x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 სერიული მკვლელი,რომელიც ვერ დაიჭირეს
1) ჯეკი მფატრავი-პირველი სერიული მკვლელი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა, თუმცა მისი ნამდვილი სახელი დღემდე არავინ იცის.მოკლა მინიმუმ 5 მეძავი ქალი ლონდონში 1880-იან წლებში.


გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ
ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი,
უაითჩეპელელი დალაქი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ
ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.

image






2)შეშისმჭრელი ახალი ორლეანიდან-1918-19 წლებში ნაჯახით მოკლა 12 ადამიანი, ძირითადად ქალები, მკვლელი(ან მისი მიმბაძველი) წინასწარ გაზეთებს უგზავნიდა წერილებს თუ სად და როდის უნდა მოეკლა მორიგი მსხვერპლი.


image




3)მფატრავი ატლანტიდან-1911 წელს, ძირითადად საკუთარ სახლთან მოკლა 21 შავკანიანი ქალი.საქმეზე 6 ეჭვმიტანილი იყო დაკითხული, თუმცა არავინ გაუსამართლებიათ.შავკანიანი ქალების მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია.


image




4)კლივლენდელი ყასაბი-გასული საუკუნის 30-იან წლებში კლივლენდის გარეუბნებში, ძირითადად ნაგავსაყრელებზე პოულობდნენ ადამიანის სხეულის დანაწევრებულ ნაწილებს.მთლიანად მანიაკის ანგარიშზე 20-მდე მსხვერპლი იყო.


image



5)მკვლელი "9 თებერვალი"-ამერიკელი სერიული მკვლელი სოლტ-ლეიკში. მკვლელობები ჩაიდინა 9 თებერვალს.2006 წელს მოკლა 29 წლის ფეხმძიმე ქალი სონია მეხია, ხოლო 2008 წელს 57 წლის კასტოლიო რამირესი.

გამოძიება ჩიხში შევიდა, საბოლოოდ გაუხსნელ საქმეთა სიაში შეიტანეს.


image



6)ლონგ აილენდის სერიული მკვლელი-თითქმის 20 წლის განმავლობაში ლონგ აილენდის გზატეკეცილის პირას პოულობდნენ ტომარაში ჩადებულ გვამებს.მანიაკის მსხვეპლი მეძავები იყვნენ.


ბოლო გვამი 2013 წელს აღმოაჩინეს. მთლიანად სერიული მკვლელის ანგარიშზე 17 ქალია.საქმე დღემდე გაუხსნელია.

image



7)ჰონოლულელი მგუდავი-1985-86 წლებში ჰავაის კუნძულზე 5 ქალი მოკლა.დააკავეს ეჭვმიტანილიც, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო გაანთავისუფლეს.უცნაურია, მაგრამ ამის შემდეგ მკვლელობები შეწყდა.


image


8)ჯეკი-გამხდელი-სერიული მკვლელი ლონდინიდან 1964-65 წლებში.ჯეკი-მფატრავივით მისი სამიზნეც მეძავი ქალები იყვნენ.იგი კლავდა მსხვერპლს და შემდეგ მდინარე ტემზაში აგდებდა.თუმცა მანამდე მსხვერპლს ტანსაცმელს მთლიანად ხდიდა.

image



9)მერი დელფინა ლალორი-1834 წელს ლალორის სასახლეში გაჩნდა ხანძარი, ადგილზე მისულ ხალხს ესმოდათ განწირული ყვირილი სხვენიდან.


ადგილზე აღმოაჩინეს როგორც გარდაცვლილი, ასევე სასტიკად ნაწამები მომაკვდავი მონები.როგორც გაირკვა მერი ლალორის სახლი მონების საწამებლად ჰქონდა გადაქცეული და მათზე ექსპერიმენტებს ატარებდა.


სანამ ლინჩის წესით გაასამართლებდნენ მანამდე მოახერხა მერი ლალორიმ გაქცევა.


image




10)ფანტომი-1946 წელს ქუჩაში უმიზეზოდ დაცხრილა 5 ადამიანი, მათ შორის მოზარდები და ხანშიშესული წყვილი.მოწმეების განცხადებით მკვლელს თავზე ტომარა ეხურა, რომელიც თვალის ადგილებზე ამოჭრილი იყო.


image


0
324
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0