x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პანიკური აშლილობა!
image


პანიკური აშლილობა ერთ–ერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა და დიდი დაინტერესება და შიში იმისა რომ შეტევა დაგემართება, ეს შიშის შემოტევები, ასოცირდება მრავალ ფიზიკურ სიმპტომპთან როგორიცაა მაგალითად განწირულობის შინაგანი განცდა.

პანიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად უყალიბდებათ აგორაფობია.მათ ეშინიათ სპეციფიკური კლასტერული სიტუაციების რომელსაც ვერ გაექცევიან, ან რომელშიც დახმარება შეუძლებელია თუ პანიკის შეტევა გვექნება.


პანიკური შეტევა არის შიშის ან დისკომფორტის ერთიანი მოზღვავება რომელიც პიკს 10 წუთზე მცირე დროში აღწევს და მოიცავს სულ მცირე 4 სიმპტომს შემდეგი 13 დან: გულის აჩქარება, ოფლიანობა, ცახცახი/კანკალი, სუნთქვის
უკმარისობა, დახრჩობის განცდა, დისკომფორტი მკერდის არეში, გულის რევა ან დისკომფორტი
მუცლის არეში, თავბრუსხვევა, სისუსტე, არარეალურობის და დეპერსონალიზაციის განცდა, გაგიჟების
ან კონტროლის დაკარგვის შიში, სიკვდილის შიში, გაშეშებულობის ან დაბუჟების განცდა, ციება
ან ცხელება. (ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია, 1994).

image
პანიკური შეტევა შეიძლება მოხდეს რამდენიმე განსხვავებული ფსიქიკურ აშლილობასთან ერთად მათ შორის, შფოთვითი დარღვევები(მაგალითად
როცა ადამიანს აქვს გველების მიმართ ფობია და ის გადააწყდება გველს), კვებითი აშლილობა (როცა ადამიანი ჭამს მაღალი კალორიულობის საჭმელს), და დეპრესია. თუმცა პანიკური შეტევა შეიძება მოხდეს გარკვეული ფსიქოპათოლოგიის
არ არსებობის პირობებშიც, მაგალითად ის არ არის უჩვეულო ადამიანებისთვის რომლებსაც გამოუცდიათ პანიკური შეტევა სტრესული სიტუაციების პირობებში მაგალითად როგორიცაა მნიშვნელოვანი გამოცდა ან ქორწინება.
გამოიყოფა 3 სახის პანიკური შეტევა: მოულოდნელი, სიტუაციასთან დაკავშირებული და სიტუაციურად მიდრეკილი (სიტუაციისადმი
წინასწარი განწყობით გამოწვეული)


მოულოდნელი შეტევები, წარმოიქმნება ყოველგვარი გაფრთხილების და აშკარა
გარე გამღიზიანებლის გარეშე ამ ტიპის პანიკური შეტევები ყველაზე ხშირად ასოცირდება პანიკურ აშლილობასთან.

სიტუაციასთან დაკავშირებული შეტევები ხდება უცვლელად, კონკრეტულ
სიტუაციაში, მაგალითად ადამიანებს რომელთაც აქვთ სპეციფიკური ფობიები (მაგ, ცხოველთა ფობიები) თითქმის ყოველთვის განიცდიან პანიკურ
შიშს, ფობიურ ობიექტთან ან სიტუაციასთან გადაყრისას, პანიკური შეტევები რომლებიც ემართებათ
გარკვეული ფობიების მქონე ადამიანებს, როგორც წესი სიტუაციასთან დაკავშირებულ ტიპს მიეკუთნება.

სიტუაციურად განპირობებული შეტევები მოულოდნელ და სიტუაციასთან დაკავშრებულ ტიპებს შორისაა, ის ხდება მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში, მაგრამ არაა აუცილებელი სიტუაციის ყოველი გამეორებისას გამოვლინდეს.ადამიანები რომლებსაც აქვთ აგორაფობია ხშირად აცხადებენ რომ სიტუაციურად მიდრეკილი შეტევები უფრო ხშირად ხდება ერთ კონკრეტულ გარემოში და სიტუაციაში
.ვიდრე განსხვავებულ სიტუაციებში, მაგალითად შეიძება ხშირად ემართებოდეს ხალხმრავლობაში და არ ემართებოდეს სახლში მარტო ყოფნისას.


პანიკური აშლილობა არის გამოცდილება პერიოდულად განმეორებადი, მოულოდნელი პანიკური შეტევისა.არსებობს რაღაც კრიტერიუმები რაც პანიკურ აშლილობას ახასიათებს. პიროვნებას უნდა ჰქონდეს ისტორია რამდენიმე პანიკური შეტევის, რომლებიც მოულოდნელად ან რაიმე აშკარა გარე გამღიზიანებლის გარეშე განვითარდა.ასევე ადამიანს ერთი თვის ან მეტის განმავლობაში ქვემოთ ჩამოთვლილი სულ მცირე 1 კრიტერიუმი უნდა ახასიათებდეს.
1)ადამიანი შეშფოთებულია რომ უფრო მეტი პანიკური შეტევა ექნება
2)ინდივიდები შფოთავენ მისი შეტევების შესაძლო შედეგებზე (რომ შეტევას შეუძლია გულის შეტევამდე ან ინსულტამდე, კონტროლის დაკარგვამდე, ცნობიერების
დაკარგვამდე, და მომნელებელი სისტემის დარღვევამდე
მიგვიყვანოს)

3) არის თვალშისაცემი ცვლილებები ქცევაში რომლებიც რაღაც დოზით შეიძება
შეტევას უკავშირდებოდეს (ადამიანი თავს არიდებს აქტივობებს ან ადგილებს.იჟინებს რომ პარტნიორმა კამპანია გაუწიოს და არ მოშორდეს მას, იჟინებს დაცვის საშუალებების ტარებას მაგალითად წამლების ).დიაგნოზის გამოსატანად ასევე უნდა დადასტურდეს რომ სიმპოტემს არ იწვევს კოკაინი, კოფეინი, თუ სხვა ნივთიერება, რომ სიმპტომებს არ განაპირობებს სამედიცინო მდგომარეობა (მაგ.ჰიპერთირეოზი) .ასევე უნდა დადასტურდეს რომ სიმპტომები სხვა აშლილობას არ მიეკუთვნება.


1
391
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა მენაღარიშვილი
ანა მენაღარიშვილი
391
  
2016, 19 ივლისი, 23:54
რთულად გადავიტანე. საინტერესო თემა. ბევრ ახალგაზრდას ახასიათებს დღესდღეობით!
0 1 1