x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
imageგენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტს შეიძლება ნებისმიერი შფოთვითი სიმპტომი აღენიშნებოდეს, მაგრამ მისთვის
დამახასიათებელია შემდეგი ნიშან-თვისებები :

წუხილი და ცუდი წინათგრძნობა, რომელიც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ეს ჯანმრთელი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. წუხილს ყოვლისმომცველი
ხასიათი აქვს, არ არის ფოკუსირებული რაიმე კონკრეტულ საკითხზე და ის ძნელი გასაკონტროლებელია.

ფსიქოლოგიური აგზნება, რომელიც გამოიხატება გაღიზიანებადობაში, სუსტ კონცენტრაციასა და ხმაურის მიმართ სენსიტიურობაში. ზოგიერთი პაციენტი მეხსიერების გაუარესებას უჩივის, რაც სინამდვილეში ყურადღების სუსტი კონცენტრაციით არის განპირობებული.

ვეგეტატური ჰიპერაქტიურობა, რომლის ყველაზე უფრო ხშირი სომატური სიმპტომებია ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, ეპიგასტრული დისკომფორტი და თავბრუსხვევა.


კუნთების დაძაბულობა, რომელიც შეიძლება განიცდებოდეს, როგორც მოუსვენრობა, კანკალი, მოდუნების უუნარობა და, ასევე, მხრების, ზურგისა და თავის ტკივილი.ჰიპერვენტილაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელების ანუ ქოშინის შეგრძნება.

ძილის დარღვევები, რომლებიც მოიცავს ჩაძინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს
და პერსისტენტულ შემაწუხებელ ფიქრებს. ძილს ხშირად წყვეტილი, არაჯანსაღი ხასიათი
აქვს და უსიამოვნო სიზმრები სდევს თან. ზოგიერთ პაციენტებს აწუხებს ღამის შიშები, რომელთა დროსაც მათ უეცრად, ძლიერი შფოთვის შეგრძნებით ეღვიძებათ. დილით ადრე გაღვიძება არ არის დამახასიათებელი გენერალიზებული შფოთვითი
აშილობისათვის და უფრო დეპრესიულ აშლილობაზე მიუთითებს.

სხვა ნიშან-თვისებებს განეკუთვნება დაღლილობა, დეპრესიული სიმპტომები, ობსესიური სიმპტომები და დეპერსონალიზაცია. ისინი არ წარმოადგენს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ყველაზე უფრო მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებს. თუ ისინი მკვეთრად არის გამოხატული, მაშინ უნდა განვიხილოთ სხვა დაავადების არსებობის შესაძლებლობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს სახე დაძაბული აქვს, შუბლი შეჭმუხნული და მთლიანად პოზაც დაძაბულია. ადამიანი მოუსვენრად გრძნობს თავს
და შეიძლება კანკალებდეს.. ცრემლიანობა, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დეპრესიას მივაწეროთ, ზოგადად ცუდი წინათგრძნობის გამომხატველია. ძლიერი
წუხილი და შფოთვა, მომლოდინე განგაში, რომელსაც ინდივიდი ვერ აკონტროლებს.

ასეთ მდგომარეობას თან ახლავს მოუსვენრობა, დაძაბულობა, დაღლილობის
შეგრძნება, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანება, ძილის დარღვევა. აღნიშნული
სიმპტომები რამდენიმე კვირიდან 6 თვემდე უნდა გაგრძელდებოდეს. თან ახლავს :
ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა, დიარეა.

შფოთვის ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სიხშირე არ არის დამოკიდებულირეალურ
საფრთხესა და რეალურად საშიშ სიტუაციაზე. ინდივიდი შფოთავს და წუხს
ყოველდღიურ წვრილმანზე, მაგ.: სამუშაო პასუხისმგებლობებზე, ფინანსებზე, ოჯახის
წევრების ჯანმრთელობაზე, შვილების მომავალზე, ყოველდღიურობის ათას წვილმანზე.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები პოპულაციის 3-5%-ში გვხვდება. მიმდინარეობს ქრონიკულია სიმპტომების შემცირებისა და გაძლიერების ეპიზოდებით. ის იწყება ბავშვობაში და ქალებში უფრო ხშირია მამაკაცებთან შედარებით.


შფოთვითი აშლილობების დროს ძირითადად გამოიყენება ბიჰევიორალური, კოგნიტური, ჰუმანისტური და ფსიქოდინამიკური თერაპიები.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ფსიქოდინამიკური ორიენტაციის თერაპევტები იყენებენ იმ ტექნიკებს, რომლითაც ზოგადად ოპერირებენ - თავისუფალი ასოციაციები, სიზმრების ინტერპრეტაცია. აღნიშნული მეთოდი ეხმარება პაციენტს შეამციროს „იდი“- დან წამოსული იმპულსებით გამოწვეული შფოთვა და დაიწყოს მათი გაკონტროლება. ასევე თერაპევტი ეხმარება პიროვნებას ჩაწვდეს ბავშვობისდროინდელ პრობლემებს, რომელიც შფოთვას მოზრდილობის ასაკში იწვევს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს გამოიყენება კლიენტზე ცენტრირებული თერაპიაც. იგი ეხმარება კლიენტს გაერკვეს საკუთარ საჭიროებებში, ფიქრებსა და ემოციებში, რაც საბოლოოდ ამცირებს შფოთვას, განაპირობებს კომფორტს საკუთარ
თავთან. თერაპიის არსი მდგომარეობს მიმღებლური ატმოსფეროს შექმნაში, კლიენტის უპირობო პოზიტიურ მიღებასა და ემპათიის გამოხატვაში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ასევე გამოიყენება კოგნიტური თერაპია. კოგნიტური თერაპია ძირითადად ეფუძნება ბეკისა და ელისის მიერ შემუშავებულ მეთოდებს და ეხმარება პიროვნებას შეცვალოს მოლადაპტური აზრები. შედეგად, პიროვნება იწყებს სამყაროს განსხვავებულ აღქმას, იმუშავებს შფოთვის შესამცირებელ ეფექტურ გზებს და უკეთესად მართავს
წუხილს.

image






0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0