x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 უჩვეულო ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან დაკავშირებით

ქვეყნების და მსოფლიო ისტორიას უფროსები ქმნიან და ბავშვი, ვიდრე სრულწლოვანი არ გახდება, არაფერი ხდება მის ცხოვრებაში. მაგრამ, არსებობს საინტერესო ფაქტები, რომლებიც კონკრეტულად ერთ ბავშვს ან ერთი, რომელიმე ქვეყნის ბავშვებს უკავშირდებათ და აქ, სწორედ ამ ფაქტების საუკეთესო ათეულს წარმოგიდგენთ:


image

image

1. კორეელ ბავშვებს დაბადების შემდეგ, ასაკში იმ 9 თვესაც უთვლიან, რომელსაც ისინი დედის სხეულში ატარებენ. ამიტომ, როდესაც კორეელი იბადება, ის ავტომატურად, 1 წლით უფროსი ხდება თავის თანატოლებზე, რომლებიც იმავე დღეს, სხვა ქვეყნებში იბადებიან.

image

2. გამოთქმა «ბიჭუნა ცემისთვის» («Whipping boys») ინგლისში გაჩნდა. XV–XVII საუკუნეებში, ტახტის მემკვიდრეების აღზრდის დროს, ძიძებს და მასწავლებლებს მათი დასჯის უფლება არ ჰქონდათ — უფლისწულის ცემა მკაცრად იკრძალებოდა. ამიტომ, სასახლეებში იყვნენ პრინცის ასაკის ბიჭუნები, რომლებიც მეფის მემკვიდრესთან ერთად იზრდებოდნენ და განათლებასაც მათთან ერთად იღებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ პრინცი რამეს დააშავებდა, მაგ., იცელქებდა ან დავალებას არ მოამზადებდა, მის ნაცვლად «ცემის თანამდებობაზე» აყვანილ ბიჭს ხვდებოდა. ჩვეულებრივ, ასეთი ბიჭები დიდგვაროვანი ოჯახის შვილები იყვნენ, რადგან პრინცებს მხოლოდ მათთან ჰქონდათ მეგობრობის უფლება. და დასჯის ეს მეთოდი, ძალიან ეფექტური იყო, რადგან ბიჭებისთვის ძნელი საყურებელი იყო, თუ როგორ სჯიდნენ მათ გამო, მათსავე მეგობრებს.

image

3. XVII საუკუნეში ლუდოვიკ XIV გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა თავისი მემკვიდრისთვის და ბრძანება გასცა მოემზადებინათ ბერძნული და რომაული კლასიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოები, რომლებიც არ იქნებოდა უხამსობა და ადაპტირებულები იქნებოდა ბავშვის აღზრდისათვის. წიგნები იმდენად ბევრი იყო, რომ სრული «ცენზურა» 28 წლის შემდეგ დასრულდა, როდესაც ტახტის მემკვიდრე უკვე კარგად «წამოზრდილი» იყო.

image

4. 1987 15 აპრილს, აშშ-ში ოფიციალურად გაქრა 7 მილიონი ბავშვი! ეს ბავშვების იდენტიფიკაციასთან იყო დაკავშირებული. ამერიკის მოქალაქეები გადასახადებს ბავშვების სულადობის მიხედვით იხდიდნენ. რაც უფრო მრავალშვილიანი იყო ოჯახი, მით უდრო ნაკლები იყო გადასახადი. ბავშვების ოფიციალურ აღრიცხვამდე, «კმაყოფაზე მყოფის» გრაფაში ნებისმიერ ციფრს წერდნენ და გადასახადების შემგროვებლები, მათ სიტყვაზე ენდობოდნენ.

image

5. LEGO-ს კუბიკებში მწარმოებლები სპეციალურ ნივთიერებას ამატებენ, რომელიც კარგად ჩანს რენდგენის სურათებზე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ექიმმა დაინახოს დეტალი, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მას შემთხვევით გადაყლაპავს.

image

6. ბოლო წლებში, აშშ-ში შეიმჩნევა ბავშვებისთვის ცნობილი ბრენდების სახელების დარქმევის ტენდენცია. გოგონებს ხშირად არქმევენ «შანელს» და «არმანის», ხოლო ბიჭებს — «ნაიკს» და «ლექსუსს».

image

7. როგორც გაირკვა, ავტომობილის სახელი ВАЗ-2121 «Нива» არ არის დაკავშირებული არც მდინარესთან და არც მინდვრებთან. ეს უბრალოდ მანქანის ინჟინერ-კონსტრუქტორების შვილების სახელების პირველი ასოებია: ერთს ორი გოგონა ჰყავდა — ნატალია და ირინა, ხოლო მეორეს — ბიჭები: ვადიმი და ანდრეი.

image

8. ინგლისის მეფე ჰენრი VI იყო პირველი ბავშვი, რომელმაც ოფიციალურად «გასცა» მისი ცემის უფლება და ამ მიზნისთვის ძიძა «აირჩია». ის ტახტზე 1422 წლის 1 სექტემბერს ავიდა, 9 თვის ასაკში. მისი I სამეფო ბრძანება იყო დეკრეტი (დამოწმებული დიდი თითის ანაბეჭდით) რომელშიც ეწერა: «ქალბატონი ალისი ბატლერის ძიძად აგვყავს, იმ მიზნით, რომ მან ჩემს სამეფო პერსონაზე იზრუნოს და დრო და დრო, როდესაც საჭირო იქნება, დამსაჯოს».

image

9. იაპონიაში, სკოლების ველო-გაჩერებებზე, ორი ბანერი არის. ერთ მათგანზე ველოსიპედი სწორედ დგას და აწერია «ასე აყენებენ ველოსიპედს კარგი ბავშვები». ხოლო მეორეზე, ძირს დაგდებული ველოსიპედია და აწერია «ასე კარგი ბავშვები ველოსიპედს არ აყენებენ».

image

10. იმის გამო რომ ჩინეთში მოსახლეობა მეტისმეტად სწრაფად იზრდებოდა, ქვეყნის ხელისუფლებამ შობადობაზე კონტროლის დაწესების მიზნით, 1979 წ. გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვით, ერთ ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ეძლეოდა. ამის გამო, ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა, რომ ის ერთი ბავშვი, აუცილებლად ბიჭი უნდა ყოფილიყო — გვარის გამგრძელებელი. ასე, ბევრმა დედებმა, გაიგო რა წინასწარ, იმის შესახებ, რომ გოგონა ეყოლებოდა, ბავშვები მოიცილა. ყოველივე ამან, ის გამოიწვია, რომ დღეს, ჩინეთი ქალების ნაკლებობას განიცდის: 20 მილიონი ქალით ნაკლებია, ვიდრე საჭირო არის!

კანონი «ერთი ოჯახი — ერთი ბავშვი» 2015 წელს გააუქმეს და დღეს ჩინელებს უკვე ორი შვილის ყოლის უფლება აქვთ.

0
209
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0