x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაკვირვებები და შემდგომ განხილვები .

imageმაინც, ვინ ვართ ჩვენ? ჰო ჩვენ ! ( საუბარია : ჩემზე, შენზე და მასზე . ანუ ხალხზე ) ადამიანი დიდი ოკეანეა, რომლის შესწავლასაც, როგორც ვატყობ, ვერავინ მოახერხებს . იცით კიდევ ვის ჰგავს ადამიანის ფენომენი? იმ მიწას რომელიც, შეუსწავლელია და ფეხი არავის დაუდგამს . რამდენიმე წელია, მეტად საინტერესო დაკვირვებას ვაწარმოებ . ვაკვირდები ხალხს . ჰო ეს ძალზედ საინტერესო რამ აღმოჩნდა. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ ხალხი იყოფა ჯგუფებად . ამ დროის განმავლობაში, წავაწყდი ბევრნაირ ადამიანს . იყვნენ : ამბიციურები, ამაყები და თავის თავში დარწმუნებული იდიოტები, ვნახე კეთილებიც და ბრიყვებიც, ემოციურები და უემოციოები . (ბოლომდე ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს ) მაგრამ აი, რჩეულთა კასტის ხილვა, ერთი დიდი სიამოვნება აღმოჩნდა . გოგონა ვიპოვე . დიახ გაზაფხულის გოგონა ! არსებობენ ქვეწარმავლები, ცხოველები, ფრინველები, ადამიანთა კატეგორიები და არსებობს ის, გაზაფხულის გოგონა ! მისი აღმოჩენა ჩემთვის მოგებას ნიშნავდა, დიდ მოგებას, აი ისეთს ჭადრაკს, რომ თამაშობ და ერთი ქვაღა შეგრჩენია თორმეტის წინააღმდეგ . უცებ ბედი, რომ შემოგიტრიალდეს და ამ ერთი ქვით დაამარცხო თორმეტივე . აბა წარმოიდგინეთ კაცი ორი წელი გადაბმულად რჩეულის ძიებაში არის და უცებ ქუჩაში, რომ გხვდება . ( სხვა რაღა უნდა ვუწოდოთ ამას ) თვალებიდან ეტყობოდა, რომ ამქვეყნიური არსება არ იყო ( არშეშინდეთ მისი სილამაზე იგულისხმება ) განა ოდესმე შეგინიშნავთ ვინმეს თვალებში გალაკტიკა? აი მის თვალებში, ეს ნათლად ჩანს . ყოველივე სიმწვანეს ეტრფის, აბა რა გეგონათ გაზაფხულის გოგონა ბუნების ნაწილია, ბუნებამ შვა იგი ! მასში პროტესტანტი სახლობს, შეუძლია ქარიშხალიც იყოს . რა თქმა უნდა ჩემზე და თქვენზე უკეთ აღიქვამს ყოველივეს ან უარესად . მზესავით ნათელია .სახეზე რამდენიმე ჭორფლი აქვს, მზის შვილები, მგონი ეს უფრო მომაჯადოებელს ხდის . ( არ გაიკვირვოთ, ეს ჩემი მუზა გოგოს როლშიც კარგად გრძნობს თავს, რა საჭიროა ბიჭი იყოს ) ჰო და ეს ჩემი მწვანე გოგონა, ვიპოვე შუა ქუჩაში . ჰო მერე დავფიქრდი ; რომელი პლანეტიდან უნდა ყოფილიყო . არა დედამიწელს დღემდე არ ჰგავს .იცით? მას სჯერა, რომ მწვანე არსებები არსებობენ . ( საუბარია უცხო პლანეტელებზე ) ხომ გითხარით მწვანე გოგოათქო . მწვანედ აღიქვამს რა . დაკვირვება არ შემიწყვიტავს, ასეთი განძი ვიპოვე და ახლა ეღთფეროვნებას ვერ შევეგუებოდი, ერთხელაც შემნიშნა, რა არ ვცადე მაგრამ, მაინც მოვიდა ( და ამინც დავრწმუნდი, რომ ჩემგან გამომძიებელი ან რამე მსგავსი არ დადგებოდა, ცუდათ ვინიღბები რა ) ხელში მწვანე ბუშტი ეჭირა და ასე უცერემონიიოთ ( არც კი გამცნობია ) მნითხრა : შენი აზრით, ასხლა ამ ბუშსტს ხელი რომ გავუშვა უცხო პლანეტელი დაიჭერსო? ჰო და მეც არ დამიყოვნებია ვუთხარი : გელოდება, დაიჭერს აბა რასიზამსთქო . გაიღიმა მიხხვდა რომ ერთნაირად ვაზროვნებდით ან რამე მსგავსი . სხვანაირად მის კოსმოს ვერ შევამჩნევდი, ყოველივე ამის შემდგომ ისევ ვაკვირდებოდი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მან იცოდა მე რომ ვუყურებდი და ამის წინააღმდეგი არ იყო, შორიდან ვმეგობრობდით რა სხვანაირათ არც შეიძლებოდა, უსიტყო მეგობრები ვიყავით შორიდან ვიკვირდებოდით ერთმანეთს.ვერიტანდა კამათს, მიჩნევდა რომ უგუნურთა საქმე იყო, ხალხი არ წყალობდა მისი სილამაზის გამო და არც თვითონ წყალობდა ხალხს . ხო და ეს ხალხი დანახვის თანავე თითო ბუნების ნაწილს აცლიდა, როგორც ხეს ტეხავენ ტოტებს . ის კი მაინც ცდილობდა მის თვალებში კოსმოსი შეენარჩუნებინა . მორალი : არსებობენ რჩეულები , რომლებიც გვხვდებიან ცხოვრებაში იმის გამო, რომ სხვა ლამაზია არ უნდა შეგვშურდეს, მასაც აქვს სიცოცხლის უფლება . ჩვენკი დაბოღმილები დავდივართ ყოველივე ეს დაუშვებელია . ავტორი : ნანო ჯაიანი

2
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ნ-ანო ჯაიანი
ნ-ანო ჯაიანი
54
  
2016, 23 ივლისი, 19:03
დიდი მადლობა ( როდესაც წერ რთულად აიღიქვავენ ტექსტში გამოსახულ ემოციას არადა მტავარი ესაა სწორი ემოციის პოვნა რომლითაც ტექსტია დაწერილი )
2016, 23 ივლისი, 11:51
ჩემო სეხნიავ სასიამოვნო იყო შენი და შენი სამყაროს გაცნობა,მე ვიგრძენი ეს ემოცია...
0 1 2