x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უნიკალური ნივთები, რომლებიც ეგვიპტის ფარაონის - ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩინეს
მზით გადამწვარი, ყველასათვის კარგად ცნობილი ''მეფეთა ველი'' არანაირ იმედს არ უტოვებდა არქეოლოგებს ახალი აღმოჩენებისათვის, რადგან მრავალჯერ იყო გადათხრილი და გადაქექილი სიძველეთა მოყვარულების, განძის მაძიებლების და უბრალოდ, ცნობისმოყვარეების მიერ. ხელშეუხებელი მხოლოდ მიწის პატარა მონაკვეთი იყო დარჩენილი რამზეს VI-ის აკლდამასთან ახლოს და სწორედ აქ იპოვა კარტერის ექსპედიციამ ის საკრალური 12 საფეხური, რომელსაც მიწის ქვეშ კარგად შენიღბული, ბეჭედდასმული სამარხისაკენ მიჰყავდა არქეოლოგები და რომლის მიღმაც ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფარაონის - ტუტანხამონის აკლდამა მდებარეობდა.


image


ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება), თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი იყო ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის. ეგვიპტის ყველაზე ახალგაზრდა ფარაონი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამარხს საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ, მაგრად უშედეგოდ. ბედმა ეს დიდი პატივი ინგლისელ მეცნიერს და არქეოლოგს ჰოვარდ კარტერს არგუნა. მან ფარაონის სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა. კარტერმა ხუთი წელი სამარხის ძიებას, ათი წელი კი განძის ამოღებას მოანდომა.


ტუტანხამონის საფლავის და მასში არსებული გასაოცარი განძეულის პოვნამ ისეთი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია, რაც არცერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას არ მოჰყოლია. ''მეფეთა ველისაკენ'' ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა, გაზეთების ფურცლები აჭრელებული იყო სამარხში ნაპოვნი ნივთების ჩამონათვალით, გავრცელდა ათასგვარი ჭორი და მითქმა- მოთქმა იქ ნაპოვნ ზღაპრულ სიმდიდრეზე.



მაინც რა ნივთები იპოვეს არქეოლოგებმა ტუტანხამონის საფლავში?– ამას დღევანდელ პოსტში შეიტყობთ.


1. ოქროს დიადემა

image


ეს დიადემა ფარაონის პარიკს იჭერდა ცერემონიების დროს, ხოლო მის ცენტრში გამოსახულ ქალღმერთ ნეჰბეთს ის საიქიო ცხოვრებში უნდა დაეცვა.


2. სამაჯური ხოჭოს გამოსახულებით


image

ეს იყო ოქროს სამაჯური, რომლის ცენტრში გამოსახული იყო ხოჭო-ამომავალი მზის სიმბოლო.


3. სათამაშო მაიმუნი


image

ეგვიპტელი ფარაონების ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო.



4. საბავშვო ბზრიალა


image5. სათამაშო ჩიტი


imageჩიტი ხისაგან იყო გამოთლილი და შემდეგ შეღებილი.


6. ტუტანხამონის საჩრდილობელი


image

საჩრდილობელი ეგვიპტელი ოსტატების მიერ შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.


7. ტუტანხამონის სამი სარკოფაგიდან ერთ-ერთი


image

ხის სარკოფაგი დაფარული იყო ფურცლოვანი ოქროთი და ინკრუსტრირებული ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით.


8. პექტორალი ამომავალი მზის გამოსახულებით



image

მზის ნავზე მდგარ ხოჭოს უჭირავს სერდოლიკის დისკი, რომელიც ამომავალი მზის სიმბოლოს წარმოადგენს.


9. პაპირუსისაგან მოქსოვილი სანდლები


image


სამარხში ნაპოვნი იქნა ასი წყვილი ასეთი სანდალი.


10. ქალღმერთი მენკარეტი, რომელსაც ტუტანხამონის სტატუა უჭირავს


image

11. ტუტანხამონის ხმალი


image

ბრინჯაოს ხმალი ცერემონიებისათვის. ხმლის ბასრ მხარეზე ამოტვიფრული არის ლოტოსის ყვავილი


12. ტუტანხამონის თავ


image

ხისაგან გამოჭრილი და შეღებილი თავი თითქოს ლოტოსის ყვავილიდან იზრდება


13. ტუტანხამონის ბუმერანგი


image

სპილოს ძვლისაგან დამზადებული სარიტუალო ბუმერანგი


14. ბისერებით ამოქარგული სანდლები


image


15. სანდლები ოქროს მძივებით


image


16. ტუტანხამონის ოქროს სანდლები


image


17. სამაჯური ხოჭოთი


image


18. ბავშვის სავარძელი


image




19. ტუტანხამონის სათამაშო დაფა



imageდაფა დამზადებულია შავი ხისაგან და ინკრუსტრირებულია ოქროთი.



20. მცირე ზომის სარკოფაგი, რომელშიც ფარაონის შინაგანი ორგანოები ინახებოდა


image
21. ფარაონის საპარადო ფარი


image


ფარზე გამოსახულია, თუ როგორ ხოცავს ფარაონი თავის მტრებს


22. ტუტანხამონის ალებასტრის კიდობანი


image

მასში ინახებოდა ფარაონის შინაგანი ორგანოები.


23. ოქროს დანა და ხანჯალი


image

24. ფარაონის ორთვალა


image


სამარხში ნაპოვნი იქნა ექვსი ასეთი ორთვალა.


25. ოქროს კულონი ხოჭოთი


image

26. კიდევ ერთი კულონი ხოჭოთი


image


27. სარიტუალო ლარნაკი


image

28. ფარაონის ნავის მოდელი


image

29. ქალღმერთის მოოქროვილი სტატუა


image


30. საყრდენი ტუტანხამონის თავისათვის


image

საყრდენს უნდა დაეჭირა მძინარე ფარაონის თავი.


31. ტუტანხამონის საწოლის დეტალი, წმინდა ხარი - აპისის თავი


image



32. ტუტანხამონის საწოლის დეტალი, მითიური არსება



image


ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძვირფასი ნივთებისა, რომლებიც ეგვიპტის ახალგაზრდა ფარაონის სამარხში აღმოაჩინეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათ ამოღებასა და გასუფთავებას არქეოლოგებმა წლები მოანდომეს. უნიკალური ნივთების დიდი ნაწილი ეგვიპტისა და ლონდონის მუზეუმებში ინახება.

1
1206
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1206
  
2016, 29 ივლისი, 9:59
ერთი რაც დარჩა მგონი დედამიწაა)))))))))
0 1 1