x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფიზიკური ძალადობა


imageადამიანის ცხოვრებაში ყველაზე უზრუნველ, ლაღ და ბედნიერ პერიოდად ბავშვობას მივიჩნევთ, თუმცა ყველა ადამიანზე ასე ვერ ვიტყვით, რადგანაც არსებობს ისეთი მოგონებები, რომლებიც ბავშვობაში ტკივილს, ჩაგვრას, ცემას და სხვა ამგვარ მოვლენებს უკავშირდება.
ზოგადად, მივიჩნევთ, რომ ბავშვზე ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, თუმცა ბევრი მოზრდილი მაინც იყენებს აღზრდის მსგავს მეთოდებს.

ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა გზით შეიძლება, ამიტომაც
გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ფორმებს:


1.ფიზიკური ძალადობა

2.ფსიქოლოგიური ძალადობა

3.ემოციური(ფსიქოლოგიური) ძალადობა

4.უგულებელყოფა


ფიზიკური ძალადობა არის ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც
ტკვილის და ტანჯვას აყნებს ბავშვს.ეს შეიძლება იყოს : ცემა, ჩქმეტა, კბენა, სილის გაწვნა და ყველა ამგვარი მოქმედება.
ფიზიკური ძალადობის ამოცნობა სხვა ძალადობის ფორმებთან
შედარებით მარტივია.საჭიროა დავაკვირდეთ ბავშვის მდგომარეობას და დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა:შეიძლებოდა თუ არა ეს ტრავმა ბავშვს შემთხვევით გასჩენოდა ან თავისით მიეღო?

ბავშვების ქცევები, რომლებმაც უნდა დაგვაეჭვონ და მიგივითითებენ, რომ
სავარაუდოდ მათძე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა:


1.უარის თქმა იმის ახსნაძე თუ როგორ და რანაირად მიიღო
ტრავმა.

2.სახლში დაბრუნების შიში

3.მშობლების ან სხვა ადამიანების შიში

4.ბავშვი ფრთხება მოულოდნელ მოძრაობებზე და ხმებზე.

5.ბავშვი აგრესიულია

6.აქვს დაბალი თვითშეფასება

7.აცვია სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი(მაგალითად, გრძელმკლავიანი
ზაფხულში, რათა დაფაროს ჩალურჯებები ან სხვა დაზიანებები.)


ძალადობა უძველესი დროიდან დრემდე გრძელდება და საინტერესოა, ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობის გამოვლენას.ესენია:


1.კულტურული ნორმები, რომლებიც პრობლემის გადაჭრისთვის
ძალადობას მისაღებად მიიჩნევს.

2.ფიზიკური ძალადობის (ცემა, ჩქმეტა, წამოთაქება) ეფექტიან
აღზრდის სტილად მიჩნევა.

3.უმუშევრობის მაღალი დონე

4.განათლების დაბალი დონე.

5.ბავშვთა დაცვის სექტორების არარსებობა ან არასრულყოფილება.

6.არაინფორმირებულობა(მოზრდილებმა ხშირად არ იციან რა
შედეგები შეიძლება მოყვეს ძალადობას)

7.ბოროტება, სისასტიკე, ომი, ბრძოლა მასკულუტურაში(ტელევიზია, კინო).

8.თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების დამოკიდებულება.

9.მშობელთა ფსიქიკური დაავადებები.

10.მშობლები, რომლებიც თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი.


ყველა ჩვენგანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის შედეგები, რომელიც
მოყვება ძალადობას:


1.უარესდება ბავშის ჯანმრთელობა(ფიზიკური პრობლემები, ფსიქიკური
პრობლემები, სექსუალური პრობლემები, თვითმკვლელობა)

2.დაბალი თვითშეფასება.

3.დაბალი აკადემიური მოსწრება, ვერ აღწევენ წარმატებას
კარიერაში.

4.სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ, რომ ზრდასრული კრიმინლების
70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.

5.თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა.


ეს და სხვა მრავალი უარყოფითი შედეგი მოსდევს ძალადობას, რომლებიც
ცვლიან ადამიანის ცხოვრებას.მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანი იყოს ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგანაც როგორც მოძალადე, ასევე მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მდიდარი და ღარიბი.

0
264
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0