x
image
beko777
რეალური (!) ბათუმი 2016 წლის ივლისის შუა წელს
ერთი აჭარის ზღვისპირეთიღა დაგვრჩა ქართველებს ზაფხულის პერიოდში გასაგრილებლად და აგერ 25 წლის შემდეგ, რაც აღარც სოხუმი, აღარც გაგრა, აღარც ბიჭვინთა და აღარც რიწა ჩვენთვის აღარ არსებობს, ქართველები ბათუმს, ქობულეთს, გონიოს, შეკვეთილს და სარფს მივასკდით, ობიექტური რეალობაა ისიც, რომ - თურქულ-ეგვიპტური ტერორიზმს შეშინებულებმა, უარი ვთქვით მარად მზიან მარმარისზე, ანტალიაზე, შარმელ-შეიხზე და ა.შ.

ტერორიზმის შიში ჩვენს გარდა რუსებს, უკრაინელებს და დანარჩნ მსოფლიოსაც გაუჩნდა და მათაც მასობრივად უარი თქვეს თურქეთზე და ეგვიპტეზე, რაღა დარჩენოდათ - გაუმართავი ინფრასტრუქტურით ცნობილ სოხუმს და გაგრას (ბოლო 25 წლის მანძილზე) მათაც აჭარული კურორტები არჩიეს, მართალია უმზეოდ და მაღალი, საშინლად მაღალი ფასებით, მაგრამ ასეთუისე გამართული ინფრასტრუქტურით... თუმცა... გადავხედოთ ფოტო-კოლაჟს - ბათუმი 2016, ივლისის შუა წელი


ჩვენ, კრიტიკული თვალით დანახულს შემოგთავაზებთ და დადებითს და კარგს ისედაც ყველა ვხედავთ, რაც არ მოგვწონს იმას ვიტყვით, ისევ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ნიშნის მოგებით... გამოსწორების იმედით!!!!


ბათუმელები ამბობენ (თანაც ხმამაღლა) - მიუხედავად იმისა, რომ თურქულ-ეგვიპტურ კურორტებს დამსვენებელი შიშით აღარ აკითხავს, ჩვენთან მაინც ხალვათობაა და ივლისის შუა წელს მსგავსი რამ საშინელი დასანახიაო, გულისხმობენ შეთხელებულ ზღვის სანაპიროებს, ცარიელ შეზლონგებს

image


image

ქართული "პლაჟების" განუყრელი მშვენება: - ცივი "ფანტა" "კოკა-კოლა" ცივი ყავა და სიმინდი 2 ლარად ერთი ტარო... ეს, ყველაფერი ქართული რეალობის სარკეა, გაჭირვებული მოსახლეობა, ორი კაპიკის საშოვარზე სახლიდან გამოსული მოხუცები, ახალგაზრდები, სტუდენტები, რომლებიც სწავლის ფულის შეგროვებას (!) ამ გზითაც კი ცდილობენ...

image
ველოსიპედით გასეირნება გსურთ ბათუმის ბულვარში, სააკაშვილის გაკეთებულ ველო-ბილიკებზე? თუ ახალგაზრდა 16-22 წლის ლამაზად გარუჯული, სექსუალური, ლამაზ ფეხება გოგო არ ხართ, 15-25 წუთში 5 ლარის გადახდა მოგიწევთ (და ფასი, რომ არ გაგიკვირდეთ და ხელმეორედ არ იკითხოთ ველოების გამქირავებელ ახალგაზრდა ბიჭებთან, რომლებიც სხვათაშორის დღეში მხოლოდ 10-15 ლარის ფასად დგანან ამ ადგილებზე სამწუხაროდ, დიდად ამობეჭდილ ხუთ ლარიანის ფოტოებს დაგახვედრებენ)

image
გაგიკვირდებათ და ეს, ბათუმის ცენტრში, უმაღლესი კლასის სასტუმრო "რედისონიდან" 100 მეტრში მდგარი შენობაა, რომელიც როდის ჩამოინგრევა კაცმა არ იცის, საკვირველია - ან ნაცებმა ვერ შეამჩნიეს 9 წლის მანძილზეე, ან ქოცები ვერ ამჩნევენ ბოლო 4 წელიაა? თუ ისეთი კერძო მეპატრონე ყავს, რომ "ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს" ამბავია?!

