x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნინო ლაბარტყავა:იმიტომაც არ ჩავდივარ ბათუმში

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ერთ პატარა, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საყურადღებო შემთხვევას მოგვითხრობს სოციალური ქსელით, რომელიც სიონში გადახდა:




image

"სიონში, ერთ–ერთ ჩვეულებრივ ბარში, ორი აჭარული ხაჭაპური შევუკვეთეთ (სასმელი არ ჰქონდათ და გარედან შევიტანეთ :) )
სადღაც ნახევარ საათში, ბარში მომუშავე ასაკოვანმა ქალმა ორი კაააარგად შებრაწული, უგემრიელესი ხაჭაპური მოგვიტანა.
ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ, ქალბატონი გვეუბნება:
– თქვენზე, ჯამში, 8 ლარია, მაგრამ ცოტა ზედმეტი მომივიდა დაბრაწვა და ამიტომ 6 ლარს გამოგართმევთო :)
აი, ხო არაფერი ვითომ, ხო? მარა უმაგრესი ადამიანია ის ქალი,
ცოტა ზედმეტი მომივიდაო შებრაწვაო და წუხდა ამის გამო...
image

ისე კი არ იყო, ჩვენი ქვეყნის ზღვისპირა კურორტზე რაღაცა ჩათლახობებს რო
შემოგტენიან, გემო იმას რო არ აქვს და ფერი... და თან იმხელა ფასს
მოგიხევენ, გული შეგიღონდება ადამიანს... რამე თუ გაუპროტესტე კიდე,
დედიან–ბუდიანად დაგიძაბავენ ცხოვრებას, ისეთს გეტყვიან და მერე ან შენ
უნდა მიუნაყო სიფათი, ან შენ მიგნაყავენ..
კულტურა ადამიანს ან აქვს, ან – არა! ესაა ფაქტი!
იმ სიონელ ქალბატონს კი, კულტურასთან ერთად, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა მის ბარში შესულ ყველა კლიენტთან
იმიტომაც არ ჩავდივარ ბათუმში, ქობულეთში და ა.შ.

ჩავალ და შეიძლება ისეთ იდიოტებს გადავაწყდე კვების ობიექტებში, რომ ან მე
გავლახავ ვინმეს, ან მე მიმინაყავენ ამ ლამაზ გვერდებს და სად მაქვს ამის
თავი"-წერს ნინო ლაპარტყვა "ფეისბუქში".

3
991
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
991
  
2016, 29 ივლისი, 10:38
მარჯვენა საჭიანებზე და ნაწილობრივ ქალბატონებზე გეთანხმები, მაგრამ გეტყობა არ გივლია ავტომანქანით ბათუმში და მერე სხვა ქალაქებში. შუქნიშანთან წითელზე რომ დგახარ და უკან გისიგნალებს გაიარეო..... ეგ მარტო ბათუმში ხდება
2016, 29 ივლისი, 1:49
ჯერ ერთი ვისაც არ უნდა ბათუმში ჩასვლა არავინ ეხვეწება .... ნუ ჩავა )))ხაჭაპურის ჭამაზე ლაპარაკი ზედმეტია )))) და მერე მანქანით მოდზრაობას რაც შეეხება... ეგ პრობლემა არა მარტო ბათუში არამედ მთელს საქართველოშია... და იცით რისი ბრალია?)))) მარჯვენა საჭიანი მანქანებით რო გადაივსო მთელი ქვეყანა და მარტო ეგ კი არა,პლიუს გზიშ შუა გამყოფ ზოლს რო მიყვებიან არხეინად თვითმფრინავებივით ..... განსაკუთრებით ეს ქალბატონებს ეხება .... პარალელურად მაკიაჟს,მანიკიურს,პედიკიურს ან ბოტოკსს რო იკეთებენ :))))))))) ასე რომ სხვის ლანძღვას მოეშვით და საჭესთან ჯდომისას ეგრედ წოდებული კოსმეტიჩკის ჩანთა საბარგულში შეინახეთ იმიტომ რომ შუქნიშანზე წითელზე რო გაჩერდებით ხელი არ წაგიცდეთ შემთხვევით და ვინმეს დაჯახებისას თვალი არ გამოთხაროთ.... იქნებ ისიც თვალებს იკრასკავს ,,ხო დააბრმავებტ ადამიანს :D :D :D :D
2016, 28 ივლისი, 15:05
გეთანხმებით, მომსახურების კულტურა ბათუმში ძალიან დაბალია. აი ავტომანქანით მოძრაობის კულტურა კი 99 პროცენტს საერთოდ არ გააჩნია - რომ გინდოდეს მოძრაობის წესები არ დაარღვიო, არაფერი გამოგივა - ძალით დაგარღვევინებენ.
0 1 3