x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"მოკლედ, ამ "რედისონს" ვერ ავცდი, რა..."-ნინო ლაბარტყავა

image
გაზეთ "ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა საზოგადოებისტვის ცნობლი გახდა სტატუსით, სადაც იგი აღშფოთებას გამოთქვამდა "რედისონის" მე-15 სართულზე დანახული წყვილის "ქუნქურით".

მისი ბოლო პოსტი კი ეხება რუსთაველზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა. როგორც ჩანს იგი თვითმხილველია ამ შემთხვევის. პოსტს მის მიერ გადაღებული ავარიის ამსახველი ფოტოებიც დაურთა.

აი, რას წერს იგი თავის პოსტში:

"მოკლედ, ამ "რედისონს" ვერ ავცდი, რა...
დღეს, მე და ლაზარე მთელი დღე აქეთ–იქით დავსეირნობდით და სადღაც, 16:00 საათისკენ "მარშუტკიდან" დავინახეთ ეს საშინელი ავარია. რა თქმა უნდა, მაშინვე გავაჩერე და შემთხვევის ადგილას მივედით.
პირდაპირ "რედისონის" წინ, #120 "მარშუტკა" ამოტრიალებული ეგდო, იქვე 50 მეტრში მუქი ლურჯი სედანიც დალეწილი იყო.
უბრალო მოქალაქეებს "მარშუტკიდან" ხალხი ზედა ფანჯრიდან ამოჰყავდა, რადგან შეიძლება აფეთქება მომხდარიყო.
სედანში არავინ იჯდა.
ფოტოები გადავიღე და დაზარალებულები გამოვკითხე, რომელთა თქმით, "მარშუტკა", თითქმის სავსე იყო მგზავრებით.
სასწრაფო დახმარების ექიმმა კი მითხრა, რომ საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა და არც მძიმედ იყო ვინმე დაშავებული. თუმცა, დაახლოებით 15–17 ადამიანი მოყვა ამ ავტოსაგზაო ავარიაში...
გამოძიება დაადგენს, ვინ დაარღვია მოძრაობის წესები – "მარშუტკის" მძღოლმა, თუ სედანის?
ფაქტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ძალიან არის გახშირებული და ბევრ მათგანს მსხვერპლიც მოჰყვა.."imageimage
imageimageimage





0
450
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0