x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
უწინ და ახლა-როგორ იცვლებოდა ქალაქები
დიდი ქალაქები იზრდება ისე, როგორც სოკო წვიმის შემდეგ და ამასთანავე იზიდავს

სოციალურ, ეკონომიურ, ფინანსურ თუ სამრეწველო რესურსებს და მისი მასშატაბები წლიდან წლამდე იზრდება.ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოები, რომელიც ადასტურებს თუ როგორ ელვისებურად ვითარდება ეს პროცესი.



1)ვილნიუსი-1900-იდან 1990-იანებამდე თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა 90-იანი წლებიდან ვილნიუსმა შეიწირა ზოგიერთი ძველი შენობა, ახლა მათ ადგილას ცათამბჯენები დგას.

image




2)დუბაი-ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც 16 წლის წინ უკაცრიელი უდაბნოდან უცებ წამოიმართა თანამედროვე სუპერქალაქი ყველაზე დიდი ცათამბჯენებით მსოფლიოში.


image


3-სინგაპური-ეს ქალაქი სახელმწიფო ბოლო 16 წელიწადში კოსმიური სიჩქარით შეიცვალა, ახალი ცათმბჯენები, ხიდები, პორტები და ა.შ.

image


4)ტოკიო -მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტოკიო იყო ერთი დიდი სოფელი, რომელშიც ძირითადად ხის სახლები იყო.ბოლო 70 წელიწადში ეს ქალაქი იქცა სუპერთანამედროვე მეგაპოლისად, რომელმაც დროს გაასწრო.

image


5)სეული-ფოტოზე დახედვისას ძნელად წარმოიდგენ, რომ ერთ დროს ასე გამოიყურებოდა სამხრეთ კორეის დედაქალაქი.ამჟამად სეული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.


image


6)აბუ დაბი-მაგალითი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი უდაბნოდან სუპერთანამედროვე მეგაპოლისი წარმოიქმნას.განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით აბუ დაბი 1958 წლის შემდეგ განვითარდა, როდესაც იქ პირველად მსხვილი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს.

image



7)შენჩჟენი-ჩინეთი, რომ უდიდესი ტემპით ვითარდება ეს ყველასთვის ცნობილია.ამის ნათელი დადასტურებაა ქალაქი შენჩჟენი.ქალაქი, სადაც 1964 წლისთვის 200 ათასი მოსახლე იყო, ხოლო დღეისათვის 10 მილიონიან უზარმაზარ მეგაპოლისად იქცა.


image


8)სიდნეი-კიდევ ერთი ქალაქი, ამჯერად ავსტრალიაში, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე მეგაპოლისად იქცა.


image


9)ფონტალეზა-ამ ბრაზილიული ქალაქიდან მხოლოდ ულამაზესი სანაპირო დარჩა.ძველი შენობების ადგილზე კი უზარმაზარი ცათამბჯენების ჯარი წამოიმართა.

image



10) ტორონტო-ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ ფოტოზე სხვადასხვა ქალაქია აღბეჭდილი.


image



11)ლონდონი-ვერც ინგლისის დედაქალაქი გაექცა ცათამბჯენებს.


image



12)ლოს-ანჯელესი-აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მზარდი ქალაქი.არცაა გასაკვირი, იგი ხომ ეკომომიკური, კუტურული და საგანმანათლებლო ცენტრია.

image


13)ჯაკარტა -ეს ფოტოები ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ინდონეზიის დედაქალაქი ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე.

image



14)ბანგკოკი-სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ტაილანდის დედაქალაქის ხელმძღვანელობამ აქცენტი გამწვანებაზე და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე გააკეთა, ხოლო ბეტონის ჯუნგლების მშენებლობა მინიმუმამდე დაიყვანა.

image



15) თბილისი- ბოლოს რა თქმა უნდა ჩვენი მშობლიური ქალაქი 80-იან წლებში და დღეს.როგორც ხედავთ ბეტონის ჯუნგლებმა გამწვანება შეიწირა.

image

0
318
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0