x
image
მანჩო 777
ცხოველების, ფრინველების და მწერების მიერ აშენებული ყველაზე გასაოცარი საცხოვრებლები
გერმანელმა ფოტოგრაფმა ინგო არნდტმა თავის წიგნში "ცხოველების არქიტექტურა" მოახდინა ილუსტრირება იმისა, თუ როგორ აშენებენ ცხოველები, ფრინველები და მწერები სტრუქტურითა და ფორმით ყველაზე გასაოცარ, უცნაურ საცხოვრებლებს.

აი ყველაზე კრეატიულები მათ შორის:


ტერმიტი "სპინიფექსი"- ავსტრალიის ჩრდილოეთი ნაწილი



image

ავსტრალიური ტერმიტების მიერ აშენებული კოშკები შვიდ მეტრს აღწევს სიმაღლეში და ფაუნის არქიტექტურის ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. თითოეულ ასეთ კოშკში 2-3 მილიონამდე ტერმიტი შეიძლება მოთავსდეს. ტერმიტები მიწასთან ერთად გამუდმებით ღეჭავენ ეკლებიან ბალახ სპინიფექსს, რის შედეგადაც მიიღება საცხოვრებლის ასაშენებლად ვარგისი მასალა, რომელიც დროთა განმავლობაში ისე მყარდება, როგორც თიხა.


მუცელფეხება მოლუსკი - ტროპიკული და სუპტროპიკული ოკეანის ფსკერი


image

ამ მოლუსკების ნიჟარა ერთგვარ ბაზას წარმოადგენს, რომელზეც მაგრდება ქვები, სხვა მოლუსკების ნიჟარები, მარჯნის ნატეხები და ქვიშა. ეს ყველაფერი ემსახურება მოლუსკის დაცვას ზღვის მტაცებლებისაგან.


მქსოველი ჭიანჭველები - ავსტრალიის ჩრდილოეთი ნაწილი


imageimage
თავიანთი ბუდის ასაშენებლად მქსოველი ჭიანჭველები იყენებენ საოცრად ძლიერ ყბებს, რითაც ჭრიან ფოთლებს და მათ აერთებენ იმ აბრეშუმის ძაფებით, რომელსაც მათი ჭუპრები გამოყოფენ.


მექოხია ღობის ჩიტი - ინდონეზია, დასავლეთი გვინეა


image

იმისათის, რომ მდედრი ჩიტი მოხიბლოს, მამრი მექოხია აი, ასეთ ქოხს აშენებს ხის გამხმარი ტოტებით და ამკობს მას ყვავილებით, კენკრით, ხილით და ნაგვითაც კი.


ევროპული წითელი ხის ჭიანჭველა - გერმანია


image

ერთი სანტიმეტრი სიგრძის ამ ჭიანჭველებს შეუძლიათ ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ბუდის აშენება. ამ პატარა მწერების "ცათამბჯენების" სამშენებლო მასალა ისეა შეკრული, რომ მათ შორის წვიმის წყალი არ ატანს.


კომპასური ტერმიტები -ავსტრალია


imageimage
კომპასურ ტერმიტებს შეუძლიათ ააშენონ სამი მეტრი სიმაღლის კოშკები, რომლებიც მკაცრადაა მიქცეული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. კონსტრუქციას გააჩნია სავენტილაციო სისტემა კოშკის შიგნით მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.


მქსოველი ბაია - ნამიბია


image

ეს პატარა ჩიტი ბუდეს აშენებს გრძელი, ახლადმოწყვეტილი დრეკადი ბალახებისაგან. შემდეგ ბალახს ახმობს მზე, რის შედეგადაც ის მაგრდება და ბუდეს გარდაქმნის მყარ შეუვალ შენობად, რომელში შეღწევაც მხოლოდ მის ძირში დატნეული პატარა ხვრელითაა შესაძლებელი.


ჩვეულებრივი მოლაღური - ევროპა და აზია


image

მამრი მოლაღური მდედრის მისაზიდად აბლაბუდის, მცენარეული ბოჭკოების და თესლეულის გარსისაგან აშენებს ბუდეს, რომელშიც შემდეგ მდედრი ბეღურა 5-6 კვერცხს დებს.


კრაზანა - მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში


image

მიუხედავად იმისა, რომ კრაზანას მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით, ეს მწერიც იმსახურებს ყურადღებას. მისი უცნაურად დახვეული ბუდე შედგება ხის გადამუშავებული ნამცეცებისაგან და მიწისაგან.


უივერი-ნამიბია


imageimage
ეს ჩიტები გუნდებად ცხოვრობენ და ბუდესაც ერთად იშენებენ. კომუნიკაბელური უივერები ბუდის მშენებლობისთვის იყენებენ თიხას, ბალახის ღეროებს და სუროს. ზოგი ბუდე ისე მძიმეა, რომ ხეც კი ვერ უძლებს. სამაგიეროდ, ერთხელ მოქსოვილი ბუდე ას წელზე მეტ ხანს მასპინძლობს უივერების ახალ-ახალ თაობებს.











1
1097
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1097
  
2016, 21 ივლისი, 10:29
საინტერესო სტატიაა! ისე არ ჰქნან ჩვენ გვაჯობონ)))))))
0 1 1