x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენ გორის ქალთა კამერული გუნდი - ს ქალაქი ვართ ჯემალ და შენ, ქვეყნის მოღალატე!
image



მოქალაქე ნინო გიორგაძე, ქალაქ გორში ერთ ერთ რესტორანში მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, შეკრებილ მოქალაქეებს თამაზ მეჭიაურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და სტუმრად ჩასულ დემის დეპუტატს მშობლიურ ენაზე უმღერა.


"დღეს, ერთ-ერთ რესტორანში ვივახშმეთ, გვერდით სუფრასთან პარლამენტარი და რამოდენიმე ცნობილი ადამიანი მუსააფობდა გორელებთან ერთად.
ეს ცნობილი სახე სცენაზე ავიდა, ჯიბიდან დისკი ამოიღო და მუსიკოსებს მიაწოდა, სანამ იმღერებდა საჭიროდ ჩათვალა სიტყვით მოეამართა ჩვენთვის და გვითხრა, დარწმუნებული ვარ გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმასო, გვერდით მაგიდასთან სწორედ ბ-ნი თამაზი ზის და გვერდს რუსეთის დუმის დეპუტატი უმშვენებსო, რომელთანაც დიდი პოლიტიკური გეგმები გვაქვსო, აბა ვის გჯერათ რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთო?! ხალხი გაისუსა, მე კი „ურა“-სავით შევყვირე „არავიიიის“-თქო, გაუტყდა!გადავხედე მაგიდას, სულ კაცები, მხოლოდ დუმის დეპუტატს უჯდა გვერდში ქალი, სავარაუდოდ რუსი.
მოკლედ.. აშკარა იყო, დაავიწყდა რომ სამღერლად ავიდა, მერე გაახსენდა, იმღერა, ნამღერს რამოდენიმემ ტაშიც დაუკრა.
მეორედ იმღერა, რაღაც, რუსულად, დუმის დეპუტატის საამებლად, ტაში აღარავინ დაუკრა!
გაბრაზდა...
მოგვაძახა, ხვალაც კი არ ნახავთ ჯემალ სეფიაშვილისნაირ ხელოვანსო... დაგვაყვედრა!
გიხაროდენ! ჩვენ Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდი - ს ქალაქი ვართ ჯემალ და შენ, ქვეყნის მოღალატე!"

წერს ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში.





















image

1
844
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
844
  
2016, 28 ივლისი, 15:07
მგონი სააკაშვილის კამერალური გუნდის წევრი უფრო ხარ
0 1 1