x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სწავლების პროცესის დანერგვა : მასწავლებლის აუცილებებლი უნარები , სწავლების აუცილებებლი უნარები

მასწავლებლის
აუცილებელი უნარები


მრავალი კვლევის მიხედვით დადგენილი მასწავლებლის აუცილებელი
უნარები შეჯამებულია და შემდეგ ნაწილებშია განხილული. სიცხადის მიზნით მათ ცალ-ცალკე
განვიხილავთ, თუმცა ისინი ურთიერთდამოკიდებულია. ცალ-ცალკე არც ერთი არ არის ისეთი
ეფექტური, როგორც ერთმანეთთან კავშირში. მოდით, განვიხილოთ თითოეული .


სწავლებისთვის აუცილებელი უნარები

























განწყობები


ორგანიზება


კომუნიკაცია


ფოკუსი


უკუკავშირი


გამოკითხვა


გამეორება
და შეჯამება






განწყობები


განწყობები, ანუ
დამოკიდებულებები, არ არის უნარები, თუმცა
ის ეფექტური სწავლების საფუძველია. მასწავლებლის
თვისებები, როგორიც არის მასწავლებლის თვითშეფასება, მოდელირება და ენთუზიაზმი, მზრუნველობა
და მაღალი მოლოდინები სწავლების ხელშესაწყობად და მოტივაციის ასამაღლებლად, ხელს უწყობენ მასწავლებლის გაზრდილ მოსწრებას, რაც
არ არის გასაკვირი, რადგან მოტივაცია და სწავლა ერთმანეთთანაა დაკავშირებული . პატივისცემა
მოსწავლეების მიმართ, მზრუნველობის ერთ-ერთი ინდიკატორია. ეს არის დამოკიდებულებები, რომლებიც, ვიმედოვნებთ,
ყველა მასწავლებელს ექნება.


ორგანიზება


ორგანიზება მეტყველებს
კლასის მართვასა და ეფექტური სწავლების ურთიერთდამოკიდებულებაზე. კლასის მართვა მოიცავს
სწავლების პროცესის დროზე დაწყებას, მასალების წინასწარ მომზადებას და ავტომატური რუტინების
განვითარებას. ეს კომპონენტები ხელს უწყობს კლასის მართვის პრობლემების თავიდან აცილებას,
სანამ ეს პრობლემები თავს იჩენს და ასევე სწავლების პროცესის დროის მაქსიმალურად გაზრდას.
რაც უფრო მეტი დრო ეთმობა სწავლებას, უფრო მეტს სწავლობენ მოსწავლეები.


კომუნიკაცია


ეფექტურ კომუნიკაციას,
მოსწავლის მიღწევასა და მოსწავლის კმაყოფილებას შორის კავშირი კარგად არის დასაბუთებული
. კომუნიკაციის ოთხი ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლისა და მოტივაციისთვის:


ზუსტი ენა.თემატური დისკურსი.გარდამავალი სიგნალი.ხაზგასმა.







ზუსტი
ენა გამორიცხავს ბუნდოვან ტერმინებს გაკვეთილის ახსნისა და მოსწავლეების კითხვებზე
პასუხის გაცემის დროს.


თემატური დისკურსი ეხება სწავლების პროცესს, რომელიც თემატურია და თემის ძირითად საკითხამდე
მივყავართ.


გარდამავალი სიგნალი - ვერბალური განაცხადი მიუთითებს, რომ ერთი იდეა მთავრდება და მეორე იწყება,



ხაზგასმა, ეფექტური კომუნიკაციის მეოთხე ასპექტი, შედგება ვერბალური და ვოკალური
მინიშნებებისგან, რომელიც მოსწავლეთა ყურადღებას გაკვეთილზე მნიშვნელოვანი საკითხებისკენ
მიმართავს .


ფოკუსი: ყურადღების მოზიდვა და შენარჩუნება


გაკვეთილის დასაწყისში ფოკუსი ხელს უწყობს მოსწავლეების ყურადღების მოზიდვას და გაკვეთილის
სტრუქტურის ჩამოყალიბებას.


დემონსტრირება და ნახატები სენსორული ფოკუსის ერთგვარ ფორმად მოგვევლინა, რაც ნიშნავს,
რომ კონრეტული საგნები, სურათები, მოდელები,
მასალა და დაფაზე ინფორმაციის დაწერაც კი გამოიყენება მოსწავლეების ყურადღების
შესანარჩუნებლად გაკვეთილის მსვლელობისას.


უკუკავშირი


უკუკავშირი არის ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლეები იღებენ მათი ვერბალური
და წერითი პასუხების სისწორის და სიზუსტის შესახებ. უკუკავშირი იმდენად მნიშვნელოვანია,
რომ სწავლის ერთ-ერთი პრინციპად დავსახეთ მეშვიდე თავში . უკუკავშირი საშუალებას აძლევს მოსწავლეს შეაფასოს მიღებული ცოდნის ხარისხი. როგორც
მეათე და მეთერთმეტე თავებიდან ნახეთ, უკუკავშირი მოტივაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან ის მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას გაზრდილი კომპეტენციის შესახებ და ეხმარება
მათ დაიკმაყოფილონ იმის გაგების სურვილი, თუ როგორ პროგრესს განიცდიან.


