x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
«ბალეტკები» ისევ მოდაშია – ფეხსაცმლის ტარების 10 წესი

წელს როგორც იქნა სპორტულამ ფეხსაცმელმა პოზიციები დათმო და მოდაში ისევ «ბალეტკები» და «ქალურობა» დაბრუნდა. მოდის მიმდევრების მზერა, ახლა უკვე ელეგანტურ და დახვეწილ ფეხსაცმელზეა მიპყრობილი... და რა ანიჭებს ქალს ყველაზე მეტად გრაციოზულობას, თუ არა ყველასთვის საყვარელი ბალეტკები?


image


«ბალეტკები» — მოსახერხებელი და პრაქტიკული ფეხსაცმელია ცხოვრების, თითქმის, ყველა სიტუაციისთვის. ძალიან მაღალი გოგონებისთვის — ის ნამდვილი აღმოჩენა და გადარჩენაა. და კიდევ, ეს ფეხსაცმელი ძალიან დახვეწილია. თითქოს მისთვის სამოსის შეხამება რთული არ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ «ბალეტკების» ტარებასაც აქვს თავისი წესები:



ფეხი მიწიდან, რაც შეიძლება ზევით უნდა იყოს


image


ბალეტკები სრულიად ბრტყელი ძირით ძალიან მალე ცვდება და ფუჭდება. გარდა ამისა, ის ქალს სიარულის სტილს ამახინჯებს და სასაცილოს ხდის. ხოლო, ლანჩა, რომლის სიმაღლე 0, 5 სმ. მაინც არის და პატარა ზომის ქუსლიც აქვს, მდგომარეობას რადიკალურად ცვლის.

image



არანაირი წინდა და კოლგოტი


image


თუ ბალეტკების ჩაცმას აპირებთ, დაივიწყეთ წინდა და კოლგოტი — ბალეტკებს ტარება მხოლოდ შიშველ ფეხზე შეიძლება! ამიტომ, ეს ფეხსაცმელი გვიან გაზაფხულზე ან ადრე შემოდგომაზე უნდა ჩაიცვათ (ზოგიერთ ქვეყანაში, ზაფხულშიც შეიძლება, მაგრამ ჩვენთან, – არა).

image


არასპორტული საქციელი


image


მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა სტილის შერევის ტენდენცია არსებობს, სპორტულ სტილთან ბალეტკების ჩაცმა მაინც არ არის რეკომენდირებული.

image


წვეტიანი ცხვირი


image


თუ არჩევანს წვეტიან და მომრგვალებულ ცხვირს შორის აკეთებთ, უპირატესობა პირველს მიანიჭეთ. ასეთი სტილის ფეხსაცმელი, ვიზუალურად, ფეხებს და ფიგურას აგრძელებს და უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე მომრგვალებულ ცხვირიანი.

image


ყურადღება მიაქციეთ მის მდგომარეობას


თუ პატარა ნაკაწრი, საყვარელი ფეხსაცმლის ქუსლზე, დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩება, ბალეტკების გაცვეთილი ძირი ყოველთვის თვალშისაცემია და ადამიანის დაუდევრობაზე მეტყველებს.

image


დაივიწყეთ გრძელი, იატალამდე სამოსი


image
იატაკამდე ქვედაბოლო ან განიერ შარვალი და ბალეტკები — საუკეთესო შეხამება არ არის. ასეთი კომბინაცია ადამიანს ვიზუალურად ადაბლებს. ერთადერთი გამონაკლისი, შეიძლება იყოს მინი–ქუსლიანი წვეტიანი ბალეტკები, ისიც მხოლოდ შარვალთან ერთად.

image


ლაკონიური სილუეტი


«მოტკეცილი» და ლაკონიური სილუეტი — ოპტიმალური ვარიანტია ბალეტკებთან კომბინაციისთვის. ხოლო, უფრო გადატვირთული სამოსისთვის, შედარებით «რთული» ფეხსაცმლის შერჩევა იქნება უკეთესი.

image


დაუმატეთ აქსესუარები და სამკაული


image


დიდი ზომის ბეჭდები, მასიური მძივი და განიერი ქამარი, ბრტყელი ბალთით, ძალიან უხდება უბრალო და მსუბუქ ბალეტკებს.

image


საქმიანი კოსტიუმი და ბალეტკები — «წყვილი» არ არის


საქმიან კოსტუმთან ბალეტკების ჩაცმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნავი, ლოფერი, ოქსფორდი და ბოტასებიც კი, უფრო კარგი არჩევანი იქნება საოფისე სამოსთან, ვიდრე ბალეტკები.

image


საღამოს სამოსზე — მხოლოდ ქუსლიანი ფეხსაცმელი


image


ბალეტკები — ყველა გაგებით საუკეთესო ფეხსაცმელია, მაგრამ საღამოს სამოსთან ერთად, მისი ჩაცმა არ შეიძლება. უკეთესია, თუ ამ შემთხვევისთვის, ქუსლიან ფეხსაცმელს შეარჩევთ, თუნდაც ის სუპერდაბალი ქუსლით იყოს;


და ბოლოს, ამ სტილის ფეხსაცმელმა მოდერნიზები განიცადა და ახლა უკვე, შეგიძლიათ თასმიანი «ბალეტკებიც» შეიძინოთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimage

0
307
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0