x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა არის დაუნის სინდრომი და როგორია ამ სინდრომის მქონე ადამიანების მომავლის პერსპექტივა

image დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს, 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვს; როგორც წესი, 21-ე ქრომოსომაზე წყვილის მაგივრად არის 3 ქრომოსომა. ზედმეტი ქრომოსომული მასალა იწვევს დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს.

დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ფიზიკური მახასიათებლები, მეტყველების პრობლემები და სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, ყოველდღიურ ჩვევებს. ამასთანავე ისინი ზედმეტად მგრძნობიარეები არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლე, არიან ცნობისმოყვარეები. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლაში მასალას ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს, მაგრამ ძალიან მონდომებულები არიან; სწავლებისა და არზრდის პროცესში მათი წახალისება მეტად ეფექტურია.

მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ბევრი საერთო მახასიათებელი გააჩნიათ, ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ხასიათით, ტემპერამენტით, უნარ-შესაძლებლობებით, ინტელექტის დონით, ნიჭით. ამიტომ ისინი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლა, ზოგისთვის სპეციალური კლასია საჭირო, ზოგისთვის კი- სპეციალური სკოლა. მოზარდების უმრავლესობას შეუძლია დაეუფლოს რაიმე პროფესიას ან ხელობას საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის შესაბამისად. ზოგიერთს დიდი დრო და სპეციალური მომზადება სჭირდება მარტივი ოპერაციების ასათვისებლად, ზოგიერთი კი რთულ საქმიანობას ეუფლება სპეციალური ტრენინგის საშუალებით. ხელობის ათვისებაც ინდივიდუალური პროცესია. მთავარი არის ის, რომ ადეკვატური მიდგომის შემთხვევაში, ბავშვის შესაძლებლობების და ხასიათის გათვალისწინებით, დაუნის მქონე უკვე მოზრდილ პიროვნებას შეუძლია კონკრეტული სამუშაოს შესრულება. მას მოსწონს საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის მიღება, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაოს და გულმოდგინედ ასრულებს მას. თუკი ერთი ნაწილი დამოუკიდებლად მუშაობს, მეორე ნაწილს ზედამხედველი ესაჭიროება.

ამრიგად შეიძლება ვთქვათ, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სირთულისა, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი აწყდება, ადეკვატური, ინდივიდზე მორგებული დახმარების და ხელშეწყობის საშუალებით შესაძლებელია მათი სოციალიზაცია და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.

0
367
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0