x
image
მანჩო 777
ათი საინტერესო იდეა საზაფხულო საშხაპის მოსაწყობად
ზაფხულობით უმეტესი თქვენგანი სოფლად ან აგარაკზე მიემგზავრება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუ სახლის ეზოში კეთილმოწყობილი აუზი გაქვთ და მასში ნებივრობა შეგიძლიათ პაპანაქება სიცხეში, მაგრამ თუ ეს ფუფუნება მიუწვდომელია და ამასთანავე ჩხირკედელაობის ცოტაოდენი ნიჭი მაინც გაქვთ, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ეზოში საზაფხულო საშხაპის მოწყობა. ინტერნეტ-ქსელში თქვენ იპოვით უამრავ იდეას როგორც უმარტივესი, ასევე დახვეწილი და კომფორტული კონსტრუქციებისა.


image


დღეს მინდა შემოგთავაზოთ ათი ყველაზე საინტერესო, უმარტივესი მოდელი საზაფხულო საშხაპის მოსაწყობად, რომლის გაკეთებასაც თქვენი ხელით შეძლებთ.


image



თუ არ იზარმაცებთ და ოჯახის წევრებსაც დაიხმარებთ, ამის განხორციელება სულაც არ იქნება რთული. საშხაპის მოსაწყობად სასურველია შეარჩიოთ სახლის უკანა ეზო, ღობესთან ან კედელთან ახლოს. თუ გსურთ, რომ უცხო თვალმა არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ საშხაპეს გვერდითი კედლები გაუკეთოთ ან სულაც ღია დატოვოთ.

როცა საქმეს მორჩებით, მერწმუნეთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით: შხაპი სუფთა ჰაერზე ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნამდვილი ნეტარებაა. ის ენერგიასა და ძალას განიჭებთ. ეს არის ბუნებასთან განმარტოება, რომლის დროსაც ერთმანეთს ერწყმის სინათლე, წყალი, ჰაერი და რომელიც აცოცხლებს თქვენს სულსა და სხეულს.


image


ასე რომ, სანამ სოფლად ან აგარაკზე გაემგზავრებოდეთ, შეარჩიეთ შემოთავაზებულიდან რომელიმე კონსტრუქცია და წინდაწინვე მოიმარაგეთ საჭირო მასალა თქვენს მიერ მოწონებული საშხაპის მოსაწყობად.


image



გისურვებთ ზაფხულის ბედნიერად და შინაარსიანად გატარებას!


imageimageimageimageimageimage





0
577
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0