x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე თბილისში დაბრუნდნენ-კადრები აეროპორტიდან(+ვიდეო).
image

მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი და მისი 14 წლის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე თურქეთიდან, სადაც ევა მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა საქართველოში დღეს დაბრუნდნენ. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"2 თვე და 10 დღე და დავბრუნდით..."image

ასევე შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს ფოტოებს აეროპორტიდან, სადაც ევას მეგობრები საჩუქრებით დახვდნენ:

imageimageimage

image


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ექიმები", მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილისა და მისი ქალიშვილის ევა ბარბაქაძის ექსკლუზიურ ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და ავრცელებს განცხადებას ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

"ექსკლუზიური კადრები: შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე საქართველოში დაბრუნდნენ! ✈
ევა საქართველოში გააგრძელებს რეაბილიტაციის კურსს, ორ თვეში კი კვლავ დაბრუნდება თურქეთში, კიდევ ერთი, ბოლო ოპერაციის გასაკეთებლად.
ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, გამძლეობას და ბედნიერებას!"

შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძე 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ღვთის წყალობით სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. საქართველოში ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები სჭირდებოდა და იგი თურქეთის კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც წარმატებულად ჩატარებული ოპერაციიების შემდეგ გოგონამ ნაბიჯების გადადგმაც შეძლო უკვე.

0
715
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0