x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ზალიკო ბერგერის "ძაან პოლიტიკური სტატუსი"-"ესენი რომ გაჩუქონ არაფერში გჭირდება ადამიანს და ვისგან იცავენ??!!"
image
ყველაზე პოზიტიური და ყველასთვის საყვარელი დიზაინერი ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს სტატუსებს, თუმცა ფოტოებით ძალიან ანებივრებს მის ფეისბუქ მეგობრებს. რამდენიმე საათის წინ მან "ძაან პოლიტიკური" სტატუსი" დაწერა, რომელიც იმ ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, რომელთაც ხალხი სახეზეც კი ვერ ცნობს და სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე უამრავი დაცვით და ძვირადღირებული ჯიპებით დადიან:


"ძაან პოლიტიკური სტატუსი კი გამომდის და ტვ-ს ყურებაში აქაური პოსტებიანი ადამიანები აჩვენეს. ესე იგი რა, ეს კლასი მერსედესებით და ჯიპებით და დაცვებით ცარიელ ქუჩაში!! ესენი რომ გაჩუქონ არაფერში გჭირდება ადამიანს და ვისგან იცავენ??!! მსოფლიოს წამყვანი და მდიდარი ქვეყნების პირველი პირები არ აძლევენ თავს ამდენის უფლებას!! რა უჯდება ქვეყანას ამდენი დაცვის, მძღოლის და ჯიპის შენახვა???!!! იცის ვინმემ???"

სტატუსზე მან ცნობილი ქართველები მონიშნა-ნინი ორდენიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და ია ფარულავა.image

სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა, ზალიკოს პოლიტიკაში წასვლაც კი ურჩიეს მისმა მეგობრებმა. ია ფარულავამ კი გააპროტესტა ამ სტატუსზე მისი მონიშვნა:


" რომელი პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცმა მიმყავს მე ზალიკო? ამაზე შენ შეგიძლია იღადავო შენს გადაცემაში..."

ზალიკო: "მე აზრი მაინტერესებს, ორდენაც არაა პოლიტიკოსი..."
ია: "ზალიკო, მე მგონი მიშას დროსაც იგივე სტატისიკა იყო და არაფერი შეცვლილა, თან არ დაგავიწყდეს ბევრი ისეთი ადამიანი ჩამოდის ახლა რუსეთიდან და სხვა ახლომდებარე ქვეყნებიდან, რომლებიც სულ დაცვებით დადიან... მე ვნახე არაერთი ასეთი კამანდა ბოლო დროს......"

ზალიკო: " მე ბიზნესმენზე არ ვამბობ, რამდენიმე ქალი ჩინოვნიკი აჩვენეს სახეზეც ვერ იცნობ, რად უნდა ასი კაცი დაცვა?????!!!! ორი მანქანა ჯიპი ესკორტი? ამას ხომ ბიუჯეტი უხდით..."
ია: "კი ბატონო, გეთანხმები... გადავიღოთ ასეთი შემთხვევა და დავდოთ აქ და ავტეხოთ ამბავი და მაინც მგონია რომ პროტოკოლი იგივეა..."
ნინო ორდენიძე: კერძო ტიპებზე აბა რა, თუ აქვთ მაგის ტრ... რატომაც არ უნდა იარონ! ეს ჩინოვნიკების ასი დაცვით სიარული რა უბედურებაა?! მაინც არაფერს არ აკეთებენ და რისი და ვისი ეშინიათ ნეტავ?"

ერთ-ერთმა მეგობარმა კი ასეთი კომენტარი დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ:

" ნანუკა რატომ დათაგე, ზალიკო, დიდი ხანია არ სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტით?

თბილისში არავის ისე გამაღიზიანებლად და არასწორად არ უსარგებლია თანამდებობით, როგორც კოდუას და კიდევ რამდენიმე მის თანაგუნდელს... მესმის ეხლა რაც ხდება, ზალიკო, კარგად ვხვდები, რასაც გულისხმობ, მაგრამ ნანუკას ასეთ პოსტზე დათაგვა არის უსამართლობა არც მეტი, არც ნაკლები ..."

რაზეც ზალიკომ უპასუხა, რომ ნანუკას დაცვით არასოდეს არ უსარგებლიაო:

" გადასარევი პირდაპირ!!! ნანუკა სახელმწიფო დაცვით, ძაან არ ვიცი რა ვთქვა! აი, რა რთული ყოფილა პოლიტიკა, მამმააა...."image


0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0