x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სენსაცია: ამ თვითმფრინავმა ახლახან განახორციელა დედამიწის ირგვლივ გაფრენა ისე, რომ ერთი წვეთი საწვავი არ დაუხარჯავს
თვითმფრინავმა Solar Impulse 2 კაცობრიობის ისტორიაში პირველად განახორციელა დედამიწის ირგვლივ გაფრენა მზის ენერგიის ხარჯზე. მან 43 ათას კილომეტრზე მეტი იფრინა 23 დღის განმავლობაში და ერთი წვეთი საწავავი არ დაუხარჯავს. Solar Impulse 2 აბუ-დაბის აეროპორტიდან 9 მარტს გამოფრინდა. პილოტებმა ბერტრან პიკარმა და ანდრე ბორშბერგმა გასულ წელს დაწყებული მისია დაასრულეს ცხრათვიანი დაყოვნების შემდეგ. მაშინ თვითმფრინავის მზის ბატარეები დაზიანდა იაპონიიდან ჰავაიზე გადაფრენისას და ამ მიზეზით საცდელი გაფრენა შეწყდა.


image

Si2 ერთადგილიანი თვითმფრინავია, რომლის გაშლილი ფრთების სიგანე 72 მეტრია (ეს უფრო მეტია, ვიდრე Boeing 747-ის ფრთების სიგანე), წონა კი 2300 კილოგრამია ( დაახლოებით მსუბუქი ავტომობილის წონა). მის ფრთებში ჩამონტაჟებული 17 248 მზის ბატარეა კვებავს პროპელერს და ოთხ ელექტროძრავს, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 17, 5 ცხენის ძალაა. თვითმფრინავს შეუძლია დღის განმავლობაში დააგროვოს საკმარისი ენერგია და შემდეგ მთელი ღამე იფრინოს ამ ენერგიის ხარჯზე. ასე რომ, Si2-ს არ სჭირდება პრაქტიკულად არანარი საწვავი და ის ფლობს განუსაზღვრელ ავტონომიას: თეორიულად, მას შეუძლია უსასრულოდ იფრინოს, ერთადერთი შეზღუდვა პილოტის სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობაა.



imageimage
Solar Impulse 2 ჰაერში სულ 500 საათი იმყოფებოდა, ფრენის საშუალო სიჩქარე 45 კმ/სთ-დან 90 კმ/სთ-მდე მერყეობდა. თვითმფრინავი გაჩერდა ომანში, ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.


imageimageimage
პილოტებს რიგრიგობით ეძინათ დღე-ღამეში 12-ჯერ 20-20 წუთის განმავლობაში. თვითმფრინავის კაბინაში ფეხზე დადგომა შეუძლებელია, მაგრამ სავარძლის უკან გადაწევა და დაძინება შეიძლება. ტუალეტი ბალიშის ქვეშ მდებარეობს.


imageimageimage
პილოტებს ეკეთათ სპეციალური სათვალეები, რომლებიც მათ აღვიძებდა სინათლის აფეთქებით და სამაჯურები, რომლებიც ვიბრირებას იწყებდნენ, თუ თვითმფრინავი საჭირო სიმაღლეზე დაბლა დაეშვებოდა.


image


image


ბერტრან პიკარი-პროფესიით ფსიქოლოგი, წყალქვეშა მკვლევარის ჟაკ პიკარის შვილია. 1999 წელს ის გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც დედამიწას საჰაერო ბურთით შემოუფრინა გაჩერების გარეშე. ანდრე ბორშბერგი-ინჟინერი და გამომგონებელია. პროექტი Solar Impulse მათ ერთობლივად დაიწყეს 2003 წელს.



3
432
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
432
  
2016, 30 ივლისი, 22:33
მე არა დიდისიმოვნებით ვიფრენდი:)
2016, 30 ივლისი, 22:27
მე არ მიყვარს..სიმაღლის მეშინია :(
2016, 30 ივლისი, 22:18
ძან საინტერესო სტატია მეც მომინდა ფრენა:)
0 1 3