image
ეს აბაზანაცაა და ტუალეტიც, ერთ კვადრატულზე ნაკლები ფართია, ის ასეთუისე სუფთა ოთახზეა მიბმული გარედან (ერთი დღე 50 ლარი)... უნიტაზზე დაჯდომა - გვერდულად, დუშის გადავლება (გაგიკვირდებათ და დუშიცაა აქ) ცალი ფეხი შიგნით, ცალი გარეთ... კომენტარი კიდევ საჭიროა?!

image
ავტომანქანებს უცხოური ნომრებით ხშირად ნახავთ ბათუმში, ჰო, ეს ის ხალხია რომლებმაც დასასვენებლად იძულებით, აზიურ კურორტებს აჭარული შავი ზღვა არჩიეს, სხვათაშორის გამუდმებით წუწუნებენ... გამუდმებით და რომ ვერც შეედავები!!!! ყ ვ ე ლ ა ფ ე რ შ ი მართლები არიან რასაც აკრიტიკებენ

image

image

image

სარფი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ზღვის წყალი ამ მიდამოებში იყო, ჰო... იყო... მხოლოდ ადრე, ახლა ასე აღარაა, სარფის "პლიაჟამდე" 100 მეტრში, ჩანჩქერის წინ... აი, ასეთი საშინელი ხელოვნური ნაგავსაყრელია, რომელიც... ყარს!!!

image


პატრული თავის მოვალეობას პატიოსნად ასრულებს - მაქსიმალურად ცდილობს ბიუჯეტი, ისედაც გაწამებული მძღოლებისგან გამოტყუებული კაპიკებით შეავსოს, საცობები, საცობები, საცობები, უაზროდ გადაკეტილი გზის მონაკვეთები და სრული სატრანსპორტო კოლაფსი, ასეთი იყო ბათუმის ცენტრი ივლისის შუაწელს

image
სხვათაშორის, ბათუმის ბულვარის ეს ტუალეტი, მგონი ყველაზე იაფი რამაა ამ სეზონზე.... "დიდიც" და "პატარაც" 70 თეთრი ღირს... არც 50 და არც ლარი... აი, ასე - უბრალოდ 70 თეთრი... გაჭირვებული კაცის ამბავი, რომ იცის მეორე გაჭირვებულმა ქართველმა 2 ლარი, რომ არ ღირს არ გიკვირთ?

image


ამას ალბათ კომენტარი არ სჭირდება - კარგადაა გაკეთებული, სხავთაშორის ქუთაისს დიდი ხანია მსგავსი სანაგვე ურნები "ამშვენებს" და წესებსაც იცავენ ქუთაისლები (შემოწმებული გვაქვს), აი რასაც ვერ ვიტყოდი ბათუმის სტუმრებზე, რომლებიც გაუგებარი მიზეზების გამო, ხშირ შემთხვევაში არ უყურებენ, რომელ ურნაში, რომელ ნაგავს ყრიან... (იქნებ იმიტომ, რომ ჰგონიათ მეეზოვე მაინც ერთ დიიიდ ურნაში, ერთიანად ჩაცლის სამივე პატარა ურნას?!)

image
ეს ცხენი (!) ალბათ ბათუმის ბულვარის შესასვლელის ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურაა, ვინ იცის რამდენი გოგონა თეთრ ცხენზე ამხედრებულ თავის პრინცს სწორედაც, რომ ბათუმში ეძებს... შეგიძლიათ ერთ ლარად შემოსკუპდეთ ამ ცხენზე, ფოტო გადაიღოთ და ვინ იცის, ის პრინცი თქვენ აღმოჩნდეთ ვინმესთვის... დროებითი მაინც, სეზონური :)

image
ძალიან საინტერესო ბინოკლია, 6 თუ 8 ცალი დგას ამ ადგილზე, სხვათაშორის ამ პერიოდში არცერთი (!) ... ვიმეორებ - არცერთი ბინოკლი არ მუშაობდა და მეტიც - ისე ხარბად ყლაპავდა რკინის ერთ ლარიანებს და იმდენ გინებას "უსმენდა" დამსვენებლებისგან, ყველა რომ ასრულდეს 9 თვეში მთავრობა (რაშუაში იყო, მაგრამ მაინც) ერთი-ასად უნდა გამრავლდეს...

