ქალი და მამაკაცი ცნობილი ადამიანები, რომლებიც მეუღლეებს სცემდნენ 2016, 28 ივლისი, 10:24 საქართველოში, ქმრისგან ცოლის ცემა, უკვე დიდი ხანია გასაკვირი აღარაა. როგორც ჩანს ეს არც საზღვარგარეთაა უცხო, მითუმეტეს ცნობილი
ადამიანებისთვის, რომლებიც არაერთხელ გაეხვნენ ხმაურიან სკანდალებში.
მარატ ბაშაროვი 2015 წელს საბოლოოდ წერტილი დაესვა მარატ ბაშაროვისა და ეკატერინე არხაროვას ურთიერთობას, თუმცა მანამდე ერთი წლით ადრე წინ უძღვოდა სკანდალი: ეკატერინე არხაროვა ამტკიცებდა, რომ მარატი სასტიკად სცემდა. საბოლოო ჯამში სასამართლომ მარატ ბაშაროვი ცოლის ცემაში დამნაშავედ ცნო, ისინი ოფიციალურად განქორწინდენენ. კეტ უილიამსი ამერიკელი პროდუსერი და სცენარისტი 26 ივლისს ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს. ამჟამად ის გირაოს სახით 20 000 $ გადაიხადა და გაათავისუფლეს, თუმცა წინ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელის, რომელიც ამ წლის 18 აგვისტოს გაიმართება. ჯონი დეპი ჩემთვის წარმოუდგენელია, ჯონი დეპი როგორ უნდა სცემდეს ქალს, ალბათ ცოტა სუბიექტური ვარ, რადგან ჩემი საყვარელი მსახიობებიდან ერთ-ერთია. თუმცა, მე რას ვფიქრობ ერთია და მისი მეუღლე ემბერ ჰარდი მეორე. მან განაცხადა, რომ ჯონი მას უხეშად ექცეოდა, თმებით ითრია, ერთხელ კი სახეში ტელეფონი ესროლა, ამის გამო მან სასამართლოში უჩივლა. მსახიობმა სასამართლოში განაცხადა, რომ მზად იყო ყოფილი მეუღლისთვის 50, 000$ გადაეხადა და სახლიც და მანქანაც დაეთმო. პიერე ნარცისი 2011 წელს მედიის ყურადღება ქუჩაში მომხდარმა ინციდენტმა მიიპყრო, აღმოჩნდა რომ ეს მომღერალი პიერე ნარცისი და მისი მეუღლე ვალერია კალაჩევა იყვნენ. მომღერალმა იმდენად ძლიერად დაარტყა ცოლს, რომ ქალმა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მას თავის ტვინის ტრამვული დაზიანება და მარჯვენა თვალის სისხჩაქცევა დაუდგინდა. მოგვიანებით ვალერიამ ქმრის წინააღმდეგ შეტანილი განცხადება, პოლიციიდან გამოიტანა. ჩარლი შინი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჩარლი შინი მეუღლესთან ბრიუკ მიულერთან ერთად საშობაოდ ზამთრის კურორტზე ჩავიდნენ, სადაც მან მეუღლეს ცემა დაუწყო. ამის შესახებ გაზეთი "Los Angeles Times" წერდა. ჩარლი შინი დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით ისევ გაათავისუფლეს. 1997 წელს ჩარლი ასევე დაპატიმრებული იყო თავისი მეგობარი გოგოს ცემაში, მოგვიანებით კი ყოფილი მეუღლის- დენის რიჩარდის ცემის გამო. კრის ბრაუნი 2009 წლის 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კრის ბრაინმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რინანას, მან რამდენჯერმე დაარტყა მომღერალს. ინციდენტის შემდეგ ბრაუნი პოლიციამ დააკავა, რიანა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლოს-ანჯელესის პოლიციამ 6 თვის შემდეგ ბრაუნს 5 წლიანი გამოსაცდელი ვადა და 6 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურში მუშაობა მიუსაჯა. ხანდახან კი პირიქითაც ხდება... მსახიობი პატრიკ სვეიზი, როგორც აღმოჩნდა დიდ ხანს იტანდა მეუღლისგან ფიზიკურ შეურაცხოფას, მისი სიკვიდილის შემდეგ გაირკვა, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლემ სცემა. პატრიკის ბავშვობის მეგობარმა, კარლოტა სტივენსმა 2009 წელს, როდესაც მსახიობი გარდაიცვალა, განაცხადა რომ ბოლო დროს პატრიკი მას ხშირად ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მას მეუღლე სასტიკად ექცეოდა. 634 3-ს მოსწონს
|