x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გეების სერიული მკვლელი ლონდონიდან კიდევ 8 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
imageლონდონელი სტივენ პორტი, რომელსაც ბრალად ედებოდა 4 ადამიანის მკვლელობა, საქმის წინასწარი გამოძიების მსვლელობის დროს კიდევ 8 მსხვერპლის მოწამვლა და მათზე სექსუალური ძალადობა ბრალდება.


გამოძიების თანახმად 41 წლის სტივენ პორტი თავის მსხვერპლს გეების გაცნობის საიტზე პოულობდა.მიმოწერის შემდეგ ის მამაკაცს კუკს-სტრიტზე, საკუთარ სახლში პატიჟობდა, შემდეგ კი სამედიცინო პრეპარატით, GHB(გამა ჰიდროზეთის მჟავა)-ით უმასპინძლდებოდა.

image


გამა ჰიდროზეთის მჟავა გამოიყენება როგორც საანესთეზიო და სედატიური საშუალება, თუმცა მისი დიდი დოზით გამოყენებამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.მრავალ ქვეყანაში პრეპარატი ოფიციალურად აკრძალულია.


image

სტივენ პორტს თავიდან ბრალად ედებოდა ოთხი მკვლელობა და ექვსჯერ საწამლავის გამოყენება.თუმცა საქმის მსვლელობის დროს პროკურორმა ბრალად დაუმატა კიდევ 6 მოწამვლა, შვიდი გაუპატიურება და ოთხი სექსუალური ხასიათის ძალადობა.


დანაშაული პორტმა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ჩაიდინა.მთლიანად პორტის წინააღმდეგ აღძრულია საქმე 29 ეპიზოდში.სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.


თავიდან პოლიცია ყოველი მოკლული გეის საქმეს ცალ-ცალკე იძიებდა, შემდეგ აღმოაჩინეს ერთმანეთთან კავშირი და ყველა საქმე გააერთიანეს.სტივენ პორტი 2015 წლის დეკემბერში დააკავეს.



0
206
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0