x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"პარლამენტარებო! პრემიერ-მინისტრო! მძღოლებო! გოგონებო!-თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს!"-გოგა ჩანადირი.

image
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს მომხდარ საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მძიმედ დაშავდა სოციალური ქსელით "ფეისბუქით" ეხმიანება და მიმართვას ავრცელებს. იგი მიმართავს ყველას ვისაც ამ გახშირებულ ავარიებში დამნაშავეებად მიიჩნევს და სიპრთხილისკენ და წინდახედულობისკენ მოუწოდებს:


"პარლამენტარებო!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს იმიტომ, რომ არაფრით მიიღეთ კანონი, რომელიც საგზაო დარღვევებისთვის ქულების დაკლებას ითვალისწინებს.
თქვენ სასჯელის სირბილით დანაშაულის ჩადენის სურვილს ქმნით.
პრემიერ-მინისტრო!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, რადგან სათანადოდ არ იაქტიურეთ, რომ ეს კანონი პარლამენტში გაგეტანათ, უზრუნველგეყოთ გარემო, რომელიც საგზაო შემთხვევებს საგრძნობლად შეამცირებდა.
მძღოლებო (განსაკუთრებით მამაკაცები)!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, რომ არღვევთ კანონს და გადაჭარბებით მოძრაობთ.
ხშირად ეს მაგარი ბიჭობა გგონიათ.
თუ რამე შეგიძლიათ, გადით რბოლაზე!
გოგონებო!
თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, როცა აღტაცებაში მოდიხართ გადაჭარბებით მოძრავი მძღოლი მამაკაცების გამო.
გადაჭარბებით მოძრავი მძღოლები კანონს არღვევენ. თუ ამას ხშირად აკეთებენ, ისინი კომპლექსიანები და არარეალიზებულები არიან.


გაგრძელდება ასე?
მაშინ შემდეგი მსხვერპლი შენი შვილი იქნება, შენი ნათესავი იქნება, შენი მეგობარი, მეზობელი, ახლობელი იქნება ან შენ იქნები შემდეგი მსხვერპლი!..."
image

0
399
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0