image
სულ დამავიწყდა... რუსები, უკრაინელები, მოლდოველები... მოკლედ სსრკ-ს თითქმის ყველა ერის დამსვენებელი (ქართველების გარდა) და... ირანელები, ირანელები, ირანელები... ძალიან ბევრნი.

image


შეკვეთილში ბიძინას აშენებული დიდი საკონცერტო დარბაზი, 10, 000 კაციანი... ივლისის ბოლოს ქრისტინა აგილერა იმღერებს, მერე კიდე ვიღაც, მერე კიდე ვიღაც, მერე კიდე ვიღაც (ალბათ) და ასე სექტემბრამდე... მერე? მერე იმან იდარდოს ვისაც ბიძინა ივანიშვილმა ეს უზარმაზარი, გრანდიოზული, ჰაი-კლასის დარბაზი აჩუქა... დანარჩენი, არასეზონური 9 თვე მათ მოუარონ... და ეს "მათ" ვინაა იცით? - ჩვენ ანუ სახელმწიფო, ჩვენ, ჩვენი ჯიბეებიდან და გადასახადებიდან უნდა შევინახოთ ეს "საჩუქარი"... მაგარია არაა?!

image
... და ბოლოს, დარდი მოგაწვა? დანაღვლიანდი? ფული აღარ გაქვს? - დაუჯექი ბულვარში დადგმულ გაუმართავ, არეულ კლავიშიან პიანინოს და დაუკარი "ცანგალა და გოგონაა, ცანგალა და გოგონაა" ჩვენ ხომ მალე (!) ევროკავშირში უ ნ დ ა მიგვიღონ....!

image

6
2825
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
2825
  
2016, 22 ივლისი, 22:16
აბა მიდი შენ გამიმართე ქართულად ის, რაც გეჩვენება, რომ სომხურად წერია და დაგიჯერებ, რომ რამით ჩვენზე მაგარი ხარ :) - (რამით ან რამეში მაინც) :)
2016, 22 ივლისი, 18:16
ბევრ რამეს,რაც აქ წერია,დიდი ხანია ვამბობ მეც.უკვე წლებია აღარ მივდივარ ზღვისპირეთში დასასვენებლად.ყოველშემთხვევაში,საქართველოს ზღვისპირეთში.
პ.ს.გრამატიკულად გამართე სტატია.რა გეჟურნალისტება,როცა ქართულად ვერ წერ?
2016, 22 ივლისი, 0:06
შენ მართლა ასეთი სირქალა ხარ ცხოვრებაშიც, როგორიც აქ... ჩანხარ თუ არა? :) - წადი ქალო ძროხა მოწველე, აკვანი დაარწიე, ან რამე კარგი საქ,ე აკეთე, სასარგებლო... ისე, მაკიაჟი აღარ წაისვა მაგდენი კარგი.. მეორედ რომ მოგინდება ხმის ამოღება :) ბოზქალა დედაკაცო :)
2016, 21 ივლისი, 22:57
ბოღმით და სიძულვილით არის ეს სტატია დაწერილი.მე გირჩევ შენ ვიგაცა ხარ ბეკო777 თუ რაგაც ადგე და გა....ვა ამ ქვეყნიდან წადი ბიძია და შენს საყვარელ რუსეთზე ამერიკაზე და ევროპაზე წერე კარგები ჩვენ ჩვენს "ცუდ"საქართველოს მივხედავთ.ბიჯოს კარგი წერე ბიძია თორე რაგაც ნატანჯია ჩვენი საქართველო ჩვენზე კარგად ვინ იცის.თუ ვიგაცის დავალებას არ ასრულებ კიდე?????????????????????????????????????????????
2016, 21 ივლისი, 10:34
საინტერესოა!
2016, 21 ივლისი, 9:53
ცოტა უფრო ძვირი ფასები დაადონ და უფრო მოღუშული სახეებით ელაპარაკონ და მოემსახურონ დაღლილ და დასასვენებლად ჩასულ დამსვენებლებს და მერე ნახეთ თქვენ
0 1 6