x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სასჯელი "სიყვარულისთვის" ანუ ქალები,რომლებიც "ოჯახის ღირსების დაცვას" შეეწირნენ(+16)
პაკისტანის პარლამენტი ნაჩქარევად იღებს კანონს, რომელიც ქალთა გახშირებულ მკვლელობებს შეეხება "ოჯახის ღირსების" დაცვის საბაბით.


ბოლო გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც პაკისტანელი მოდელი ქანდილ ბელოჩი(Qandeel Baloch), რომელსაც სამშობლოში "პაკისტანელ კიმ კარდაშიანს" უწოდებდნენ საკუთარმა ძმამ მოკლა..მან აღიარა მკვლელობა და განცხადა, რომ დის საქციელი ოჯახის ღირსებას არცხვენდა.



ყოველწლიურად ისლამურ სახელმწიფოებში ათასობით ქალი ისჯება საკუთარი ქმრისგან ან ოჯახის წევრებისგან.ხშირად მათი სასჯელი არანაკლებ შემზარავია ვიდრე სიკვდილი.ამის დასტურად ქვემოთ წარმოდგენილი ფოტორეპორტაჟიც საკმარისია.


სასამართლო და კონსერვატიული საზოგადოება დუმილს ამჯობინებს და მორჩილად იცავს ქალების მწამებლებს, რადგან შარიათი მათი აზრით ავტორიტეტული სისხლის სამართლის კანონია. არც პოლიციას მოსწონს მაინცდამაინც "ოჯახურ საქმეებში ჩარევა."



1-საირა ლაიკადი-არის ქალაქ ლახორიდან(პაკისტანი)ამჟამად 29 წლისაა, ფოტოზე კი 22 წლისაა.შეიქმნა ოჯახური კამათის მსხვერპლი.მას სახეზე მჟავა შეასხეს.

image



2)ირამ საიდი-დაამახინჯეს იმიტომ, რომ გოგონამ უარი თქვა იმ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად რომელმაც ხელი სთხოვა.გოგონამ დაკარგა ცალი თვალი.

image



3)შამიმ ახტერი-15 წლის იყო, როდესაც 2005 წელს სამმა ბიჭმა ერთდროულად გააუპატიურა, შემდეგ კი სახეში მჟავა შეასხეს.რა იყო "დანაშაულებრივი ღირსების" მოტივი უცნობია.


გოგონას დაეხმარა ორგანიზაცია Depilex-Smileagain Foundation-ი.ლახორში 10 პლასტიკურმა ოპერაციამ ნაწილობრივ აღუდგინა დამახინჯებული სახე.

image


4)სიკრენ მინი-კამბოჯელი ქალი ფოტოზე 36 წლისაა, ხოლო ხელში უჭირავს სურათი, სადაც იგი 18 წლისაა. მჟავა სახეში შეასხა მისი ქმრის ყოფილმა ცოლმა.მთლიანობაში ქალმა 20 ოპერაცია გაიკეთა.მას ამაში ფონდი Cambodian Acid Survivors Charity-ი დაეხმარა.


image


5)ბაშირან ბიბი-ამჟამად 54 წლისაა, ცხოვრობს პროვინცია პენჯაბში(პაკისტანი)ზუსტად არ ამბობს რა მოხდა...30 წლის წინ ქმარი ან მული ცდილობდა მის ცოცხლად დაწვას.ქალი გადარჩა, თუმცა სამუდამოდ დასახიჩრდა.აღსანიშანავია, რომ ის დღემდე ქმართან ცხოვრობს და 5 შვილიც გააჩინა.

Depilex Smileagain Foundation-ი ქალს დაეხმარა შეძლებისდაგვარად აღედგინა ხმა და გარეგნობა.


image



6)შაზია აბდულსატარი-(პაკისტანი)მჟავა გადაასხა 7 წლის შვილს მამამ.იგივე ბედი ეწვია დედამისსაც, რომელმაც უარი უთხრა ქმარს მიეყიდა შვილები, -ორი მცირეწლოვანი ვაჟი დუბაიდან ჩამოსული კლიენტისათვის.


განრისხებულმა მამამ ასე გადაწყვიტა დაესაჯა საკუთარი ოჯახის ქალთა ნაწილი.

image


7)ნალია რახა-გოგონა პენჯაბიდან დაისაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ 13 წლის ასაკში უგუველყო სექსუალური ძალადობა საკუთარი მასწავლებლისგან.მჟავისგან გოგონას ძლიერ დაუზიანდა თვალები, თუმცა მედიკოსების გარჯის შედეგად ნალიას მხედველობა სუსტად, მაგრამ მაინც შეუნარჩუნეს.

image

8)მუმტაზ მაი-პაკისტანელ ქალს Acid Survivor's Foundation-ის აქტივისტები ეხმარებიან.ღამით მაის მამაკაცი შეუვარდა სახლში და სახეში მჟავა შეასხა, მოტივი დღემდე უცნობია.


"მე შევინახე ჩემი ოჯახი, მაგრამ დავკარგე სილამაზე"-აცხადებს მაი, რომელსაც ხელში თავის 8 წლის ქალიშვილი, ფატიმა უჭირავს.

image

9)-შამიმ და სოფია მაი-პაკისტანელი დედა-შვილი მინდორში მუშაობის დროს გააუპატიურეს, ქალებმა პოლიციაში საჩივარი შეიტანეს, თუმცა ღამით მოძალადე მათ სახლში შეუვარდა და სახეში დედა-შვილს მჟავა შეასხა.


image

0
412
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0