x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავტომატური კამერით გადაღებული 13 საშინელი ფოტო, რომელსაც ახსნას ვერ მოუძებნით
ავტომატური კამერა, ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი

მოძრაობა დააფიქსიროს, იქნება ეს ტყეში, მიუვალ ადგილას, სახლის გარშემო...

ამ კამერას შეუძლია აღბეჭდოს შეუიარაღებელი თვალისთვის ვერ შესამჩნევი, საგნები თუ

სულიერი არსებები.


ზოგჯერ ისეთ კადრებს აფიქსირებს, რომლის ახსნასაც ვერავინ ახერხებს.

image



13. ტყის სული


ცოცხალი არსებები ტყეში-ეს სავსებით ნორმალურია, როცა საქმე ცხოველებს ეხება.

მაგრამ ფოტოზე გამოჩენილი, უცნაური ფიგურა, რომელიც ადამიანს ჰგავს, მაგრამ

თითქოს არაა ადამიანი, უფრო მოჩვენება გეგონებათ.


image


12.გოგონა მოჩვენება


როგორი იქნება თქვენი რეაქცია, როცა სიბნელეში უეცრად, თვალებ ანთებულ პატარა

გოგონას დაინახავთ? ფოტოზე ჩანს, რომ იგი პირდაპირ კამერისკენ მოდის, ირემს

კი თვალებში უყურებს.


image


11. ღამურა


ამ ფოტოზე შეშინებული და დამრთხალი ირემი ჩანს, რომელიც რაღაცა მფრინავმა

არსებამ შეაშინა, თუმცა ჩემი აზრით ეს უბრალოდ ღამურა უნდა იყოს, რომელიც

კამერის ობიექტივში მართლაც უჩვეულოდ გამოიყურება.


image



10. ბიჭი-ზომბი


ეს ნამდვილად არ არის ისეთი საშინელი ფოტო, რომ ამ სიაში მოხვედრილიყო,

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ჩვეულებრივი ბიჭია აღბეჭდილი, მაისურითა და

შორტით, მასში რაღაც მისტიური მაინც არის, ეს ალბათ ანთებული თვალების ბრალია,

ესეც კამერის დამსახურებით.


image



9. მამაკაცი ცელით


მათთვის ვისაც სჯერა, რომ სიკვდილი ასე გამოიყურება, ეს ფოტო ზედგამოჭრილია.

ერთი შეხედვით ეს დადგმული კადრი გეგონებათ, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით

შევამჩნევთ, რომ მისი საოცრად თეთრი სახე და ხელები ბუნებრივობას მოკლებულია.


image



8.დაკარგული ქალი


ეს არის უბრალოდ წელში მოხრილი ქალი, ღამის პერანგით, არაფერი განსაკუთრებული,

მაგრამ საინტერესო ისაა, რას აკეთებს შუა ღამეს ასე გამოწყობილი ტყეში?

ვითომ სეირნობს?


image


7. არამიწიერი


ფიგურა, რომელიც ფოტოზე ჩანს, ერთი შეხედვით კაცს გავს, თუმცა გარშემო უჩვეულო

სითეთრე აკრავს. ფოტო საკმაოდ შორიდანაა გადაღებული, ამიტომაც დეტალებში უფრო

მეტად გარკვევა შეუძლებელია.


image



6. მფრინავი თეფში


ამ ფოტოზე უცნაური თეთრი სინათლე ჩანს, რომელსაც გარშემო შავი გარსი აკრავს,

ძალიან წააგავს უცხო პლანეტელების მფრინავ თეფშს, არავინ იცის ნამდვილად

არსებობენ თუ არა ისინი, რა ხდება სინამშვილეში ამ ფოტოზე, ესეც ძნელი ასახსნელია.


image



5. მოჩვენება


ფოტოზე აღბეჭდილი არსება, თითქოს მიწაზე დატოვილ ნაკვალევს ამოწმებს, ფოტოზე

საკმაოდ დიდი ცხოველის ნაფეხურები ჩანს. ეს ამოუხნელი არსება, შესაძლოა ადამიანია

რომელიც კამერამ ასე უჩვეულოდ დააფიქსირა, თუმცა დანამდვილებით რამის თქმა

შეუძლებელია.


image



4. ამ ფოტოზე, მგონი უჩვეულო არაფერია, ჩემი აზრით ეს უბრალოდ მაიმუნია,

რომელიც ტყეში დარბის, აქ საშინელი რა არის ვერ ვხვდები :D


image



3. გოგონა ირმებში


ეს პატარა დაკარგული გოგონა, შეშინებული უყურებს მის გარშემო მყოფ ირმებს.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მოჩვენებაა, მაგრამ ღამე ტყეში, ირმებთან ერთად, როგორ მოხვდა ესაა საინტერესო.


image



2. გაურკვეველი არსება


აი, ამ არსებას, რომ სადმე გადავეყარო... წარმოდგენაც არ მინდა :D

ძნელი სათქმელია, ეს ნამდვილია, თუ ფოტოშოპის შედეგია, თუმცა კი მოხვდა ამ სიაში

ფოტოს თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, მის წინ, მიწაზე ადამიანი წევს,

სავარაუდოდ ამ არსების მსხვერპლი.

image


1. საშინელი არსება


ეს ყველაზე საშინელი ფოტოა, რომელიც სავსებით რეალურად გამოიყურება.

ეს არსება მითიურ პერსონაჟს გავს, რომელიც სახლებში შედის და ადამიანებს აშინებს.

მისი გამხდარი ტანი, გრძელი კიდურები, დიდი თავი, ანთებული თვალები, შავი

კბილები, ეს ყველაფერი, მას უფრო საშინელს ხდის.

ამ ფოტოზე აშკარად ძალიან გაბრაზებულია.


image


3
1312
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1312
  
2016, 27 ივლისი, 10:49
არაფრის სიხარულო
2016, 27 ივლისი, 10:49
გაიხარე :))
2016, 27 ივლისი, 10:46
მაგარია
0 1 3