x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"10 ყველაზე სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა" - გურამ შეროზიას პოსტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!
image
ცნობილი ბლოგერი, გურამ შეროზია მორიგ საინტერესო პოსტს გვთავაზობს, რომელშიც ქართულად ლაპარაკისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. პოსტი არა მხოლოდ საინტერესო არამედ, ძალიან სასარგებლოცაა. პოსტს ავტორი სახუმარო და განგებ დაშვებული გრამატიკული შეცდომებით სავსე "წინასიტყვაობას" ურთავს:


"აბა ნახედ და თუ ამ შეცდომებს ბევრჯელ უშვებთ პრობლემაა ერთჯელ და ორჯელ არაუშავს


გაითვალისწინედ რომ აფსოლიტური ხუმრობაა შეურაწყოფად ნურავინ მიიღებთ ჩათვალეთ რო საქმის ყურში გაყენებდ უბრალოთ
აბა გაერთედ.


Hemi ahali blok fosti"



image

„დღეს ყველა მორალისტად არის ქცეული. გაგიკვირდებათ და გაგეღიმებათ, ამას მე რომ ვამბობ, თუმცა ჩემ კრიტიკასაც და ყველაფერში პრობლემის ძიებას შორის – განსხვავება თვალშისაცემია.


განსაკუთრებით, გულს მიკლავს მაღალფარდოვანი, მეტისმეტი განათლებულობის ხაზგამსმელი სტატუსები, რომლებიც ამავდროულად, გამოძეძგილია ისეთი გრამატიკული შეცდომებით, რომელთა დანახვაზეც კი – მათ ნაცვლად მრცხვენია.


მესმის, რომ 100%-ით გამართული ქართულით თითქმის არავინ ვმეტყველებთ, ვწერთ, თუმცა, ეს ათი ფრაზა, რომელსაც ჩამოვთვლი – ჩემ შემთხვევაში ადამიანზე წარმოდგენის მიწასთან გასწორების ტოლფასია.


მოკლედ, დავიწყოთ…


1. საქმის ყურში – ყურში არა და საქმის სწორ ნაწლავში კიდევ. გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ საქმეს არ აქვს არც ყური, არც ცხვირი, არც სასქესო ორგანოები. სადღაც მოისმინეთ „საქმის კურსში“ და შემდეგ თქვენებურად გადააკეთეთ, ისევე, როგორც ჩემი მეზობელი, მაღაზიის გამყიდველი ნარგიზა დღემდე „კროვასალს“ ეძახის კრუასანს და აბა გაბედე და უთხარი, რომ ეშლება?!

არ ქნათ ეგ მეორედ, დავიწყეთ საქმის ყური, გთხოვთ!


2. შეურაწყოფა – ეს იმდენად ხშირად მხვდება ბოლო პერიოდში, რომ აღარ ვიცი, რა გვეშველება. თან ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჟურნალისტები, მასწავლებლები და მსგავსი პროფესიის ხალხიც აქტიურად იყენებს ამ საშინელ სიტყვას…

აბა, ვიმეორებთ ყველა ერთად: შე-უ-რა-ც-ხ-ყო-ფა!


3. გამარჯობათ, ბოდიშით – ეს ყველაზე გასაგებია, მაშინ როცა… წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ისეთ საზოგადოებაში, სადაც თ-ს გარეშე წარმოთქმულ გამარჯობას შენობით და შეჩემობით მიმართვაში ჩაგითვლიათ, შეგნებულად დაუშვებ შეცდომას და ერთი ისეთი მაინც დაგხვდება, ვინც ამისთვის ვირზე შეგსვამს უკუღმა, ამიტომ, მარტივი გამოსავალია, შემდეგი ალტერნატივები: მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით, უკაცრავად, მაპატიეთ, ა.შ.


4. ალბად, გარედ, შიგნიდ, ცუდათ, კარგათ – მოკლედ, ხალხის ნაწილმა გაიგო, რომ ცუდა-თ, კარგა-თ და მსგავს თ-ებიან სიტყვებს იყენებენ „გოიმები“ და ამის საპირწონედ, ყველა გადავიდა დ-ზე. ახლა გვაქვს: შიგნიდ, გარედ, ალბად, ა.შ.


რბილი ლასი რომ გაქვს, რომ გეტყვიან და ვაი და არ გამეპაროსო და გამაგრების მეორე უკიდურესობაში რომ გადასდით, როცა ი და ე-ს წინ, თავისთავად ოდნავ რბილი უნდა იყოს ისედაც.


5. მცნება-ცნება – ესეც ვერ დაიმახსოვრა საზოგადოებამ, რომ მცნება არის ათი, ცნება არის ტერმინი, დეფინიცია, არ თქვათ ეგ სიტყვა მეორედ!


6. ჩემის აზრით – თქვენი აზრით, თქვენიი, ს საიდან მოვიდა? ჩემი მოსაზრებით, ან ჩემი ხელითო რომ ამბობთ, ჩემის ხელით და ჩემის მოსაზრებით უნდა თქვათ ანუ?


