x
ფერადი ფანქრები

image-გამარჯობა.
-ბატონო?!
-უკვე, ვეღარ მიცანი?
-ვერა.
- საშინელი გრძნობა, როცა შენი საყვარელი ადამიანი ვერ გცნობს .
-რას როშავთ?
-ეჰ, ნუთუ ხმაც ვერ იცანი.
-ვერა, რომელი ხართ?
- თუ ვერა, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს.
-კი, მაგრამ ...
-ნახვამდის .
-არ წახვიდეთ .
- შენი სიტყვები გამახსენდა, იცი?
-რომელი სიტყვები, ვინ ხართ, გამახსენეთ თავი, ძალიან დავიბენი.
-აღარ აქვს მნიშვნელობა, მოიცადეთ, იმ სიტყვებს ახლავე დაგიბრუნებთ.
გულის ჯიბიდან ფურცლის ნაგლეჯი ამოიღო და გოგონას მიაწოდა, გოგონა დაიბნა და კითხვა დაიწყო:
'და მერე გადის დრო, დრო, რომელიც ყველაფერს ცვლის, ყველაფერს სხვა ფერებში ხატავს, გადახედავ წარსულ ფერებს და ხვდები რომ რაღაც ისე არაა, შეიძლება რომელიმე ფანქარი გატყდა და სხვა ფერს ვერ აზავებ, ახლა სულ სხვა ფერებით გიწევს ხატვა, რაც იყო, უკვე დაიხატა და სამუდამოდ შეინახა შენმა გალერეამ, მაგრამ რაც უნდა იყოს ახლა ისევ შენ ხატავ, ხანდახან აბრუნებ გალერიიდან სიუჟეტებს და ცდილობ იმ ფანქრებით დაიწყო ხატვა, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე არაა, მაინც სულ სხვა ელფერი აქვს ახალ სურათს . თანდათან ეგუები და ეს ახალი უფრო მოგწონს, ეს ფერები უფრო ბრწყინავს და ძველზე მეტადაც გიყვარდება'

0
61
4-ს მოსწონს
ავტორი:ჯინაა
ჯინაა
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0