x
image
ინტერ-გოგონა
"ხელოვნური სუნთქვა"
"ხელოვნური სუნთქვა " კიდევ ერთი ქართული სერიალი რეჟისორ გიორგი ლიფონავასგან...სცენარისტები კი ქეთი დევდარიანი და დრამატურგი დავით გაბუნია გახლავთ...

სერიალმა ეკრანზე გასვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.. გასარკვირი არ იყო როცა მთავარ როლებს ეკა დემეტრაძე და თორნიკე გოგრიჭიანი ასრულებენ...

ფილმში ასახულია ახალგაზრდა ექიმის შოთას ცხოვრება რომელსაც ულამაზესი ცოლი ნუცა ტრაგიკულად გარდაეცვალა და შვილს მარტო ზრდის..

მამაშვილს იდიალური ურთიერთობა აქვთ მაგრამ მელანოს დედის სიკვდილს ვერადა ვერ შეეგუა, რაც შოთას შვილთან ურთიერთობაში დაბრკოლებას უქმნის რასაც ემატება გარდაცვლილი მეუღლის მშობლები რომელთაც არასდროს არ მოდწონდათ შოთა...


აჰა, თითქმის მოვყევი მთელი სერიალი რაც შეეხება ეკა დემეტრაძის გმირს თამუნას ის ახალი მეზობელია რომელსაც სიმპატიური ექიმი უყვარდება დანარჩენს კი თავად უყურეთ...საინტერესოა როგორ განვითარდება შოთას და თამუნას სიყვარულის ისტორია?

თამუნა და შოთა...

თორნიკე გოგრიჭიანი და ეკა დემეტრაძე

დარწმუნებული ვარ თორნიკე და თამუნა საქართველოში უცნობი არავისთვის გახლავთ...ორივე წარმატებული და საყვარელი მსახიობი გახლავთ...

ეკა დემეტრაძე ქართველმა მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შეიყვარა...



imageგაიცანით რუსკა ქარქაშაძე პატარა მსახიობი რომელმაც მშვენივრად მოირგო ფილმში შოთას შვილის მელანოს როლი...imageეს ულამაზესი გოგონა კი გახლავთ ანი ბებია რომელიც სულ პირველად ქართველმა მაყურებელმა სერიალში "ფსიქოპატთა თამაშებში" იხილა... ანი შოთას გარდაცვლილი მეუღლის ნუცას როლს თამაშობს....image

პირადად მე აღფრთოვანებული ვარ ფილმის საუნტრეკით...

მუსიკა რომლის მოსმენა არ მწყინდება და სიმართლე ვაღიარო მუსიკამ გამიჩინა თავიდან ფილმის ნახვის სურვილი....

პ.ს მე პირადად მივესალმები ქართველების შექმნილ ყოველ ახალ ფილმს წარმატებებს ვუსურვებ ქართველ მსახიობებს, რეჟისორებს და სცენარისტებს დროა უკვე გავიდეთს ქართული კინო საზღვრებს გარეთ..

ვფიქრობ რომ ჩვენი ბევრი ქართველი მსახიობი იმსახურებს მსოფლიო აღიარებას...

და მჯერა რომ მოიპოვებენ კიდეც ამ დიდებას...

მადლობა ყველას ყურადღებისთვის....

სიყვარულით ინტერ-გოგონა

3
307
8-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
307
  
2016, 9 აგვისტო, 22:06
რუსო ბებოს ხმის ტეპბრი აქვს შეუდარებელი შეუძლებელია არ მიაპყრო ყურადგებაა
2016, 9 აგვისტო, 22:05
მელანო მაგარია :)
ნუცაც მაგრად ასრულებს, ტორნიკეც, არც ტამუნაა ცუდი, რუსიკო ბებო ხომ მაგარია
0 1 3