x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ყოფილი პატიმრის მიმართვა სევდია უგრეხელიძეს - იცი რას ნიშნავს, როცა სამოცი წლის კაცს წიხლქვეშ გაიფენს ვინმე მხოლოდ იმიტომ რომ ჩაეძინა

imageჟურნალისტი და ყოფილი პატიმარი ერეკლე ცოცანიძე, სააგენტო fact2.ge - ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ, მოქალაქეს, ციხეში გაუპატიურების დამადასტურებელი ცნობა მოსთხოვა. "სად დაიბადეთ და გაიზარდეთ ასეთი წამპალი სულის ადამიანები, დავიჯერო სანათესაოში არავინ გყოლიათ ისეთი ვინც გლდანის ციხე გამოიარა, შენ ხომ მაშინაც თბილად იყავი, როცა ნახევარი საქართველო ციხეში უდანაშაულოდ იჯდა. შენს ახლობლებს ხომ არავინ შეხებია. არავის უმყოფებია შენი მეგობრები უწყლოდ გამოკეტილი ზაფხულის სიცხეში დღეების
განმავლობაში. არავის უგინებია შენი ახლობლებისთვის ცოლი, შვილი და შვილიშვილიც კი. ალბათ შენი არცერთი ნათესავი უცემიათ გლდანის მორგში სიკვდილის პირამდე, როცა ციხიდან სრულ ჭკუაზე გასვლას ნატრობ. იცი რას ნიშნავს, როცა სამოცი წლის კაცს წიხლქვეშ გაიფენს ვინმე მხოლოდ იმიტომ რომ ჩაეძინა და არ შეუძლია დილის რვიდან საღამოს 10 საათამდე ერთ
ადგილას ჯდომა, როგორც ამას თქვენი გამოზრდილი ჯალათები გვაიძულებდნენ. იცი რას ნიშნავს როცა გაგინებენ მხოლოდ იმიტომ რომ გამაყუჩებელს ითხოვ და სამი ღამეა კბილის ტკივილისგან
არ გძინებია. არ იცი, იმიტომ არ იცი რომ სწორედ ამ დროს შენ და ბევრი შენნაირი, ქვეყანას ანგრევდით. მე ჟურნალისტი ვარ და ყველა პარტიასთან მაქვს გარკვეული ურთიერთობა, მე ვიცნობ შენს თანაპარტიელებსაც რომლებიც ვაჟკაცები არიან და შეცდომის აღიარება შეუძლიათ, მაგრამ შენ დედაკაცო, მხოლოდ იმას ფიქრობ როგორმე თბილი სკამიდან არ გადავარდე, მხოლოდ
ის გინდა რომ არ მოგაკლდეს საჭმელი და სასმელი, არადა სწორედ გლდანის ციხეში ვნახე ბავშვი, რომელსაც ერთი ბოთლი ლუდის მოპარვისთვის სასჯელის მაქსიმუმი მისცეს და უმკაცრეს რეჟიმში ამყოფებდნენ. შენ ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს, როცა თვეების განმავლობაში, "პრაგულკა"-ს არ გაძლევენ რომ დღეში ერთი საათი მაინც ისუნთქო სუფთა ჰაერი. ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს როცა პაემნიდან დაბრუნებულს მხოლოდ შენი ოჯახის წევრის
გვარის გამო ხუთი ადამიანი გირტყავს მანამდე ვიდრე გონებას არ დაკარგავ. შენ ქართველი ქალის სირცხვილი ხარ, იმ ქართველი ამორძალების ანტიპოდი, რომლებიც ხმლით ხვდებოდნენ მტერს და ქვეყანა, ჩვენი კულტურა და რელიგია შეგვინარჩუნეს, შენმა სისტემამ ჩასვა ახალგაზრდა კაცები, ჩვენი ქართული გენოფონდის დიდი ნაწილი საკანში და მათი უმეტესობა სწორედაც
არაფრის გამო. შეგრჩეს ერთი წვეთი სისხლი და გრამი ნამუსი, რომ ციხეებზე და იმ ჯოჯოხეთზე რაც იქ ხდებოდა ხმა მაინც არ ამოიღო. შენ რომ გკითხოს კაცმა სამეგრელოს სამალავების კადრებიც დადგმული იყო ალბათ. გულით გისურვებ ორი საათი მოხვდე იმ ადამიანის ადგილას ვისაც სამალავებში და ციხეში აუპატიურებდნენ."

2
1572
3-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
1572
  
2016, 28 ივლისი, 12:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 27 ივლისი, 18:05
ეს ბებრუხანა სამუდამო გაუპატიურების ღირსია!
0 1 2