x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ევა ლონგორია პაპარაცებმა ნუდისტურ სანაპიროზე დააფიქსირეს
Eva Jacqueline Longoria Parker-ი, მოკლედ კი ყველასათვის კარგად ნაცნობი ევა ლონგორია 1975 წლის 15 მარტს ა.შ.შ-ში, ტეხასის შტატში დაიბადა. ამერიკელმა მოდელმა და ოქროს გლობუსის ნომინანტმა მსახიობმა სახელი განსაკუთრებით, გაბრიელ სოლისის როლის შესრულებისთვის ეიბისის სატელევიზიო სერიალით „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ გაითქვა.


მას შემდეგ ის არაერთხელ მოხვედრილა პრესის ჭორების ქარცეცხლში იმის გამო, რომ მაღალი ხარისხის სარეკლამო კლიპებსა და უამრავ მამაკაცების ჟურნალებზე გამოჩნდა. გარდა ამისა საზოგადოება ძალიან განიკითხავდა მის ურთიერთობას პირველ ქმართან, რომელიც მსახიობი ტაილერ კრისტოფერი იყო, თუმცა წყვილის ურთიერთობა მალე დასრულდა და ევას ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი სიყვარული- ფრანგი ენბიეის ვარსკვლავი ტონი პარკერი. საუბედუროდ ვერც მათ ქორწინებამ გასტანა დიდხანს და ამჯერად 41 წლის უმშვენიერესმა ევამ უკვე მესამედ იქორწინა 47 წლის ბიზნესმენ Jose Antonio Baston-ზე.


ცნობილი მსახიობი და მოდელი, წყაროების თანახმად მაისის ბოლოს, მექსიკაში- აკაპულკოში დაქორწინდა და მათ გრანდიოზულ ქორწილს გამოჩენილი ადამიანები ესწრებოდნენ. ქორწილამდე დარჩენილ დროს კი საკურორტო ქალაქ პუერტო ვალიარტაში ატარებდა წყვილი.


როგორც უკვე ავღნიშნე, წყვილს დასვენება და სიახლეების შეგრძნება ძალზედ იზიდავს. ამჟამად კი ევამ საზოგადოება პაპარაცული ფოტოებით აალაპარაკა, რომლებიც ნუდისტურ სანაპიროზე გადაუღეს. წლევანდელ ცხელ ზაფხულს წყვილი ესპანეთში, კუნძულ Formentera-ზე ნუდისტრუ სანაპიროზე ატარებს და სულაც არ მიაჩნიათ სირცხვილად, რომ უწევთ სულ მთლად შიშველი ქალებისა და კაცების გარემოცვაში გარუჯვა და დასვენება.



"თუ ღმერთი გწამთ, ისწავლეთ დედიშობილა გარუჯვა, ეს სასარგებლოცაა"- ამ სიტყვებითა და ცინიკური ღიმილით განაგრძო წყვილმა გზა დასასვენებლად.


imageimage

2
654
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
654
  
2016, 23 ივლისი, 13:43
ვერ გეტყვით :) მე მხოლოდ ვთარგმნე ის, რაც ერთ-ერთ რუსულ საიტზე დაწერეს.
2016, 23 ივლისი, 13:27
თუ ნუდისტური სანაპიროა ჩაცმულ ხალხს რა უნდა იქ?
0 1 2