ეფექტურ უკუკავშირს ოთხი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს:


მოსწავლის პასუხს დაუყოვნებლივ
ან მალევე მოჰყვება;კონკრეტულია;ის მაკორექტირებელ ინფორმაციას
აწვდის მოსწავლეს;მას აქვს პოზიტიური და
ემოციური ტონი (Brophy & Good, 1986; Moreno, 2004).







შექება


შექება მასწავლებლის უკუკავშირის ყველაზე ხშირი და მიღებული ფორმაა. შექების
ეფექტურობა უფრო კომპლექსურია, ვიდრე ჩანს. მაგალითად, უფრო პატარა მოსწავლეები სიამაყით
ბრწყინავენ, თუ მათ მთელი კლასის წინაშე შეაქებენ, მაშინ როცა მოზრდილები უკეთ რეაგირებენ,
თუ მათ ინდივიდუალურად შეაქებენ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მოზრდილების შექებისას
ხაზი უნდა გაესვას მათ მიღწევებს მარტივად და ბუნებრივი ხმით მიუხედავად იმისა, რომ
კვლევის მიხედვით კონკრეტული შექება უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგადი, თუ ყოველი სასურველი
პასუხი ცალ-ცალკე შევაქეთ, ეს არაბუნებრივად ჟღერს და გაკვეთილის მსვლელობას შეუშლის
ხელს.


წერილობითი უკუკავშირი


უკუკავშირის უმრავლესობა, რომლებსაც მოსწავლეები იღებენ, არის ვერბალური,
მაგრამ მოსწავლეები მნიშვნელოვან უკუკავშირს იძლევიან მოსწავლეების დავალებებზე კომენტარების
გაკეთებითაც. დეტალური კომენტარების გაკეთება დროს მოითხოვს, ამიტომ წერილობითი უკუკავშირი
მოკლეა და მცირე სასარგებლო ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს.


გამოკითხვა


გამოკითხვა ყველაზე ეფექტური
ინსტრუმენტია მოსწავლეების მიერ საკითხის გაგების უზრუნველსაყოფად .


გამოკითხვა საკმაოდ რთული პროცესია,
თუმცა მონდომების, ვარჯიშისა და გამოცდილების საფუძველზე მასწავლებლებს შეუძლიათ ექსპერტები გახდნენ ამ საკითხში
. მუშა მეხსიერების
გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად მასწავლებლებმა გამოკითხვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში
უნდა ივარჯიშონ, რათა ავტომატურ დონემდე დაიყვანონ ის, რაც საშუალებას მისცემს მათ
მუშა მეხსიერება დაუთმონ მოსწავლეთა აზროვნებისა და დასწავლის პროცესის შეფასებას.


გამოკითხვის
სიხშირე


გამოკითხვის სიხშირე
ეხება კითხვების რაოდენობას, რომელსაც მასწავლებელი ეკითხება თითოეულ მოსწავლეს სასწავლო
აქტივობების დროს, როგორც ეს სკოტის მაგალითიდან ვნახეთ. მან მთელი თავისი გაკვეთილი
გამოკითხვის ირგვლივ განავითარა.


გამოკითხვა მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის,
რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევას, მოსწავლეთა ჩართულობა ასევე ზრდის
მათ მიერ სიტუაციის კონტროლისა და ავტონომიურობის შეგრძნებას, რაც მოტივაციის გაუმჯობესებისთვისაა
აუცილებელი .


სამართლიანი განაწილება


მასწავლებლებმა
არა მარტო ხშირად უნდა გამოკითხონ მოსწავლეები, არამედ ყურდღება უნდა მიაქციონ, თუ
ვის ეკითხებიან.


შეჯამება და დახურვა


შეჯამება ეხმარება
მოსწავლეს დააკავშიროს ნასწავლი შემდგომ სასწავლო
აქტივობასთან. ის შეიძლება გაკვეთილის ნებისმიერ პერიოდში მოხდეს, თუმცა ხშირია გაკვეთილის
დასაწყისსა და ბოლოში.


დასაწყისში შეჯამება
ეხმარება მოსწავლეებს წინა ცოდნის გააქტიურებასა და ახალი გაკვეთილის შინაარსის გაგებაში.
შეჯამების პერიოდში კონკრეტული მაგალითების მოცემა ზრდის შეჯამების ეფექტურობას ხანგრძლივ
მეხსიერებასთან დამატებითი კავშირების მიწოდებით.


დახურვა შეჯამების ერთ-ერთი ფორმაა,
რომელიც გაკვეთილის ბოლოს ხდება. დახურვის მიზანია მოსწავლეებისათვის დახმარება, რომ
მათ ლოგიკურ სქემად დაალაგონ ის, რაც ისწავლეს. როდესაც მოსწავლეები მაღალი დონის სასწავლო
აქტივობაში არიან ჩართულნი, ეფექტური დახურვა არის დამატებითი მაგალითების მოყვანა
მათ მიერ, ამ პრინციპისა და წესის ახალ სიტუაციაში
გამოყენება. პრობლების გადაჭრის სწავლებისას დახურვის კიდევ ერთი ეფექტური ფორმაა იმ
ფიქრის პროცესის შეჯამება, რომელიც პრობლემის გადაჭრისთვის არის საჭირო.

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჩაჩანიძე
ნინო ჩაჩანიძე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0