო-"ძალიან ჭირს ნორმალური ბიჭები."

image

ადამიანის უფლებათა დამცველი, ქალთა მოძრაობის წევრი და კავშირი "საფარი"-ის ხელმძღვანელი ბაია პატარაია თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეყვარებული წყვილის კამათის შემსწრე გახდა. მისი ყურადღება მიიქცია სიტყვა "დისკრიმინაციამ" და დააინტერესა იცოდნენ თუ არა ამ სიტყვის სწორად გამოყენება. წყვილის კამათის შემყურე ქალბატონ ბაიას სურვილი გაუჩნდა გოგოსთვის ეთქვა, რომ მიეტოვებინა ეს ბიჭი, რადგან მას ვეღარ გაზრდიდა. თუ რაზე კამათობდნენ შეყვარებულები და რამ გააღიზიანა ფემინისტი ქალბატონი იხილეთ მის სტატუსში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:



"კაფეში ყურადღება მიიქცია სიტყვამ "დისკრიმინაცია", შეყვარებულ წყვილი კამათობდა. მეთქი ნეტა სწორად მაინც თუ იყენებენ თქო, ბიჭი ვენებს იჭრიდა "ოფენ ეარზე" არ წახვიდეო. სინამდვილეში ეჭვიანობით სკდებოდა, მაგრამ ქართულ-ვაჟკაცური ნარატივით ხსნიდა "უპატრონო" გოგოების საფრთხეებს. გოგო მშვიდი ტონით და შესაშური ლექსიკით იცავდა თავის პოზიციას. გოგომ - კარგი დღეს არა და, კვირას კი წავალო. ბიჭმა ნაწყენ-გაბუტულ-შეურაცხყოფილი რეჟიმი ჩართო. უცბად მომინდა გოგოსთვის მეთქვა, ამას შენ ვეღარ გაზრდი და მიატოვე თქო...
დასკვნა ისაა, რომ ძალიან ჭირს ნორმალური ბიჭები. მე კი უამრავ გადასარევ ბიჭს და კაცს ვიცნობ, მაგრამ თვალშისაცემად ცოტანი არიან. ისევ გოგოებს დავეხმაროთ გაძლიერებაში ჯობია, ბევრად უფრო ღიები, შემწყნარებლები და არამჩაგვრელები არიან, ვიდრე ბიჭები. ნუ გეწყინებათ კარგო ბიჭებო და კაცებო. საწყენად არ ვიძახი. მეც მინდა, რომ სხვაგვარად იყოს. მაგრამ მგონია, რომ ამ გოგოს შეუვალობა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ბიჭმაც გადახედოს საკუთარ მცდარ პატრონიზებულ ღირებულებებს."image

1
285
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
285
  
2016, 31 ივლისი, 22:18
ყველანი გამომივლენ ხომე ყოვლის მცოდნეები. რას ერევა ან რაში აინტერესებს სხვის პირადი ცხოვრება. მართლა არ მესმის ამ ხალხის რა. წყვილია და რასაც როგორც უნდა ისე ისაუბრებენ...მეტიჩარები. ვითომ რამე იციან
0 1 1