x
უსასრულობა

გავა დრო და შენ წახვალ, მე კიდე აღარ გამოგყვები, იმიტომ, რომ კარგად ვიცი, შენ არასდროს მოგენატრები, შენ დაგაკლდები, ჩემთან საუბარი, ჩემთან ერთად გასეირნება, ყველაფერი დაგაკლდება, იწუწუნებ, დაიტანჯები, მაგრამ ვიცი, რომ არ მოგენატრები, სწორედ ამიტომ არ გამოგეკიდები, არაფერია გრძნობა მონატრების ელფერის გარეშე, თუ უსასრულოდ წყვდიადში არ იკარგები მონატრებისგან.
- რა იცი, რომ ეგ ეგრე იქნება, რაიცი რომ ახლაც არ მენატრები?
- ახლა, რომ გენატრებოდე, ამდენს არ მალაპარაკებდი, მოხვიდოდი და ჩამეხუტებოდი, შენ კი მისმენ, მისმენ და კაცმა არ იცის რას ფიქრობ .
- შენ, რომ გიყვარდე ამას ხო უნდა მიმხვდარიყავი..ხოო უსიტყვოდ უნდა გესმოდეს ჩემი? ხო ესაა სიყვარული?

-შენი ეგრე კარგად რომ მესმის მიტო მივდივარ.
- მიდიხარ და უსასრულო ტანჯვისთვის მტანჯავ?
-დაიტანჯები, მაშინ თუ გამიშვებ...
-შენ არ დაიტანჯები?
- მე უბრალოდ მოვკვდები.
ამ დროს ორივეს ცრემლი წასკდათ ემოციებისგან და მიხვდნენ, რომ მათი სიკვდილი და ტანჯვა არარსებული იქნებოდა, რადგან ერთმანეთს ვერ დატოვებდნენ.image

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯინაა
ჯინაა
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0