x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოვლინდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ერი
imageროგორც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მამაკაცები ჰოლანდილებს ჰყავთ(საშუალო სიმაღლე 183 სმ), ხოლო რაც შეეხებათ ქალებს, ამ მხრივ ლატვიელები ლიდერობენ(საშუალო სიმაღლე 170სმ)


კვლევის შედეგები ჟურნალ Life-ში გამოქვეყნდა.მეცნიერებმა შეისწავლეს 187 ქვეყნის საშუალო სიმაღლის ცვალებადობა ბოლო 100 წლის განმავლობაში.


1914 წელთან შედარებით ყველაზე სწრაფი ტემპით სიმაღლეში გაიზარდნენ ირანელი მამაკაცები და სამხრეთ კორეელი ქალები.(შესაბამისად 16 და 20 სანტიმეტრი)


ბრიტანელები ბოლო 100 წლის განმავლობაში 11 სანტიმეტრით გაიზარდნენ, ამჟამად მამაკაცის საშუალო სიმაღალე 178 სმ-ია, ხოლო ქალის 164-ი.



imageსიურპრიზი აღმოჩნდა აშშ-ს შედეგები.ამერიკელის საშუალო სიმაღლე იგივე დარჩა რაც გასული საუკუნის 60-70 წლებში.მთლიანად 100 წლის განმავლობაში ამერიკელთა საშუალო სიმაღლემ 5 სანტიმეტრით მოიმატა.უფრო მეტიც, სიმაღლეში ზრდის ტემპით აშშ 100 წლის წინ მე-3(მამაკაცებში) მე-4(ქალებში) ადგილს იკავებდა, ამჟამად შესაბამისად 37 და 42 ადგილზე გადაინაცვლა.


სიმაღლეში მატების ტენდეცია ყველაზე შესამჩნევი ევროპის ქვეყნებშია.შედარებით მატებაც შეინიშნება აღმოსავლეთ აზიაში(იაპონია, კორეა, ჩინეთი)


რაც შეეხება ყველაზე დაბლებს: ამ მხრივ კაცებში ლიდერობს აღმოსავლეთ ტიმორი(საშუალო სიმაღლე160სმ), ხოლო ქალებში გვატემალა( 1914 წელს მათი საშუალო სიმაღლე 140 სმ. იყო, ამჟამად თითქმის მეტრანახევარს მიაღწიეს).


კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სიმაღლეში ზრდის ტენდეცია თითქმის არ შეეხო სამხრეთ აზიის ქვეყნებს (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში)და აფრიკას. იგივე დარჩა რაც 100 წლის წინ იყო.


უფრო მეტიც, ზოგიერთ აფრიკის ქვეყნებში სიმაღლეში კლების ტენდეცია შეინიშნება 1970 წლების შემდეგ. მაგალითად:უგანდაში და სიერა-ლეონეში.


მოხსენება სათაურით"ზრდასრული ადამიანების სიმაღლის საუკუნის ტრენდი" მოამზადა ჯგუფმა NCD Risk Factor Collaboration-მა, რომელშიც 800 მეცნიერი შედიოდა.ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდნენ.


როგორც მეცნიერები აცხადებენ სიმაღლეში ზრდის განსხვავებული ტენდეცია სხვადასხვა ქვეყნებში გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: ესაა, გენეტიკა, პოპულაცია, ეკონომიური თუ სოციალური კეთილდღეობა, ჯანდაცვის სისტემა, ეკოლოგია, სანიტარია, ჯანსაღი კვება, კლიმატი და ა.შ.


თუმცა მეცნიერების ნაწილის აზრით სიმაღლეში გამუდმებულ ზრდას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები.როგორც წესი მაღალი ადამიანებს უფრო იშვიათად უნვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სამაგიეროდ მაღალ ადამიანებს უფრო მეტი შანსი აქვთ დაავადნენ კიბოს ზოგიერთი სახეობით.


"ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად, სიმაღლეში ზრდამ შეიძლება უჯრედების მუტაცია გამოიწვიოს"-განაცხადა ელიო რობერმა, მეცნიერმა საიმპერატორო კოლეჯიდან.

imageახლა კი მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი ერის რეიტინგს გავეცნოთ:






მამაკაცები:(ფრჩხილებში მითითებულია 1914 წელს დაკავებული ადგილი)


1)ჰოლანდია (12)
2)ბელგია (33)
3)ესტონეთი (4)
4)ლატვია (13)
5)დანია (9)
6)ბოსნია და ჰერცოგოვინა (19)
7)ხორვატია (22)
8)სერბეთი (30)
9)ისლანდია (6)
10)ჩეხეთის რესპუბლიკა (24)




ქალები:(ფრჩხილებში მითითებულია 1914 წელს დაკავებული ადგილი)




1)ლატვია (28)
2)ჰოლანდია (38)
3)ესტონეთი (16)
4)ჩეხეთის რესპუბლიკა (69)
5)სერბეთი (93)
6)სლოვაკეთი (26)
7)დანია (11)
8)ლიტვა (41)
9)ბელორუსია (42)
10)უკრაინა (43)

0
1415
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0