x
image
beko777
"ლაგუნა-ვერეს" განადგურებული ღია აუზი შუა თბილსიში
imageაქამდეც იდგა ეს პრობლემა თბილისში, ახლაც დგას და მომავალში იქნება - ზაფხულობით, თბილისში შემორჩენილი მოსახლეობის განტვირთვის და დასვენების ადგილები, უფრო სწორად ადგილების დეფიციტი და უფრო კონკრეტულად კი, ღია აუზების კატასტროფული ნაკლებობა და თუ არის - ისიც კოლოსალურად ძვირი და მოსახლეობის 70%-სთვის მიუწვდომელ ფასად! ყველაზე მინიმალური თანხა რისი გადახდაც თბილისში შემორჩენილებს მოუწევთ 15 ლარია და ისიც "თბილისის ზღვის კლუბში" ანუ შორს ქალაქიდან, სადაც ასვლა კიდევ დამატებითი ხარჯია, თუმცა არის 10 ლარად ღირებული გლდანის ტბის ცენტრში არსებული პატარა, ღია აუზი სადაც 10 ლარი ღირს დღე, თავად პარკში შესვლაც ფასიანია და 2 ლარი ღირს. საუბარი აღარაა ქალაქის ცენტრში განლაგებულ სხვადასხვა ძვირადღირებულ აუზებსა და ღია ბასეინებზე, რომელში შესვლაც და ერთი ვიზიტიც მინიმუმ 20 ლარი ღირს


imageმოკლედ ამ ფონზე, აქტუალურია ერთადერთი (!) სახალხო აუზის "ლაგუნა-ვერეს" საბოლოო განადგურება, უმოქმედობა და პრინციპით "ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო" - ყოფნა... დიახ, ეს აუზი უკვე 4 წელზე მეტია თბილისლებს ვერც ზამთარში ემსახურება (იქ ცურვა თბილისის მოსახლეობის ბავშვების, მგონი 50% მაინც აქვს ნასწავლი) და ვერც ზაფხულში. ტერიტორია დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, უფრო კონკრეტულად კი მის ბანკს "ქართუ ბანკი", - აუზთან ერთად მფლობელობაში შედის ყოფილი ფაბრიკა "ამირანის" ტერიტორიაც, რომელიც ასევე აუთვისებელი, მიტოვებული და თითქმის ნანგრევებადა ქცეული.


imageშარშან, 13 ივნისის წყალდიდობის დროს, ისედაც განადგურებული "ლაგუნა-ვერე" საბოლოოდ განადგურდა და ალბათ გახსოვთ კიდეც წყალდიდობამ აუზებში მოტაცებული მანქანებიც კი გააჩერა და დღეს ეს ტერიტორია პოპულარული ფილმის "მე ვარ ლეგენდა" (მთ.როლში ვილ სმიტი) - დეკორაციას უფრო გავს, სადაც მიტოვებულ ქალაქში მხოლოდ ბალახი ყვავის.


სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, ზოგმა იხუმრა კიდეც ალბათ გოგა ხაინდრავა, რომ ფილმს იღებს ნაციონალების წინააღმდეგ, სახელად "9+1" იმ მხატვრული სერიალისთვის დეკორაცია ჭირდებათ და ამიტომ არ აქცევენ ყურადღებასო, უფრო ჭკვიანები ფიქრობენ, რომ ძალიანაც კარგი - მსგავსი ღია აუზები თბილისის ცენტრში კატეგორიულად არ უნდა იყოს, რადგან მანქანების გამონაბოლქვისგან დაბინძურებული ეს ტერიტორია საშიშია, რამეთუ გამონაბოლქვისას დაგრობილი ტყვია, წყალთან რეაქცაიში შედის და აუზში ჩასული ხალხისთვის საზიანო იქნებოდაო (გეგონება იმ ჰაერის სუნთქვა სასარგებლოა სადაც ცხოვრობენ).
მოკლედ, თბილისელებისთვის საყვარელი "ლაგუნა-ვერე" საბოლოოდ განადგურებულია, არავინ იცის როდის ეღირსება მას ახალი სიცოცხლე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტერიტორია მხოლოდ მხატვრული ფილმების დეკორაციად თუ გამოდგება.


image

image

0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0