x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ გახდა "მისტერ მსოფლიო 2016" - უპრეცედენტო შემთხვევა კონკურსის ისტორიაში!

image

დიდ ბრტანეთში 12 დღის მანძილზე მიმდინარეობდა მამაკათა სილამაზის კონკურსი "მისტერ მსოფლიო 2016". კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უწევდათ ინტერვიუების მიცემა, ტალანტთა შოუზე გამოსვლა და სპორტული შეჯიბრებები. საბოლოოდ, დანარჩენი 46 ფინალისტი უკან ჩამოიტოვა და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა მისტერ ინდოეთმა, რომელიც "პლანეტაზე ყველაზე სასურველ მამაკაცად" აღიარეს.
image


27 წლის ინდოელმა მსახიობმა და მოდელმა, როჰიტ ჰანდელვალმა ჟიური მოხიბლა არა მხოლოდ გარეგნული მონაცემებით, არამედ ასევე სპორტული მიღწევებითა და ინტელექტუალური უნარებით. იგი პირველი აზიელი მამაკაცია, რომელმაც ეს წოდება მიიღო. ორი წლის წინ როჰიტი მუმბაიში ჩავიდა, რათა მსახიობი და მოდელი გამხდარიყო. თავიდან დიდი შრომა მოუწია იმისათვის, რომ მცირე როლი მიიღო ადგილობრივ ტელევიზიაზე გასულ ტელესერიალში.


ყოველწლიურ მამაკაცთა სილამაზის კონკურსში, რომელიც 1996 წლიდან ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან კანდიდატები მონაწილეობას იღებენ ხუთ სხვადასხვა შეჯიბრებაში: მოდის, სტილის, სპორტის, მულტიმედიისა და ტალანტთა შოუში. კონკურსის ოფიციალური საიტის მიხედვით, გამარჯვებულს ირჩევს ჟიურის წევრები, რომლებიც კანდიდატებს ზემოჩამოთვლილ შეჯიბრებებზე აფასებენ.


ქვემოტ კი უბრალოდ წარმოგიდგენთ 2016 წლის ყველაზე სიმპატიური მამაკაცის ფოტოებს.


imageimageimageimage






0
303
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0