x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი კომპონენტია მიზნის მისაღწევად. არ არსებობს ადამიანი ოცნების გარეშე და როგორც ყველა თქვენგანს, ცურვაში საკმაოდ წარმატებულ ქალბატონ დაიანსაც (Diana Nyad) გააჩნდა საკუთარი ოცნება, რომელიც 1950-იან წლებში, 8 წლის ასაკში დაბადებია, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო მისი განხორციელება ვერ მოეხერხებინა. ეს იყო: "177 კილომეტრიანი ფლორიდის სრუტის გადაცურვა" ყოველგვარი დამხმარე გუნდისა და ზვიგენებისგან დამცავი მოწყობილობის გარეშე.

მან 14-ჯერ სცადა ამ დისტანციის- კუბადან ფლორიდამდე გადაცურვა, თუმცა უშედეგოდ. პირველად სრუტის გადაცურვა 1978 წელს დაიწყო, თუმცა 11 საათიანი ცურვა ასთმის შეტევით დასრულდა და შედეგად შეწყდა. 2012 წელს კი ცურვა შტორმის და მედუზების სასტიკი დაკბენის გამო შეწყვიტა, მაგრამ ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია. მოცურავემ პირობა დადო, რომ თუ იმ ჯერზეც არ გამოუვიდოდა, სრუტის გადაცურვას აღარ ეცდებოდა.


ბოლო ჯერ ცურვის პროცესი 53 საათს გაგრძელდა. დაიანას 35 კაციანი გუნდი აცილებდა, რომლებიც მოცურავეს ნავებით მიჰყვებოდნენ. 2013 წლის 2 სექტემბერს, ორშაბათ დღეს, 64 წლის ამერიკელმა ქალბატონმა, დაიანა ნაიდმა, ფლორიდის სრუტე გადაცურა. მოცურავე ქალბატონი პირველია ვინც 177 კილომეტრიანი მანძილი- კუბადან ფლორიდამდე, ზვიგენებისგან დამცავი მოწყობილობის გარეშე გადაცურა.

მოცურავეს, ფლორიდის სანაპიროზე ასობით ადამიანი დიდი სიხარულით ელოდა, გამარჯვება კი აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პირადად მიულოცა.


"როდესაც მოვაბიჯებდი სანაპიროზე, ვფიქრობდი რომ ასაკის გამო ამაოდ ვიხევდი უკან ოცნების განსახორციელებლად. დიახ, მე ეს შევძელი. კვლავ ვაპირებ ჩემს დანარჩენ ოცნებებსაც შევასხა ფრთები- ავიყვანო ბავშვი და წავიდე აფრიკაში მოხალისედ მათ დასახმარებლად, რადგან არასოდეს არაა გვიან"- ამბობს ქალბატონი დაიანა.

გთავაზობთ ქალბატონ დაიანას ფოტოებს ცურვის პროცესში და მას შემდგომ:

imageimageimageimageimage


image

image

imageimageimageimage




P.S. ისე ცნობისათვის, სტატია ჩემია. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დროს კი ტექნიკურმა სამუშაოებმა დაბლოკა სტატიასთან არსებული ყველა ფოტო, ვინაიდან და რადგანაც ვერ გამოასწორეს ხარვეზი, რაზეც ადრე 2-ჯერ განვაცხადე, გადავწყვიტე სტატიის ხელახლა ატვირთვა და აქამდე ვინ, როდის და რა საიტზე წაიღო ჩემი სტატია, რაც ხშირად ახასიათებთ, ნაკლებად მადარდებს. ესეც ფოტო-ფაქტი, რომ სტატია ნამდვილად ჩემია.

image

2
121
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
121
  
2016, 24 ივლისი, 21:47
ჩემო ყურადღებიანო და ერთგულო :*
2016, 24 ივლისი, 21:36
მახსოვდა ეს სტატია და მინდოდა ბოლოში მიმეწერაა მაკუშ ეს ხო ადრე გედოთქო და აი შენი მინაწერიც ვნახე
0 1 2