x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი დედა ბავშვის "აღზრდისათვის" ძაღლის საყელურს იყენებდა ელექტროშოკური მოწყობილობით.

image ბრიტანელი დედა ბავშვის "აღზრდისათვის" ძაღლის საყელურს იყენებდა ელექტროშოკური მოწყობილობით.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 3 წლის შვილის აღზრდაში ძალზე სასტიკ მეთოდს იყენებდა, მან ბავშვს კისერზე გაუკეთა სპეციალური საყელური რომელზეც ელექტროშოკური მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული და განკუთვნილი იყო ძაღლებისათვის.
ბრიტანულმა სასამართლომ მოძალადე დედას 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას შემდეგ რაც გახმაურდა დედის მიერ შვილზე ძალადობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც აღიძრა საქმე.
34 წლის ბრიტანელი ლანა მონაგენმა, რომელიც 9 წლის მანძილზე იყო სამხედრო მოსამსახურე, სასამართლო სხდომის მსვლელობისას აღიარა, რომ 3 წლის შვილს მკაცრი მეთოდებით ზრდიდა.
2014 წლის ივლისში ქალმა დაინახა თუ როგორ ეკეთა მეზობლის ძაღლს განსხვავებული ფორმის საყელური და როდესაც ჰკითხა მეზობელს თუ რატომ იყო ძაღლის საყელური ასეთი ფორმის, მეზობელმა უპასუხა: საყელურში ქარხნულადაა ჩამონტაჟებული ელექტროშოკური მოწყობილობა და როდესაც ძაღლი არ მემორჩილება დისტანციური მართვის პულტით გაშვებული ელექტოშოკური იმპულსის დახმარებით სწრაფად ვაშოშმინებო.
ქალმაც სასწრაფოდ შეიძინა ძაღლის საყელური ელექტროშოკური მოწყობილობით და შვილს შეაბა კისერზე.
მართალია დედა სასამართლოზე უარყოფდა შვილზე ძალადობის ფაქტს, მაგრამ როცა ფაქტები დაუდეს წინ ჩვენება შეცვალა და ძალადობის ფაქტები აღიარა: "მე მსგავსი იდეა მომაწოდა დედამ დაინახა რა თუ როგორ ფხაჭნიდა ჩემი შვილი კარადას", თუმცა ბრალდებულის დედამ კატეგორიულად უარყო შვილის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდება.
"ვწუხვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი ძალადობრივი მეთოდებით ვზრდიდი, მართალია სულ ორჯერ გამოვიყენე ელექტროშოკური მოწყობილობის იმპულსი, მაგრამ ვაღიარებ ეს მეთოდი ბავშვის კი არა ძაღლების მიმართაც კი ჰუმანურობისაგან შორსაა"–განაცხადა ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

0
103
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0