x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ მოიყარა თავი 10 000 ჩინელმა ერთ აუზში?
ალბათ წარმოუდგენელია თუ როგორ ცხოვრობდნენ წინაპრები კონდიცირების ეპოქამდე, სწორედ მაშინ, როდესაც არ ყვაოდა ტურიზმი და გაგრილების მექანიკური საშუალებების არსებობა და ბიზნესი. მოგეხსენებათ, რომ ზღვა და შვებულება ზაფხულის ერთ-ერთი განუყრელი "კომპონენტია". მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალზედ შემაწუხებელი სიცხეებით არ გამოირჩეოდა ეს სეზონი, ბევრმა თქვენგანმა მთელი წლის მანძილზე ნანატრი შვებულება უკვე გამოიყენა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად, თუმცა სტატისტიკით უმეტესი დამსვენებლებისა სწორედ რომ ზღვის-პირა ქალაქებს მიაშურებს ხოლმე თავს. ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ სწორედ ასეთ ეპოქაში მოგვიწია ყოფა.


გუშინ გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში ფოტოები, რომლებმაც მალე მოიარა მსოფლიო და ბევრის გაკვირვებაც გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტე გაგანდოთ თუ რატომ მოუწია 10 000 ჩინელს ერთ აუზში ეცურა.


კიდევ ერთი საოცრება მოხდა გუშინ, მსოფლიოს ყველაზე დიდი აუზი, რომელიც "ჩინეთის მკვდარ ზღვად" მონათლეს, დამსვენებლების ყველაზე დიდ რაოდენობას იტევდა, ვიდრე აქამდე. 30 ათასი კვადრატული ფართობის ხელოვნურმა აუზმა, რომელიც მდებარეობს Suining-ში Sichuan-ის პროვინციაში, უამრავ დამსვენებელს უშველა პაპანაქება სიცხეში. გასაბერი რგოლებით მოტივტივე ხალხის ნაკადი აუზის ზედაპირზე ცისარტყელის კალეიდოსკოპს ქმნიდა.


წყლის პარკს ყოველწლიურად მილიონამდე დამსვენებლი სტუმრობს. ცხელ ზაფხულში კი, ხელოვნურად შექმნილი, ზღვის მარილებითა და 43 სხვადასხვა მინერალითა და ელემენტებით მდიდარი წყლის აუზი ცხელ ზაფხულში ნამდვილად "მისწრებაა". გარდა აუზისა კი შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა პროცედურებით, ითამაშოთ გოლფი და უყუროთ მრავალი ქვეყნის გამომსვლელების საინტერესო ნომრებს.



ისღა დამრჩენია, დამსვენებლებთან ერთად, "ჩინეთის მკვდარი ზღვის" წყლის პარკის ამსახველი ფოტოკრებული დაგიტოვოთ, დროებით დაგემშვიდობოთ და ყველას საუკეთესო დასვენება გისურვოთ.


imageimageimageimageimageimageimage

1
244
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
244
  
2016, 20 ივლისი, 12:44
კარგი სტატიაა და საინტერესო. ეს ჩინელები ისეთები არიან, არაფერი გაგიკვირდება...
0 1 1