x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ფსიქოლოგიური მკურნალობა დეპრესიის დროს





image














ყველა დეპრესიულ პაციენტს, რა მკურნალობასაც არ უნდა გადიოდეს, ესაჭიროება ფსიქოთერაპია, რაც გულისხმობს პაციენტის ფსიქოგანათლებასა და გამხნევებას.ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა განაპირობოს გარკვეული სიმპტომატური გაუმჯობესება და ხელი შეუწყოს პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის სათანადოდ დაცვას.ფსიქოგანათლება და გამხნევება პაციენტის მეწყვილეს, ოჯახის წევრებსა და მის ზრუნვაში ჩართულ სხვა პირებსაც სჭირდებათ.ფსიქოლოგიური მკურნალობა, რომელსაც დეპრესიის დროს იყენებენ, მოიცავს სხვადასხვა სახის თერაპიას. მხარდაჭერის ფსიქოთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორიული თერაპია, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია, წყვილების თერაპია, დიმანიკური ფსიქოთერაპია.ფსიქოთერაპიის აღნიშნული ტიპები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიდეპრესანტების ალტერნატიული მკურნალობა ან როგორც დამხმარე საშუალება.რამდენადაა ეფექტური ფსიქოთერაპია დიდი დეპრესიის დროს ანტიდეპრესანტებთან შედარებით, ეს ნაკლებადაა შესწავლილი.შედარებით მეტი და სარწმუნო ინფორმაცია არსებობს კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიაზე.ზოგადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიის შემთხვევაში, ფსიქოთერაპია გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე პირველად ჯანდაცვაში გამოყენებული ჩვეული მკურნალობა.ჯანდაცვის პირველად რგოლში სტუქტურირებულ მიდგომას, როგორიცაა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, სხვადასხვა სახის თერაპიასთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმისათვის რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, მნიშნელოვანია სხვადასხვა ფსიქოთერაპიისთვის დამახასიათებელი საერთო ფაქტორები.რანდომიზირებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი დეპრესიის დროს ფსიქოთერაპია, ხშირად ისეთივე შედეგიანია, როგორც მედიკამენტური მკურნალობა.

მხარდაჭერითი ფსიქოთერაპია- სცდება კლინიკურ მენეჯმენტს და ითვალისწინებს მიმდინარე ცხოვრებისეული სირთულეების გამოვლენასა და მათ დასაძლევად პაციენტის ძლიერი მხარეებისა და არსებული რესურების გამოყენებას.ეს მიდგომა გულისხმობს პრობლების დაძლევას, როდესაც ექიმი და პაციენტი ერთად აკეთებენ პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ გადასაჭრელად რეალისტურ გეგმებს სახავენ.რანდომიზირებულმა კვლევეებმა აჩვენეს, რომ ზომიერი დეპრესიის მქონე პაციენტის მკურნალობისას პრობლემის დაძლევაზე მიმართული თერაპია უფრო ეფექტურია, ვიდრე ჯანდაცვის პირველად რგოლში გამოყენებული ჩვეული მკურნალობა.რამდენად ეფექტურია ის მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით, შესწავლილი არ არის.

კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია- დეპრესიის დროს თერაპიის მიზანია დაეხმაროს პაციენტებს შეცვალონ თავიანთი აზროვნება და ქცევა ცხოვრებისეული მოვლენებისა და დეპრესიული სიმპტომების მიმართ.მრავალი კვლევაა ჩატარებული იმის შესასწავლად, თუ რამდენად ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია მწვავე დეპრესიული ეპიზოდების მქონე პაციენტების მკურნალობისას.მათ საფუძველზე შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გაკეთება:არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ დეპრესიის სიმპტომების გასაუმჯობესებლად, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას გარკვეუული უპირატესობა აქვს, დეპრესიული მდგომარეობების სამკურნალოდ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის უპირატესობა, შედარებით პლაცებო მედიკამენთან, კლინიკურ მენეჯმენტსა და პირველად რგოლში ჩატარებულ მკურნალობასთან, არასაკმარისადაა შესწავლილი.დეპრესიული მდგომარეობების სამკურნალოდ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის უპირატესობა, შედარებით სხვა ფსიქოთერაპიებთან არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ზომიერი და მძიმე დეპრესიის დროს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობის კომბინაცია ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა.კლინიცისტების აზრით, მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის მხოლოდ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ჩატარება არ არის შედეგიანი.


ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია- არის პერსონოლოგიური ურთიერთობებისა და ცხოვრებისეული პრობლემებისადმი სისტემური და სტანდარტიზებული თერაპიული მიდგომა.მისი მოქმედება დეპრესიის დროს ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მაგრამ ზოგადად, მიიჩნევენ, რომ ეფექტურია.კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ინტერპესონალური თერაპია:უფრო ეფექტურია ვიდრე პლაცებო მკურნალობა;ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობა;უფრო ეფექტურია ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.თუმცა, უცნობია მწვავე მდგომარეობების დროს რა უფრო ეფექტურია-ინტერპერსონალური თერაპიისა და ანტიდეპრესანტების კომბინაცია, თუ მარტო ანტიდეპრესანტები.

წყვილების თერაპია - იყენებენ ისეთ დეპრესიულ პაციენტებთან, რომლებთანაც პარტნიორთან ურთიერთობა იწვევს ან ამწვავებს დეპრესიას.ინტერვენციის მიზანია ამ ურთიერთობების ბუნების განსაზღვრა-დადგენა და მისი იმგვარი მოდიფიცირება, რომ ორივესათვის მისაღები იყოს. ამ თერაპიის შესაფასებლად მხოლოდ რამდენიმე რანდომიზირებული კვლევაა ჩატარებული და ნაჩვენებია მისი უპირატესობა იმ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელსაც მკურნალობა არ ჩატარებია.თუმცა საკმარისი მონაცემები წყვილების თერაპიის შედარებითი ეფექტურობის შესახებ, სხვა ფსიქოთერაპიების ან მედიკამენტის მკურნალობასთან, არ არსებობს.პრაქტიკაში ანტიდეპრესანტებით მკურნალობა და წყვილების თერაპია ერთად გამოიყენება, მაგრამ აღნიშნული კომბინაცია სათანადოდ შეფასებული არ არის.

დინამიკური ფსიქოთერაპია-მას განსხავვებული მიზანი აქვს, ვიდრე უკვე აღწერილ თერაპიებს.იგი ცდილობს გადაჭრას ის შინაგანი პიროვნული კონფლიქტები და მათ მიერ გამოწვეული ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებიც დეპრესიის განვითარებასა და გახანგრძლივებას განაპირობებენ.მისი სამკურნალო ღირებულების შესახებ არსებული მოსაზრებები განსხვავებულია.სულ რამოდენიმე კვლევაა ჩატარებული, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ დინამიკური ფსიქოთერაპიის შეფასებას, თუმცა უპირატესად შეისწავლეს ხანმოკლე ან ჯგუფური თერაპიის შემთხვევები.დეპრესიის დროს ამ თერაპიის ეფექტურობა, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობასთან შედარებით, ნაკლებ შედეგიანი აღმოჩნდა.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0