x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ყველა ინვალიდი უნდა გაქრეს"-იაპონიაში მამაკაცმა დანით სასაკლაო მოაწყო:19 მოკლული და 45 დაჭრილი

image

ქალაქ საგამიჰარაში(კანაგავას პრეფექტურა)უცნობი მამაკაცი დანით თავს დაესხა ადამიანებს.არის მსხვერპლი:19 მოკლული და 45 დაჭრილი.


ინციდენტი მოხდა ღამის 2 საათზე და 30 წუთზე ადგილობრივი დროით.სააგენტო Kyodo-ს ცნობით უცნობი მამაკაცი შეიჭრა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაწესებულებაში და დანით თავს დაესხა მედპერსონალს და პაციენტებს.მოკლულია 9 მამაკაცი და 10 ქალი.


თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, როგორც გაირკვა იგი ინვალიდთა სახლის ყოფილი თანამშრომელია.26 წლის მკვლელის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ ასეთი იყო:"მე ეს გავაკეთე, ყველა ინვალიდი უნდა გაქრეს".



მთლიანობაში შეზღუდულ შესაძლებლობების პირთა პანსიონში 150 პაციენტი გადიოდა მკურნალობას.მათი ასაკი 18-იდან 75 წლამდეა. 20 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.


პოლიციამ განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მასიური მკვლელობა იაპონიის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

image

image


0
272
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0