x
image
alex999
Mediator image
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!

კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარსებებს ისეთი ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ადამიანისა თუ ნებისმიერი სხვა არსების გაცოცხლება. მათ უკვე ჩაატარეს ექსპერიმენტი და გააცოცხლეს ძაღლის მოჭრილი თავი (მაგრამ მისი სიცოცხლე რამდენიმე წუთიანი იყო). ის ადამიანები, რომლების ფიქრობენ, რომ მომავალში ეს მართლაც შესაძლებელი იქნება გარკვეული საფასურის სანაცლოდ დებენ კონტრაქტს ამ კომპანიასთან. გარდაცვალების შემდეგ ამ ადამიანის გვამს ინახავენ თხევად აზოტში -195 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე (თუ სხეული არ შეინახება ზუსტად საჭირო ტემპერატურაზე, ადამიანის უჯრედები ყინულად იქცევა და ნაწილებად დაიშლება). თუ ადამიანი დაავადებულია ინახავენ მხოლოდ მის თავს, რადგან თვლიან, რომ ტექნოლოგია მისცემს შესაძლებლობას მიუკავშირონ ახალი, ჯანმრთელი სხეული.

image




ჯეიმს ბედფორდი


image


1967 წლის 12 იანვარი: პირველი ადამიანი, რომელიც გაყინეს მომავალში
მკვდრეთით აღდგომის მიზნით! კრიონიქსის ინსტიტუტში გაყინული პირველი
ადამიანი კალიფორნიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი
ჯეიმს ბრედფორდია! როგორც ვიცით 70-იან წლებში ტექნოლოგიები იმდენად არ იყო
განვითარებული, როგორც ახლა. აქედან გამომდინარე, ცნობილია რომ, პროფესორი
კვლავ გაყინულია, მაგრამ რამოდენიმე უჯრედი დაზიანებული აქვს!


პირველი ექსპერიმენტის შემდეგ, კრიონიქსის უნივერსიტეტის პროფესორებმა
ადამიანის გაყინულ მდგომარეობის შესახებ ბევრი იშრომეს და დღითი-დღე
საუკეთესო შედეგსაც აღწევენ. ჯეიმს ბედფორდის გარდა, 9 ადამიანი კიდევ
გაყინეს...

image




უბედური შემთხვევა 1979 წელს მოხდა!


ინსტიტუტში გაყინული ცხრავე სხეული დაიშალა. რომლის სუნმაც ინსტიტუტის
დაცვის თანამშორმლები შეაწუხა. მოგვიანებით, ექსპერტების და მეცნიერების
თანხლებით, ინსტიტუტის პროფესორებმა აღმოაჩინეს დამპალი სხეულები!

წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიზეზად ინსტიტუტის ენერგიის
იზოლაცია დასახელდა, რომელიც 6 წლის მანძილზე არ მუშაობდა და
გაგრილების სისტემაც მკვეთრად იყო დაზიანებული!

image

ინსტიტუტიდან მხოლოდ პირველი გაყინული ადამიანის, პროფესორ ბედფორდის
სხეულის გადარჩენა მოხერხდა.

image

ინსტიტუტის ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი დოქტორ პოლ სიგალმა
ჩაატარა. მან თავის ძაღლი მაილსი გაყინა და შემდეგ ისევ გააცოცხლა, რამაც
ადამიანთა მოდგმის დიდი ინტერესი გამოიწვია.


image


1977 წელს შეიქმნა კომპანია ალკოლი, რომელიც დაარსებიდან დღემდე მოწინავე
როლს ასრულებს კრონიქსულ ექსპერიმეტებში. დღესდღეობით ალკოლის 3 კომპანია
ფუნქციონირებს მსოფლიო მასშტაბით.

image

ამ კომპანისთან თანამშრობლობს 230 ადამიანი. აქედან დაახლოებით 35-მდე
დაღუპულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი ან გაყინულია, ან კიდევ გაყინვის
მოლოდინშია.


რათქმაუნდა ალბათ ყველას დაგაინტერესდებათ, თუ რა ჯდება ასეთი
გადაწყვეტილების მიღება? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ეწვიეთ კრიონიქსის
ოფიციალურ ვებ გვერდს: Cryonics.org -ს შემდეგი სლოგანით: "სიცოცხლე ფასდაუდებელია"!!!


imageამ წუთისთვის ადამიანის სხეულის გაყინვა, მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის
ნებისმიერ მოქალაქეს დაახლოებით 28 000 დოლარამდე უჯდება, ხოლო
კომპანია ალკოლი, სხეულის გაყინულ მდგომარეობაში შენახვისთვის 150 000 დოლარს ითხოვს.


image


თუ მკვდრეთით აღდგომის პერიოდში ტექნოლოგიები იქნება გაუმჯობესებული,
მაშინ გაყინულ სხეულს მოკვეთავენ თავს და ახალ შექმნილ სხეულს შეუერთებენ.
ეს "სიამოვნება" მხოლოდ 80 000 დოლარი ჯდება.

image


ბოლო წლებში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ქართველ
ბიზნესმენს, თავის ახლო ნათესავის სხეულის გაყინვისთვის დაახლოებით
75 000 დოლარი აქვს გადახდილი, თუმცა ამ ეტაპზე მტკიცებულება არ არსებობს.


კომპანია კრიონიქსი დღემდე საიდუმლოებებითა მოცული, ისინი საკუთარ
მიზანს ბოლომდე არ ასაჯაროვებენ. ალბათ მომავალში ვნახავთ, თუ რა მოხდება
სინამდვილეში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!!







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
753
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
753
  
2016, 23 ივლისი, 11:25
დიდი მადლობა
2016, 23 ივლისი, 1:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 ივლისი, 10:49
სპს
2016, 20 ივლისი, 10:44
ჩემთვის უაზრო და გულისამრევია ასეთი ცდები. სტატია სუპერ, ბრავო ალექს! ;)
0 1 4