x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია

image


მექსიკაში გამოაქვეყნეს 80 წლის წინ აღმოჩენილი არტიფაქტის ფოტოსურათი, რომელიც, როგორც უფოლოგები ვარაუდობენ, საბოლოოდ დაასრულებს კამათს არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა-არარსებობის შესახებ.

პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე, ასახულია მაიას ცივილიზაციის არტიფაქტი, რომლის ასაკი 1300 წელს აღემატება. მკვლევარების მტკიცებით, ეს უძველესი არტიფაქტი ამტკიცებს, რომ სამყაროში მარტონი არა ვართ და რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწას მართლაც სტუმრობდნენ.


image

1. კარები წრეში, სავარაუდოდ, წრე დედამიწას ასახავს. 2. კოსმოსური ხომალდი. 3. კომეტა, რომელიც დედამიწისკე მოდის. 4. საფრენი აპარატი, რომელიც დედამიწას იცავს კომეტისგან, როგორც Deep Impact НАСА. 5. ასტრონავტი, კოსმოსური ხომალდის მართვის პულტთან. 6. ხომალდი, რომელშიც ზემოთ ხსენებული ასტრონავტი ზის.


ფოტოზე წარმოდგენილი არტიფაქტი, წლების მანძილზე, მექსიკის სახელმწიფო საცავში ინახებოდა და როგორს ხულია-ლევი კაბალეროსი (რეჟისორი, დოკუმენტალისტი) ამტკიცებს, იქ ამის გარდა, უამრავი დოკუმენტია, რომელიც უცხოპლანეტელების დედამიწაზე ვიზიტების ფაქტებს ამტკიცებს.

საზოგადოებაში, ასევე, დიდი ვნებათაღელვა გამიიწვია 2011 წელს კუსკოში (პერუ) აღმოჩენილმა მუმია. ექიმებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს თავის ქალა და დაასკვნეს, რომ აღნიშნული მუმია, ადამიანს არ ეკუთვნის. მაგრამ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დნმ-ის ანალიზი ჩატარებული.

imageკუსკოში აღმოჩენილი მუმიის თავის ქალა. 2011 წ. 11 ნოემბერი

image

ამჟამად ეს ანალიზიც ჩატარდა და საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი გენომი ადამიანის გენომს არ ემთხვევა და მუმიას არანაირი გენეტიკური კავშირი არა აქვს ჩვენთან!

imageმუმიის დნმ-ის ტესტირება 2014 წ. ჩატარდა.

image

პარაკასი არის – უდაბური ნახევარკუნძულია, პისკოს პროვინციაში, იკას რეგიონში, პერუს სამხ. სანაპიროზე. სწორედ იქ, პერუელმა არქიტექტორმა ხულიო ტელომ (Julio Tello) 1928 წელს უჩვეული აღმოჩენა გააკეთა – დიდი სასაფლაო აღმოაჩინა, რომელის სამარხებშიც წაგრძელებული თავის ქლის მქონე ადამიანების ნაშთები იყო მოთავსებული. ეს აღმოჩენა "პარაკასის თავის ქალების" სახელით გახდა ცნობილი. თავის ქალების საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 3 000-ს აღწევდა. მაშინ დეტალური ანალიზის ჩატარების საშუალება არ იყო, მაგრამ დღეს, ხელახლა დაიწყეს ძველი არქეოლოგიური ნიმუშების კვლევა და როგორც ბრაინ ფერსტერი (Brien Foerster), ათამდე წიგნის ავტორი და სამხრ. ამერიკის გრძელთავიანი ადამიანების მკვლევარი, გენეტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ამბობს: "გამოვლენილია მტდნმ-ი (მიტოქონდრიალური დნმ) მუტაციებით, რომელიც არც ადამიანებში, არც პრიმატებში და დღემდე ცნობილი და შესწავლილი, არცერთი ცოცხალი არსების ორგანიზში აღმოჩენილი არ არის". – ეს შუალედური დასკვნის მხოლოდ მოკლე ამონარიდი იყო. ხოლო კვლევები, ამ მიმართულებით, ისევ გრძელდება.

3
2907
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2907
  
2016, 26 ივლისი, 13:39
მიყვარს ასეთი თემები
2016, 26 ივლისი, 13:39
მადლობა
2016, 26 ივლისი, 13:34
ძალიან საინტერესო იყოოოო....
0 1 3