x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
კუნსტკამერა
კუნსტკამერა (გერმანულიდან:Kunstkammer-ხელოვნების ოთახი) წარსულში ეწოდებოდა სხვადასხვა ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო და სხვა იშვიათობების კოლექციებს და მათი შენახვის ადგილს.

მოდით, ვნახოთ ის უიშვიათესი უნიკალური ფოტოსურათები, რომლებიც კუნსტკამერებმა შემოგვინახა.


image


ნიგერიელ სტუდენტს ბოლაჯი ბადეჯოს (Bolaji Badejo) სიმაღლე-213 სანტიმეტრი დაეხმარა გამხდარიყო მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "უცხო". 1978 წელი



image



დოროთი ქაუნთსი-ყველაზე გამბედავი გოგონა მსოფლიოში. 1957 წელს ამერიკის რომელიმე სკოლაში მაიმუნი რომ წასულიყო გაკვეთილებზე, ისე არ გაუკვირდებოდათ, როგორც შავკანიანი გოგონას გამოჩენა. დოროთი პირველი შავკანიანი იყო, ვინც ეს გაბედა. სურათზე ნათლად ჩანს, როგორ დასცინიან და აბუჩად იგდებენ მას. 2010 წელს ამ ადამიანებმა საჯაროდ მოუხადეს ბოდიში დოროთი ქაუნთსის


image


კონტრაბანდისტი ქალი ჯეინი, 1924 წელი


image


ბობ დილანი და კიტ რიჩარდსი სვამენ მიკ ჯაგერის სადღეგრძელოს მისი დაბადების დღეზე, როცა ის 29-ის გახდა. 1972 წელი


image

ასი ადამიანი ლატარეაში ათამაშებს 12 აკრ ქვიშიან დიუნებს...ახლა ამ ადგილზე ქალაქი ტელ-ავივია. 1909 წელს გადაღებული ფოტო


image


დიახ, სწორედ ასე იღებდნენ ამ სცენას


image


გებელსის შვილები, რომლებიც საკუთარმა მშობლებმა დახოცეს ექიმის დახმარებით. თავდაპირველად მათ გაუკეთეს მორფინი, შემდეგ კი ციანიდით მოწამლეს. 1945 წელი, მაისი


image

ფილმ "იღბლიანი ჯენტლმენების" გადამღები ჯგუფი კატაკურგანის ციხეში გადაღებების დროს. 1971 წელი


image


პორტატული ტელევიზორის კონცეპტი, 1967 წელი


image


ალან პარსონსი აკეთებს არანჟირებას საესტრადო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყვლაზე ცნობილი ალბომისა Pink Floyd-ის მონაწილეობით. 1972 წელი


image


სახელგანთქმული წყვილი - ბონი და კლაიდი. საოცარია, მაგრამ ისტორიაში ყველაზე ცნობილი განგსტერები ტანადობით არ გამოირჩეოდნენ. ბონი პარკერის სიმაღლე სულ 150 სანტიმეტრი იყო, ხოლო კლაიდი ბეროუსი-164 სმ


image


ნიუ-იორკელმა მოცეკვავემ მის გლიმორმა სახელგანთქმულ ბრიტანელ მხატვარ ჯონ მკუტჩეონს შეუკვეთა საკუთარი პორტრეტის დახატვა, ოღონდ ერთი პირობით: პოზირება ბროდვეის თეატრის სახურავზე უნდა შემდგარიყო და თან ამ პოზაში; სურათზე კარგად ჩანს, რომ მხატვარი დაზღვეულია თოკით; აი, გამბედავი ქალბატონი კი ცალ ფეხზე სრულიად დაუცველ მდგომარეობაში დგას


image



ინგლისელი კოლექციონერი, რომელიც ახალზელანდიელი აბრიგენების თავის ქალების კოლექციას აგროვებდა. როგორც ჩანს, ის ამ გზით სამაგიეროს უხდიდა მაორებს, რომლებმაც ცნობილი მოგზაური ჯეიმს კუკი შეჭამეს


image


მურმანსკი დაბომბვის შემდეგ, 1942 წელი


image


ხრუშჩოვის და კენედის მეუღლეები, 1961 წელი


image


ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგი


image


ივ მონტანი (სურათზე ზურგითაა) უყურებს მერილინ მონროს, რომელიც უყურებს არტურ მილერს, რომელიც უყურებს სიმონა სინიორეს, რომელიც თავის მხრივ ივ მონტანს უყურებს (გაიგეთ რამე?)


image

2
287
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
287
  
2016, 25 ივლისი, 23:55
ალბათ ცოცხალი იყო, თორე მკვდარს ხომ არ მოუბოდიშებდნენ? :)
2016, 25 ივლისი, 23:48
ბოლო სურათზე- "კვარტეტზე" გულიანად გამეღიმა :)) შავკანიანი დოროთის ამბავი კარგად მახსოვს, მაგრამ 2010 წელს მოუხადეს ბოდიშიო, ნეტავ თუ მოესწრო :(
0 1 2