x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
" ბექას არც კაცი მოუკლავს , არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა"

imageტელეწამყვანი და მოდელი, მანიკა ასათიანი მისი მეუღლის, კალათბურთელი ბექა წივწივაძის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერძე განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრობს.წარმოგიდგენთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად : "დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემ ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა(თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრბის ნერვიულობას). რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე, რომ მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით, რომ ხარობთ თქვენ ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად ! ცოტა ნაკლებად მეიმედება რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ, კუდის მობმა არაა საჭირო.
P.s ჩემო ნამდვილო მეგობრებო მეც და ბექაც კარგად ვართ არ ინერვიულოთ" imageწარმოგიდგენთ პოსტის ქვემოთ დაწერილ კომენტარებს : " ნეტა ოდესმე ამ მხრივ ეშველება საქართველოს? რისვის იხდის ეს ბიჭი ან გირაოს ან ბოდიშს? საკუთარი თავისთვის მოიხმარა ! ვის რა დაუშავა! მარაზმია უკვე ეს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ, რომ ადამიანმა ისე ცხოვრება შეძლოს, როგორიც თავად უნდა ! არ არის საკმარისი წელიწადში ერხელ გამართული თქვენი აქცია ! მსგავსი დუმილით კიდევ ბევრი წელი მოგიწევთ იგებეს კეთება."

"აუფ გაშიში მოწია ბიჭმა !!!!! დედააა უნდა ჩავქოლოთ!!! რა გვეშველება ან როდის გვეშველებაააა!!!"

"შეეშვით უნდა და ეწევა ვისი რა ტ**კის საქმეა"image

0
1639
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0