7. მადლობა მოუხადა – მადლობა გადაუხადა, ბოდიში მოუხადა. ამ შეცდომას იმდენი ადამიანი უშვებს, რომ მინდება ხოლმე, სათითაოდ დავუკომენტარო, თან ისეთი ფორმით, რომ არასდროს დაავიწყდეთ, მაგრამ მე ვინ დამნიშნა ერის მამად, როო? საბედნიეროდ, “ბოდიში მინდა გადავუხადო” – წინადადება არსად მომისმენია, მადლობა.


8. კლდემამოსილი, კლდემა – კდემა, კდემა. რა ვიცი, დავამატო კიდევ რამე?


9.ორჯელ, სამჯელ, ბევრჯელ – ერთხელ, ორჯე-რ, სამჯე-რ და ა.შ.


10. აფსოლიტურად – აბსოლუტურად, ამის დამახსოვრებაც არ გაწყენდათ, ძალიან უხეშად ხდება ყურსაც და თვალსაც.


ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (ზემოთ ნახსენები ფრაზების გამომყენებლები ამას ასე დაწერდნენ: ბევრი, რომ არ გავაგრძელო) – ეს არ არის გრამატიკის გაკვეთილი, ეს არის სამარცხვინო სიტყვების დაჯგუფება და მოწოდება ერისთვის, რომ აღარ გამოიყენონ.


კომენტარებში ალბათ იმაზეც დაიწყება დავა, გავაგრძელო უნდა დამეწერა, თუ განვაგრძო… მოკლედ, მეც გიტოვებთ დამატებითი განხილვის თემას და შიგადაშიგ გაძლევთ საშუალებას, ჩემივე მიერ, შეგნებულად დაშვებული მცირე მორფოლოგიური თუ სინტაქსური შეცდომები დაიხვიოთ თითზე…


აბა, გაერთე-დ“ - წერს გურამ შეროზია.


image



6
6221
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6221
  
სამარცხვინო, ჩემი აზრით, არის თქვენი სნობური და დამცინავი მიმართვა. ტონს თუ უკეთ შეარჩევთ, უფრო არ გაუჭირდებათ ადამიანებს თქვენი შენიშვნების გათვალისწინება. გეთანხმებით შინაარსობრივად. მხოლოდ ერთზეა შინაარსობრივადაც მიუღებელი თქვენი ღლიცინი. საქმის კურსში არის კალკი უცხოური, სახელდობრ რუსული, ენიდან. ასე რომ საქმის ყურში ბევრად უფრო ორგანულად და იდიომატურად ფორმულირებული გაყინული გამოთქმაა ვიდრე ეგ თქვენი კალკი - საქმის კურსში. გეზიზღებათ ორგანული ქართული დაიგონებთ დამამცირებელ ისტორიებს? რაზე დაყრდნობით?
თქვენს ადგილას, საკუთარ კომპეტენციას კრიტიკულად გადავხედავდი შემდეგი სნობური და დამცინავი პოსტის გამოქვეყნებამდე.
2020, 4 იანვარი, 2:28
"ჩემის აზრით" არა,
არამედ "ჩემი საზრით".

უბრალოდ როცა ამბობენ "ჩემისაზრით",
ყველამ არ იცის რომ საზრია სიტყვა, და არა აზრი.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=36712
2016, 20 ივლისი, 14:21
,,კლდემამოსილი,, მომეწონა))))
2016, 20 ივლისი, 12:08
მექანიკურ შეცდომებზე არ მაქვს ლაპარაკი, როცა ასჯერ გაიმეორებს ერთსა და იმავეს, ეს უკვე მექანიკური არაა. სავალალო უფრო ისაა, რომ სწორედ ეგეთ ავტორებს უზიარებს საიტი ფეისბუკზე სტატიებს...სტატიაც არ შეიძლება უწოდო 30-40 სიტყვისაგან შედგენილ აბსურდს :( ასეთები კი აქ მრავლადაა!
2016, 20 ივლისი, 12:05
ეს მეც ძალიან მაღიზიანებს, მანჩო. კომენტარებს არ ვწერ, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს ვხვდები, ავტორზე მაშინვე მეკარგება წარმოდგენა, რაც არ უნდა საინტერესო პოსტი ქონდეს. ეს რა თქმა უნდა არ ეხება უნებლიე ბეჭდვით შეცდომებს.
2016, 20 ივლისი, 12:02
დამასწარი :)
ყურადსაღEბი პოსტია ნამდვილად..ჩვენს საიტზე ხომ ძალიან ხშირად გვხვდება ასეთი და კიდევ უარესი გრამატიკული შეცდომები. ვინაობას არ ვიტყვი, მაგრამ ერთ მომხმარებელთან იმდენად ხშირად შემხვდა სიტყვა "გვერძე", რომ ვერ მოვითმინე და კომენტარი დავუწერე, ''გვერძე'' კი არა, '''გვერდზე-თქო'', მაგრამ ეწყინა :((
0 1 6