x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
გოგონას საოცარი ტრანსფორმაცია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ
გოგო სახელად ელი ჯონსი ყბის თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, როდესაც გოგონა

8 წლისა გახდა, მისმა ყბამ ზრდა-განვითარება შეწყვიტა, შედეგად დაირღვა სახის ძვლების

სტრუქტურა.

როგორც კი ეს პრობლემა ექიმმა ორთოდონტებმა აღმოჩნეს, მაშინვე მიხვდნენ რაშიც იყო


საქმე, როდესაც 14 წლის ასაკში გოგონა მათთან სამკურნალოდ მივიდა.

image


მომდევნო 6 წლის მანძილზე გოგონამ დაიწყო მკურნალობა ყბა-სახის ქირურგთან

ემა ვულისთან, ბრიტანეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რათა შეეცვალა არამხოლოდ ყბის

ფორმა, არამედ მთელი ცხოვრებაც.

საბოლოო ჯამში გოგონამ არაჩვეულებრივი შედეგი მიიღო.

image


როდესაც პირველი პლასტიკური ოპერაცია გაკეთდა, ელი 16 წლის იყო.


"ეს ძალიან მტკივნეული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვიცოდი, რომ ამის

გარეშე ჩემი პრობლემა არ მოგვარდებოდა. ერთი თვის მანძილზე, მე ვიცავდი თხევად

დიეტას, რომელიც ძალიან რთული იყო, არ შემეძლო ნორმალურად საუბარი და კომუნიკაცია, იძულებული ვიყავი გამომეყენებინა ნოუთბუქი. რამდენიმე ხნის შემდეგ

უკვე შემეძლო ცოტა საუბარი, მაგრამ დისკომფორტს განვიცდიდი ჩემი პირის მოყვანილობის გამო."

image


ოპერაცია მოიცავდა ყბის გაჭრას ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, შემდეგ

კიდევ ერთი დიდი ოპერაცია მოჰყვა.

image


მიუხედავად იმისა, რომ ელიმ ბევრი ტკივილი და დისკომფორტი გადაიტანა, თვლის

რომ შედეგი ამად ღირდა.

"ახლა საბოლოოდ თავისუფლად ვგრძნობ თავს, ძალიან მორცხვი ვიყავი და მუდამ ჩემი გარეგნობის კომპლექსი მქონდა, ახლა კი ბოლომდე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და

ჩემი ცხოვრებაც ძირფესვიანად შეიცვალა."

image

1
879
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
879
  
2016, 28 ივლისი, 20:13
თოთოურად თუ ვიმსჯელებთ ეს საინტერესოა!
0 1 1