x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბავშვი დაუტოვებიათ ბებიასთან"

image

21 ივლისს მომხდარმა ავარიამ 3 ადამიანის სიკვდილი და 4-ის ჯამრთელობის მძიმე მდგომარეობა გამოიწვია.დაღუპულებში არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც, რომლებიც ზღვისპირას ყოფილან დასასვენებლად და სახლში ბრუნდებოდნენ.ამ ტრაგედიამ საზოგადოების დიდი ტკივილი და ამასთან ერთად მოძრაობის წესების გამკაცრების მოთხოვნა გამოიწვია.წარმოგიდგენთ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიერ სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერძე გამოქვეყნებულ ამაღელვებელ პოსტს უცვლელად :

"ვუყურებ იმ გოგოს სურათებს, ზღვაზე. ხან მეგობართან ერთად გადაღებულ სელფებს, ხან ქმართან, ვკითხულობ ჩვეულებრივ კომენტარებს, ღადაობენ, იცინიან.. ბავშვი დაუტოვებიათ ბებიასთან; ალბათ რამდენჯერ ურეკავდნენ დღის განმავლობაში, ეუბნებოდნენ რომელ დღეს ჩავლენ, რომელ საათზე. რა ნაცნობი ისტორიაა. ჩვენც ხშირად ვართ ასე. დავდივართ ზღვაზე, ვტოვებთ ბავშვებს მშობლებთან, ვიღებთ სელფებს, ვწერთ კომენტარებს და წარმოდგენაც არ გვაქვს რა გველის წინ. ყოველგვარი სენტიმენტეის გარეშე. ხვდებით რა ტრაგედიაა? ის ბავშვი ელოდება ახლა დედამისს.
მეც რომ სხვებით დავწერო - მაღალი სიჩქარით არ უნდა ვიაროთ - იმ გოგოებს და იმ ბიჭს ეს ვეღარ გააცოცხლებს.
მაგრამ იქნებ შენ, ვინც ახლა აპირებ რომ ჩაჯდე მანქანაში, ან უკვე ზიხარ.. გთხოვ, გთხოვ, გთხოვ - იარე ნელა. არასდროს არსად არ გვეჩქარება ასე.
დავაჰაშთაგოთ
‪#‎იარენელა‬ ‪#‎iarenela‬
p.s. აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ მკაცრი ზომების მიღება, ეს შესაძლებელია. ღვედები ამის კარგი მაგალითია; უნდა დადგინდეს რა არის ამ დაუსრულებელი ავარიების მიზეზი, რა შეიძლება გაკეთდეს - ასე ვერ გაგრძელდება. ავტობანებზე უფრო მეტი ეკიპაჟი უნდა მოვითხოვოთ, უფრო მაღალი ჯარიმა, უფრო მკაცრი ზომები. პატრული არასწორად დაპარკინგებულ მანქანასთან ყველაზე მკაცრია დღეს, ხოლო აწყვეტილ ჯიპებს მხოლოდ რადარი აკონტროლებს."image

2
543
6-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
543
  
2016, 23 ივლისი, 11:27
საოცრად დათრგუნული და დამძიმებული ვარ ამ ამბის მერე,მითუმეტეს არანაირი ნაცნობობა არ მაკავშირებს ამ ორ ადამიანთან და მის მეგობართან,რომლებიც ემსხვერპლენ ამ საშინელ კატასტროფას.არმომიდგენია რა უძლურია ყველა სანუგეშო სიტყვა მათი მეოგბრებისთVის და ოჯახის წევრებისთVის და რა საშინელებაა ცხოვრების გაგრძელება მორაგბე ბიჭებისთვის მეკოს და გიორგისთVის და მათი ოჯახებისთVის,კვირიკაშვილი ყველაზე უკეთა(მე იქ ვმუშაობ რომელ კლინიკაშიც არიან და საშინელება ხდება იქაც) , ყველაზე მძიმეთ გოგოები არიან და იმედია არ დაობლდება კიდე ოთხი პატარა და გადარჩება კვირიკაშვილის მეუღლე და ოთხივე სხვანაირად იცხოვრებს,მეტი დაფიქრებით და მეტი პასუხისმგებლობით ცხოვრების მიმართ, ისე როგორც ნდა ვიყოთ ყველა,ყველაფერი ჩვენს გამოსაფხიზლებად ხდება,მაშინ როცა ჩვენ ამპარტავნებას არაფერი აჩერებს გვევლინება ასეთი უბედურებები რომ ცოტა გამოვფხიზლდეთ,საკუთარ მაგალითზე მაინც ვისწავლოთ სხვაზე თუ ვერ ვსწავლონთ....ღმერთმა ნათელში გამყოფოთ,მაინც გაუმართლათ რომ არ დაცილდნენ ერთმანეთს და ერთად წავიდნენ,დიდი სიყვარული იქაც გაგრძელდება და მათ შვილს მფარველად მოევლინება ამ ქვეყნად...
2016, 23 ივლისი, 0:10
რა ლამაზები და რა ახალგაზრდები((
0 1 2